კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • Word
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1720
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 31/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.000.456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1720
09/12/1998
სსმ, 7, 31/12/1998
360.050.000.05.001.000.456
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/1998 - 09/09/1999)

საქართველოს კანონი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „დაცული ტერიტორია“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია;

ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა;

გ) „დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი“ – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი;

დ) „სახელმწიფო ნაკრძალი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area);

ე) „ეროვნული პარკი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);

ვ) „აღკვეთილი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area);

ზ) „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area);

თ) „ანთროპოგენური ზემოქმედება“ – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;

ი) „ვიზიტორი“ – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული პირი;

კ) “მანიპულაციები“ – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;

ლ) „სამენეჯმენტო გეგმა“ – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი;

მ) „ტერიტორიული დაგეგმარება“ – სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა;

ნ) „სამეურნეო საქმიანობა“ – “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილი, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობა;

ო) „ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსერვაცია“ – ისტორიულ-კულტურული ძეგლების არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

პ) “მონიტორინგი“ – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა;

ჟ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გა­რე­მოს და­ცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველ­ყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაო­ბების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარის­ხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;

რ) „ეკოსისტემა“ – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა;

ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში;

ტ) „ჭარბტენიანი ტერიტორიები“ – ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები ან წყალსატევები – ბუნებრივი, ხელოვნური, მუდმივი, დროებითი, გამდინარი, გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს;

უ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია“ – 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344);

ფ) „რამსარის კონვენცია“ – 1971 წლის რამსარის კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №008, 1996 წ.);

ქ) „in-situ კონსერვაცია“ – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში;

ღ) „დამხმარე (ბუფერული) ზონა“ – დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ზონა, რომლის გამოყენება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რამსარის კონვენციას და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) უზრუნველყოს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;

ბ) დაარეგულიროს კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.

2. კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე;

დ) კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება.

თავი II

კომპეტენციათა გამიჯვნა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

ფიზიკური და იურიდიული პირები კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში მონაწილეობენ ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კარი II

ძირითადი ნაწილი

თავი III

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

    მუხლი 7. კოლხეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები

კოლხეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონის მე-8–10 მუხლებით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:

ა) კოლხეთის ეროვნული პარკი;

ბ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი;

გ) ქობულეთის აღკვეთილი;

დ) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;

ე) ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

    მუხლი 8. კოლხეთის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. კოლხეთის ეროვნული პარკი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 44 313 ჰექტარს (გეოგრაფიული კოორდინატებით – 42021'52"N, 42002'15" S, 41029'13" W, 42003'01"E) , აქედან ხმელეთის ფართობი შეადგენს 28 571 ჰექტარს, ხოლო ზღვის აკვატორიისა – 15 742 ჰექტარს.

2. საერთო ფართობი, რომელიც ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადადის კოლხეთის ეროვნული პარკის გამგებლობაში, იყოფა შემდეგ ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად:

ა) ანაკლია-ჭურიის უბანი – საერთო ფართობით 13 713 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 42021'52" N, 42015'39" S, 41029'13" W, 41045'33" E);

ბ) ნაბადას უბანი – საერთო ფართობით 10 697 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 42016'36" N, 42011'33" S, 41031'21" W, 41045'24" E);

გ) იმნათის უბანი – საერთო ფართობით 19 903 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 42012'14" N, 42002'15" S, 41041'37" W, 42003'01" E).

3. ანაკლია-ჭურიის უბანი მდებარეობს მდინარეების თიკორისა და ხობის შესართავებს შორის. უბნის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 27 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ენგურის შესართავის მარცხენა ნაპირიდან დაჭაობებული და ჭარბტენიანი ტყეებისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების (ანაკლია, ორულუ, დღვაბა, ცაცხვი, საბუკიო, ლარჩვა) გამყოფი ზოლის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 10 კილომეტრის მანძილზე გადის ტყით დაფარული ფართობის აღმოსავლეთი განაპირა კიდის გასწვრივ. სამხრეთი საზღვრის ხაზი 18 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთიდან უბანი 12 კილომეტრის მანძილზე შემოსაზღვრულია მდინარეების თიკორისა და ხობის შესართავებს შორის მდებარე 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიით.

