დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1615-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.020581 |
|
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კოლხეთის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44980 ჰექტარი, მათ შორის, ხმელეთისა – 29229 ჰექტარი, ხოლო საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიისა – 15751 ჰექტარი. 2. კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთი და სამხრეთი რაიონების აკვატორიები მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა) საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთი რაიონის აკვატორიის გეოგრაფიული კოორდინატებია:
; ბ) საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთი რაიონის აკვატორიის გეოგრაფიული კოორდინატებია:
. 3. კოლხეთის ეროვნული პარკის სახმელეთო საზღვარი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
.“. მუხლი 2 1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) ფარგლებში დასაშვებია შესაბამის უფლებათა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია. 2. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. 3. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელზედაც ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება, მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 7 ივნისი 2022 წ. N1615-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები