„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3432-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.021004
3432-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 20/07/2023
360050000.05.001.021004
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რამსარის კონვენციას და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1  სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3432-XIმს-Xმპ