4. ანაკლია-ჭურიის უბანი მოიცავს:

ა) ზუგდიდისა და ხობის ადმინისტრაციული რაიონების მიმდებარე ზღვის აკვატორიას – ფართობით 9 260 ჰექტარი;

ბ) ზუგდიდისა და ხობის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიის ნაწილს. აქედან დიუნებს, ტბებსა და პლაჟებს – ფართობით 49 ჰექტარი; ზუგდიდის კომპლექსური და ხობის სატყეო მეურნეობების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – ფართობით 4 404 ჰექტარი.

5. ზუგდიდის კომპლექსური სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან ანაკლია-ჭურიის უბანი მოიცავს 1 090 ჰექტარს, რომლებიც ამავე კომპლექსური სატყეო მეურნეობის სატყეოებისა (სატყეო უბნების) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:

ა) დარჩელის სატყეოს (სატყეო უბნის) 258 ჰექტარს – კვარტალი №8 (112 ჰექტარი), კვარტალი №13 (114 ჰექტარი) და კვარტალი №14 (32 ჰექტარი);

ბ) ჭურიის სატყეოს (სატყეო უბნის) 832 ჰექტარს – კვარტალი №9 (108 ჰექტარი), კვარტალი №15 (112 ჰექტარი), კვარტალი №16 (82 ჰექტარი), კვარტალი №20 (95 ჰექტარი), კვარტალი №24 (118 ჰექტარი), კვარტალი №25 (71 ჰექტარი), კვარტალი №26 (148 ჰექტარი) და კვარტალი №27 (98 ჰექტარი).

6. ხობის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან ანაკლია-ჭურიის უბანი მოიცავს 3 314 ჰექტარს, რომლებიც ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოებისა (სატყეო უბნების) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:

ა) ხეთის სატყეოს (სატყეო უბნის) 954 ჰექტარს – კვარტალი №14 (226 ჰექტარი), კვარტალი №15 (81 ჰექტარი), კვარტალი №16 (127 ჰექტარი), კვარტალი №17 (209 ჰექტარი), კვარტალი №41 (130 ჰექტარი), კვარტალი №42 (147 ჰექტარი) და კვარტალი №43 (34 ჰექტარი);

ბ) ხეთის სატყეოს (სატყეო უბნის) 500 ჰექტარს – ამავე სატყეოს (სატყეო უბნის) საზღვრების ფარგლებში შემავალ ფართობს, რომელსაც არა აქვს მინიჭებული კვარტალის აღმნიშვნელი ნომერი;

გ) ხობის სატყეოს (სატყეო უბნის) 1 860 ჰექტარს – კვარტალი №1 (398 ჰექტარი), კვარტალი №2 (138 ჰექტარი), კვარტალი №3 (896 ჰექტარი), კვარტალი №4 (298 ჰექტარი) და კვარტალი №15 (130 ჰექტარი).

7. ნაბადას უბანი მდებარეობს მდინარეებს ხობსა და რიონს შორის. უბნის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 12,5 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ხობის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 4 კილომეტრის მანძილზე გადის ტყით დაფარული ფართობისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების (შუა გაღმა ხორგა და საბაჟო) გამყოფ ზოლზე, რომლის აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტყით დაფარული ფართობი. სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ხაზი 6,7 კილომეტრის მანძილზე გადის ფოთი-საბაჟოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ. ჩრდილო-დასავლეთი საზღვრის ხაზი 5,8 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთიდან უბანი 7 კილომეტრის მანძილზე შემოსაზღვრულია მდინარეების ხობისა და რიონის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორიით.

