დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4737-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.018059 |
|
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. კოლხეთის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44308,5 ჰექტარი, მათ შორის, ხმელეთისა – 29032,5 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორიისა – 15276 ჰექტარი. 2. კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორია მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. კოლხეთის ეროვნული პარკის სახმელეთო საზღვარი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობია 316,4 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
2. ქობულეთის აღკვეთილის საერთო ფართობია 466,3 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 3. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2019 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 თებერვალი 2016 წ. N4737-IIს |
დოკუმენტის კომენტარები