„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1878
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.001.963
  • Word
1878
01/07/2005
სსმ, 41, 19/07/2005
360.050.000.05.001.001.963
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეწყობა შემდეგი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები:

) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

) ბუნების მართვადი დაცვის ზონა;

) აღდგენის ზონა;

) ტრადიციული გამოყენების ზონა;

) ვიზიტორთა ზონა;

) ისტორიულ-კულტურული ზონა;

) ადმინისტრაციის ზონა.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, აღდგენის, ტრადიციული გამოყენების, ვიზიტორთა, ისტორიულ-კულტურული და ადმინისტრაციის ზონების ფართობი და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება ამ კანონის მე-11–მე-18 მუხლების შესაბამისად.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა

1. კოლხეთის ეროვნულ პარკშიდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შესანარჩუნებლად.

2. ტრადიციული გამოყენების ზონა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ბუნებრივ-გეოგრაფიული უბნების მიხედვით მოიცავს:

) იმნათის უბანზემდ. რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ წყვეტილი ზოლის სახით არსებულ მეორად დაჭაობებულ და ტენიან მურყნარებსა და ნოტიო მეორად მდელოებს ეროვნული პარკის საზღვარსა და მართვადი ზონის საზღვარს შორის. აგრეთვე, იმნათის უბნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთან უშუალოდ მდებარე მეორად ტყე-ბუჩქნარებს და მდელოებს; მდინარეების: სამეგრელოს სკურდასა და ხოფერიას სკურდას კალაპოტების გასწვრივ მდებარე ნოტიო მეორად ტყე-ბუჩქნარებს და მეორად მდელობუჩქნარებს; იმნათის ჭაობის აღმოსავლეთით, ეროვნული პარკის სამხრეთ საზღვარსა და იმნათის უბნის მკაცრი და მართვადი დაცვის ზონების სამხრეთ საზღვრებს შორის მდებარე მეორად ნოტიო ტყეებსა და მდელოებს; იმნათის ჭაობის სამხრეთ-დასავლეთ კიდესა და ეროვნული პარკის საზღვარს შორის მოქცეულ ტერიტორიასმეორადი ნოტიო ტყით და მდელოს ფრაგმენტებით და მალთაყვის ჭაობის სამხრეთითმდ. დედაბერას მარცხენა მხარეზე მდებარე მეორად ნოტიო ტყე-ბუჩქნარებსა და მდელოს უბნებს; პალიასტომის ტბასმისი აღმოსავლეთი ვიწრო ზოლის გამოკლებით; იჯარით გაცემულ ტერიტორიებს – „წყავადაწიფლნარი“;

) ნაბადას უბანზეხელოვნური ტყით (ნაწილობრივ ბუნებრივი მურყნარით) დაფარული ქვიშიანი დიუნების ზოლს მდ. რიონის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5,5 კმ მანძილზე (გარდა უშუალოდ მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ მდებარე დაახლოებით 1 კმ სიგანის ტერიტორიისაგამწმენდი ნაგებობების განლაგების ადგილი), აგრეთვე, დაჭაობებული და ტენიანი მურყნარების და მეორადი ნოტიო მდელოების ფრაგმენტებს ნაბადას უბნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან (ხობის სატყეოს ჭალადიდის უბანი), აგრეთვე სოფ. ყულევის და ნაბადას ტორფიანი ჭაობის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს შორის;

) ანაკლია-ჭურიის უბანზეანაკლიის ჭაობის სამხრეთი ნაწილის მკაცრი ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მიმდებარე მეორადი ტენიანი ტყე-ბუჩქნარების და ტენიანი მდელოების მასივს, რომელიც განვრცობილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და გრძელდება მდ. ჭურიის მარჯვენა სანაპირომდეადგილმდებარეობაანაკლიისრაიონამდე; მეორადი ტყე-ბუჩქნარების და ნოტიო მდელოების მასივს მდ. მუნჩიის მარცხენა ნაპირზე, მასთან მდ. უთუორის შეერთების მოპირდაპირე მხარეზე, ჭურიის ჭაობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესა და მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირს შორის.

3. ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით.

4. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება;

) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო გამოკვლევები;

) საგანმანათლებლო საქმიანობა;

) ეკოტურიზმი;

) ვიზიტიორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში (ქვეითად, ცხენით, ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით);

) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

) მონიტორინგი;

) საკადასტრო სამუშაოები;

) საგანგებო მდგომარეობის დროს (სტიქიური მოვლენები და სხვა) და აღდგენითი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ავტო-, მოტო-, სანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება;

) ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

5. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზუსტი მდებარეობა, ფართობი და საზღვრებიდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით.“.

3. 27- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვასდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

4. 30- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, „გარემოს დაცვის შესახებდადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 33- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სტატუსი

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით.

2. კოლხეთის ეროვნული პარკი და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას ამტკიცებს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

4. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ქობულეთის აღკვეთილი და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას ამტკიცებს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

6. 52- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 2005 წლის 1 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი             

. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1878რს