8. ნაბადას უბანი მოიცავს:

ა) ხობის ადმინისტრაციული რაიონის მიმდებარე ზღვის აკვატორიას – ფართობით 6 482 ჰექტარი;

ბ) ხობის ადმინისტრაციული რაიონის ნაწილს. აქედან ამ რაიონის გამგებლობაში არსებულ ზამთრის საძოვრებს – ფართობით 1 353 ჰექტარი და დიუნებს, ტბებსა და პლაჟებს – ფართობით 1060 ჰექტარი; ხობის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – ფართობით 1 802 ჰექტარი.

9. ხობის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან ნაბადას უბანი მოიცავს 1 802 ჰექტარს, რომლებიც ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოებისა (სატყეო უბნების) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:

ა) ხობის სატყეოს (სატყეო უბნის) 721 ჰექტარს – კვარტალი №27 (194 ჰექტარი), კვარტალი №28 (77 ჰექტარი), კვარტალი №29 (123 ჰექტარი), კვარტალი №30 (160 ჰექტარი), კვარტალი №31 (70 ჰექტარი) და კვარტალი №34 (97 ჰექტარი);

ბ) ჭალადიდის სატყეოს (სატყეო უბნის) 1 081 ჰექტარს – კვარტალი №1 (144 ჰექტარი), კვარტალი №2 (62 ჰექტარი), კვარტალი №3 (133 ჰექტარი), კვარტალი №4 (84 ჰექტარი), კვარტალი №6 (45 ჰექტარი), კვარტალი №7 (14 ჰექტარი), კვარტალი №11 (70 ჰექტარი), კვარტალი №13 (40 ჰექტარი), კვარტალი №14 (82 ჰექტარი), კვარტალი №15 (36 ჰექტარი), კვარტალი №16 (77 ჰექტარი), კვარტალი №17 (60 ჰექტარი) და კვარტალი №30 (234 ჰექტარი).

10. იმნათის უბანი მოიცავს მდინარეების რიონისა და სუფსის შესართავებს შორის არსებულ ჭარბტენიან ტერიტორიებს და პალიასტომის ტბას. უბნის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 40 კილომეტრის მანძილზე გადის პალიასტომის ტბის ჩრდილოეთი ნაპირის, შემდეგ კი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთიდან საზღვრის ხაზი მკვეთრად უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ და 37 კილომეტრის მანძილზე გადის ტყით დაფარული დაჭაობებული ფართობის სამხრეთი ნაპირის და გრიგოლეთის ჭაობის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირის გასწვრივ, მდინარე სუფსის შესართავის მარჯვენა ნაპირამდე. დასავლეთიდან საზღვრის ხაზი 6 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე კაპარჭინას მარცხენა ნაპირის გასწვრივ, პალიასტომის ტბასთან შესაყარამდე.

11. იმნათის უბანი მოიცავს ხობის, ლანჩხუთის, სენაკისა და აბაშის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიის ნაწილს. აქედან:

ა) ადმინისტრაციული რაიონების გამგებლობაში არსებულ ზამთრის საძოვრებს – ფართობით 4 456 ჰექტარი და ტბებს – ფართობით 1 349 ჰექტარი;

ბ) სათაფლია-კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალის გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან კოლხეთის სატყეოს (სატყეო უბანს) – ფართობით 500 ჰექტარი;

გ) კოლხეთის, ლანჩხუთისა და სენაკის სატყეო მეურნეობებისა და აბაშის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო სანერგე მეურნეობის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – ფართობით 13 598 ჰექტარი.

12. კოლხეთის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან იმნათის უბანი მოიცავს 4 200 ჰექტარს, რომლებიც ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოებისა (სატყეო უბნების) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:

ა) პატარა ფოთის სატყეოს (სატყეო უბნის) 3 970 ჰექტარს – კვარტალი №1 (102 ჰექტარი), კვარტალი №2 (90 ჰექტარი), კვარტალი №3 (63 ჰექტარი), კვარტალი №4 (28 ჰექტარი), კვარტალი №5 (19 ჰექტარი), კვარტალი №6 (116 ჰექტარი), კვარტალი №7 (115 ჰექტარი), კვარტალი №8 (126 ჰექტარი), კვარტალი №9 (77 ჰექტარი), კვარტალი №10 (72 ჰექტარი), კვარტალი №11 (39 ჰექტარი), კვარტალი №12 (17 ჰექტარი), კვარტალი №13 (62 ჰექტარი), კვარტალი №14 (122 ჰექტარი), კვარტალი №15 (90 ჰექტარი), კვარტალი №16 (92 ჰექტარი), კვარტალი №17 (79 ჰექტარი), კვარტალი №18 (112 ჰექტარი), კვარტალი №19 (87 ჰექტარი), კვარტალი №20 (110 ჰექტარი), კვარტალი №26 (307 ჰექტარი), კვარტალი №27 (42 ჰექტარი), კვარტალი №28 (203 ჰექტარი), კვარტალი №29 (105 ჰექტარი), კვარტალი №30 (151 ჰექტარი), კვარტალი №31 (157 ჰექტარი), კვარტალი №32 (226 ჰექტარი), კვარტალი №33 (96 ჰექტარი), კვარტალი №34 (61 ჰექტარი), კვარტალი №35 (104 ჰექტარი), კვარტალი №36 (51 ჰექტარი), კვარტალი №37 (48 ჰექტარი), კვარტალი №38 (47 ჰექტარი), კვარტალი №39 (176 ჰექტარი), კვარტალი №40 (48 ჰექტარი), კვარტალი №41 (111 ჰექტარი), კვარტალი №42 (145 ჰექტარი), კვარტალი №43 (39 ჰექტარი), კვარტალი №44 (95 ჰექტარი), კვარტალი №45 (62 ჰექტარი) და კვარტალი №46 (78 ჰექტარი);

ბ) პატარა ფოთის სატყეოს (სატყეო უბნის) 230 ჰექტარს – ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებს და ყოფილი საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებულ ტყის ფონდის მიწებს.

13. ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან იმნათის უბანი მოიცავს 5 412 ჰექტარს, რომლებიც ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) მიხედვით მოიცავს:

ა) სუფსის სატყეოს (სატყეო უბნის) 954 ჰექტარს – კვარტალი №1 (137 ჰექტარი), კვარტალი №2 (66 ჰექტარი), კვარტალი №3 (136 ჰექტარი), კვარტალი №4 (103 ჰექტარი), კვარტალი №5 (40 ჰექტარი), კვარტალი №7, ლიტერი (სატაქსაციო უბანი) №1 და №2 (30 ჰექტარი), კვარტალი №11 (82 ჰექტარი), კვარტალი №12, ლიტერები (სატაქსაციო უბნები) №№ 2, 3, 4, 5, 8, 9, 10, 11, 15 და 22 (216 ჰექტარი) და კვარტალი №13 (144 ჰექტარი);

ბ) ჯუმათის სატყეოს (სატყეო უბნის) 2 374 ჰექტარს – კვარტალი №1 (187 ჰექტარი), კვარტალი №2 (242 ჰექტარი), კვარტალი №3 (157 ჰექტარი), კვარტალი №4 (222 ჰექტარი), კვარტალი №5 (248 ჰექტარი), კვარტალი №6 (145 ჰექტარი), კვარტალი №7 (310 ჰექტარი), კვარტალი №8 (206 ჰექტარი), კვარტალი №9 (327 ჰექტარი), კვარტალი №10 (111 ჰექტარი), კვარტალი №13 (47 ჰექტარი) და კვარტალი №14 (172 ჰექტარი);

გ) ლანჩხუთის სატყეოს (სატყეო უბნის) 2 084 ჰექტარს – კვარტალი №1 (186 ჰექტარი), კვარტალი №2 (271 ჰექტარი), კვარტალი №3 (195 ჰექტარი), კვარტალი №4 (243 ჰექტარი), კვარტალი №5 (220 ჰექტარი), კვარტალი №6 (128 ჰექტარი), კვარტალი №8 (159 ჰექტარი), კვარტალი №9 (121 ჰექტარი), კვარტალი №10 (150 ჰექტარი), კვარტალი №11 (192 ჰექტარი) და კვარტალი №12 (219 ჰექტარი).

14. სენაკის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან იმნათის უბანი მოიცავს სენაკის სატყეოს (სატყეო უბნის) 3 789 ჰექტარს – კვარტალი №22 (32 ჰექტარი), კვარტალი №23 (80 ჰექტარი), კვარტალი №24 (47 ჰექტარი), კვარტალი №25 (97 ჰექტარი), კვარტალი №26 (118 ჰექტარი), კვარტალი №27 (95 ჰექტარი), კვარტალი №28 (116 ჰექტარი), კვარტალი №29 (81 ჰექტარი), კვარტალი №30 (160 ჰექტარი), კვარტალი №31 (46 ჰექტარი), კვარტალი №32 (112 ჰექტარი), კვარტალი №33 (70 ჰექტარი), კვარტალი №34 (161 ჰექტარი), კვარტალი №35 (134 ჰექტარი), კვარტალი №36 (153 ჰექტარი), კვარტალი №37 (77 ჰექტარი), კვარტალი №38 (126 ჰექტარი), კვარტალი №39 (83 ჰექტარი), კვარტალი №40 (68 ჰექტარი), კვარტალი №41 (175 ჰექტარი), კვარტალი №42 (141 ჰექტარი), კვარტალი №43 (124 ჰექტარი), კვარტალი №44 (59 ჰექტარი), კვარტალი №45 (181 ჰექტარი), კვარტალი №46 (94 ჰექტარი), კვარტალი №47 (147 ჰექტარი), კვარტალი №48 (168 ჰექტარი), კვარტალი №49 (50 ჰექტარი), კვარტალი №50 (142 ჰექტარი), კვარტალი №53 (127 ჰექტარი), კვარტალი №54 (124 ჰექტარი), კვარტალი №55 (86 ჰექტარი), კვარტალი №56 (167 ჰექტარი) და კვარტალი №57 (148 ჰექტარი).

15. აბაშის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო სანერგე მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საერთო ფართობიდან იმნათის უბანი მოიცავს სირიაჩკონის სატყეოს (სატყეო უბნის) 197 ჰექტარს – კვარტალი №1 (78 ჰექტარი) და კვარტალი №2 (119 ჰექტარი).

16. კოლხეთის ეროვნული პარკის გამგებლობაში გადასაცემ საერთო ფართობს მიკუთვნებული საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოების (სატყეო მეურნეობების) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) ამ მუხლით დადგენილი ფართობების აღწერის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი და დამტკიცებული ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების შემდეგი პროექტები:

ა) ზუგდიდის კომპლექსური სატყეო მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1996 წლის 23 მაისის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ზუგდიდის კომპლექსური სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1996 წლის პროექტი;

ბ) ხობის სატყეო მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1996 წლის 20 თებერვლის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხობის სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1996 წლის პროექტი;

გ) კოლხეთის სატყეო მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1996 წლის 20 თებერვლის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლხეთის სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1996 წლის პროექტი;

დ) ლანჩხუთის სატყეო მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1996 წლის 23 მაისის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1996 წლის პროექტი;

ე) სენაკის სატყეო მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1991 წლის 14 ივნისის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სენაკის სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991 წლის პროექტი;

ვ) აბაშის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო სანერგე მეურნეობისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1995 წლის 11 ივლისის ოქმით დამტკიცებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის აბაშის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო სანერგე მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1995 წლის პროექტი;

ზ) სათაფლია-კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალისათვის – ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1989 წლის 7 ივნისის ოქმით დამტკიცებული სათაფლია-კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1988-89 წლების პროექტი.

    მუხლი 9. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ქობულეთის აღკვეთილი იქმნება ტერიტორიაზე, რომელიც შავი ზღვის მიმდებარე სანაპირო ზოლიდან დაშორებულია 0,5-დან 1 კილომეტრამდე მანძილით და რომლის საერთო ფართობი შეადგენს 770 ჰექტარს. აქედან:

ა) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი ეწყობა ტერიტორიაზე – საერთო ფართობით 331,25 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 41052'18" N, 41051'03" S, 41047'27" W, 41049' 30" E);

ბ) ქობულეთის აღკვეთილი ეწყობა ტერიტორიაზე – საერთო ფართობით 438,75 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 41052'15" N, 41050'28" S, 41047'09" W, 41049'43" E).

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს ქობულეთის ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობს და მიმდებარე ტყით დაფარული ფართობის ვიწრო ზოლს.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 3 კილომეტრის მანძილზე გადის ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობის ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთით საზღვრის ხაზი 0,5 კილომეტრის მანძილზე გადის სოფელ ოჩხამურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობს შორის. სამხრეთით საზღვრის ხაზი 0,8 კილომეტრის მანძილზე გადის ჭაობის (ისპანი ორი) ნაპირის და 2,2 კილომეტრის მანძილზე – მდინარე შავი ღელეს ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი დასავლეთიდან 1 კილომეტრის მანძილზე გადის ჭაობის (ისპანი ორი) კიდეზე არსებული ტყით დაფარული ფართობის (ზოლის) გასწვრივ.

4. ქობულეთის აღკვეთილი მოიცავს ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობის მიმდებარე მიწებს.

5. ქობულეთის აღკვეთილის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 4,6 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ტოგონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 2,6 კილომეტრის მანძილზე გადის სოფელ ოჩხამურის დასავლეთი განაპირა საზღვრის გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ხაზი 3,4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელეს მარცხენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი 1,4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელეს მარცხენა ნაპირის გასწვრივ.

    მუხლი 10. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები იქმნება შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის გარშემო, მათ მიმდებარე სახმელეთო ტერიტორიებზე.

2. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ფართობი და საზღვრები დგინდება ამ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

თავი IV

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

    მუხლი 11. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირების პრინციპს, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

    მუხლი 12. კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეწყობა შემდეგი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა;

გ) აღდგენის ზონა;

დ) ვიზიტორთა ზონა;

ე) ისტორიულ-კულტურული ზონა;

ვ) ადმინისტრაციის ზონა.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, აღდგენის, ვიზიტორთა, ისტორიულ-კულტურული და ადმინისტრაციის ზონების ფართობი და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება ამ კანონის მე-11–18 მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 13. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა) ეწყობა ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 21 231 ჰექტარს. აქედან ზღვის აკვატორიის ფართობი შეადგენს 7 408 ჰექტარს.

2. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ბუნებრივ-გეოგრაფიული უბნების მიხედვით მოიცავს:

ა) ანაკლია-ჭურიის უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 11 050 ჰექტარს. აქედან ზღვის აკვატორიის ფართობი შეადგენს 7 408 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს: მდინარეების ჭურიისა და ხობის შესართავებს შორის არსებულ 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიას და ჭურიის ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიით; მდინარე ჭურიას თავისი შენაკადებით; მდინარე ჭურიის შესართავსა და სოფელ თიკორს შორის, ხარკალოს ტბის აღმოსავლეთით მდებარე ანაკლიის (თიკორის) ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიით;

ბ) ნაბადას უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 2 944 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს მდინარეების ხობისა და ცივის, არხების ცივისა და ციას შორის მდებარე ნაბადას ჭაობის ნაწილს, მიმდებარე ტერიტორიით;

გ) იმნათის უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 7 237 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონითაა გამოყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს: მდინარეების თხორინას, კუკანის, ფიჩორის და პალიასტომის ტბას შორის მდებარე იმნათის ჭაობს, იმნათის ტბას და მდინარე თავღელეს, მიმდებარე ტერიტორიით; მდინარე ფიჩორის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ფიჩორის ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიებით. მეორე ნაწილი მოიცავს მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გრიგოლეთის ჭაობის აღმოსავლეთი ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას.

3. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების ფარგლებში გავრცელებულ ზღვის ძუძუმწოვართა, ასევე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სხვა სახეობების in-situ კონსერვაცია;

ბ) მდინარეების ჭურიისა და ხობის შესართავებს შორის მდებარე ბუნებრივი ნაპირგასწვრივი ქვიშიანი დიუნების, მათი მცენარეული საფარის; ბუნებრივი ჭაობების – ანაკლიის სამხრეთი ნაწილის, ჭურიის, ნაბადას ცენტრალური ნაწილის, ფიჩორისა და იმნათის; ზღვისპირა ჭაობების –ანაკლიის, ჭურიის, ნაბადას, ფიჩორის, იმნათისა და გრიგოლეთის პერიფერიულ ზოლში მდებარე ბუნებრივი ტყის ეკოსისტემების; მდინარე ჭურიის (მდინარე მუნჩიის შესართავიდან მდინარეების ჭურიისა და მუნჩიის შეერთების ადგილამდე); პალიასტომის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდინარე ფიჩორის ჩრდილოეთი ნაპირის გასწვრივ არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვა და კონსერვაცია.

4. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით.

5. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

თ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში.

    მუხლი 14. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ბუნების მართვადი დაცვის ზონა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მართვადი ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) ზღვის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად მდინარე თიკორის შესართავიდან მდინარე რიონის შესართავამდე 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა;

ბ) პალიასტომის ტბის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;

გ) ანაკლიის ჭაობის ჩრდილოეთი ნაწილის, ნაბადას ჭაობის სამხრეთი ნაწილის, გრიგოლეთისა და მალთაყვას ჭაობების ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; მდინარეების ხობისწყლის, ჭურიის, ფიჩორისა და მათი შენაკადების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტბების დაცვა.

2. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ეკოტურიზმი;

დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ვ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ზ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

თ) ბუნების მართვადი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა);

ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 15. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – აღდგენის ზონა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის. აღდგენის ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) მდინარეების ენგურისა და ჭურიის, ხობისა და რიონის, სუფსისა და ნატანების შესართავებს შორის მდებარე ქვიშიანი დიუნების აღდგენა და დაცვა;

ბ) პალიასტომის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდინარე ფიჩორის მარცხენა ნაპირის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა;

გ) კოლხური ფლორის მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

2. აღდგენის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. აღდგენის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) აღდგენის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (აღდგენის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 16. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ვიზიტორთა ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-13, მე-14, მე-17 და მე-18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების ფარგლებში.

2. ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

3. ვიზიტორთა ზონის თითოეული კონკრეტული უბნის ფარგლებში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კოლხეთის ეროვნული პარკის იმ ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონის რეჟიმით, რომლის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს აღნიშნული უბანი.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 17. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ისტორიულ-კულტურული ზონა) ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ისტორიულ-კულტურული ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე ზონის ფარგლებში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა და კონსერვაცია.

2. ისტორიულ-კულტურულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ) ტურიზმი;

გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება და კონსერვაცია;

დ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) ისტორიულ-კულტურული ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ისტორიულ-კულტურული ზონის ფიზიკური დაცვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 18. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ადმინისტრაციის ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

2. ადმინისტრაციის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ადმინისტრაციის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ტურიზმი;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) ადმინისტრაციის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ადმინისტრაციის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება;

თ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ი) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 19. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შენარჩუნება და დაცვა.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

4. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.

    მუხლი 20. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა.

2. ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

დ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

4. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 21. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ტერიტორიულ- ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით დადგენილი დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით და ასრულებს აღნიშნული დაცული ტერიტორიების კატეგორიების დამხმარე (ბუფერული) ზონების ფუნქციას.

2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები.

3. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის სახეობები განისაზღვრება ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.

თავი V

კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები

    მუხლი 22. დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმით განისაზღვრება კანონით დადგენილი მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები.

2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისათვის (დამხმარე/ბუფერული ზონისათვის) საქმიანობის განვითარების პროგრამა დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის სახით.

3. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და აღკვეთილის კატეგორიებისათვის საქმიანობის განვითარების პროგრამები დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების სახით, რომლებიც წარმოადგენს დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის ნაწილს.

    მუხლი 23. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-13–18 მუხლებით დადგენილ ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ზონებში დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 24. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 25. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 26. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამები

კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა ხორციელდება დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებებით „კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე“.

თავი VI

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა

    მუხლი 27. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოში მოქმედებს დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამ თავით განსაზღვრულ ურთიერთობათა გარდა მოიცავს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისა და განვითარების ურთიერთობათა რეგულირების ნორმებს. დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძირითადი მიზნებია:

ა) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დაცული ტერიტორიებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა;

გ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;

დ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების უზრუნველყოფა;

ე) საზოგადოებრიობის ინფორმირება დაცული ტერიტორიების განვითარების მდგომარეობის შესახებ.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. დაცული ტერიტორიების მართვაში, ფუნქციონირებასა და განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის, მონიტორინგის, კადასტრის და მართვის სხვა ფუნქციების, მათ შორის, ამ კანონის VII, VIII და IX თავებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მეშვეობით.

5. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის სისტემისა და ამ სისტემაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების და გურიისა და სამეგრელოს სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით „ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის სისტემისა და ამ სისტემაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ და „კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის სისტემისა და ამ სისტემაში გურიისა და სამეგრელოს სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“.

6. საქართველოს სასაზღვრო ზოლში კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სტიქიური უბედურების, საგანგებო მდგომარეობისა და კატასტროფების დროს მოქმედი წესები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 28. საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვაში

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასა და განვითარებაში მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად იქმნება თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის უფლება-მოვალეობები, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებებით „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 29. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.

2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ კანონის V თავით განსაზღვრულ ამავე კანონით დადგენილ მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს.

3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვისა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებებით „კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის III და IV თავებით დადგენილი კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, საზღვრები და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების განხილვა წარმოებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 30. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების ვალდებულებათა შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა დაცვა.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ფიზიკური და/ან იურიდიული პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.

3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 31. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი

1. დაცული ტერიტორიების მონიტორინგი წარმოადგენს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის ნაწილს.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთიანი მონიტორინგის ფარგლებში.

3. დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიხედვით მონიტორინგის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 32. დაცული ტერიტორიების კადასტრი

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობის, ფართობის, საზღვრების, სტატუსისა და რეჟიმის შესახებ მონაცემთა აღრიცხვის, აგრეთვე მათი ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს საქართველოს დაცული ტერიტორიების კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების სახელმწიფო აღრიცხვა.

2. დაცულ ტერიტორიებზე კადასტრის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წესი დაცულ ტერიტორიებზე არსებული ცხოველთა სამყაროსა და წყლის რესურსების კადასტრის წარმოების ნაწილში უნდა ეფუძნებოდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლით და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილ ნორმებს.

    მუხლი 33. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სტატუსი

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე.

2. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის დგინდება შემდეგი სტატუსი:

ა) კოლხეთის ეროვნული პარკისათვის – საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ბ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილისათვის – საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ა) „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

5. ამ მუხლით დადგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით „კოლხეთის ეროვნული პარკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის დებულების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს კანონმდებლობით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების:

ა) ხელმძღვანელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) მოსამსახურეთა შტატებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამტკიცებენ ამავე დაწესებულებათა ხელმძღვანელები;

გ) მოსამსახურეების სამსახურში მიღება წარმოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს, განაკვეთისა და თანამდებობის დასახელება დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოსამსახურეების შტატები მოიცავს დაცული ტერიტორიების სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკების საშტატო ერთეულებს, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების ეკონომიკური მექანიზმები

    მუხლი 34. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება ხდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევისა და სამენეჯმენტო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯების დაფინანსება დასაშვებია:

ა) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების მიერ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაფინანსების სხვა წყაროებით.

4. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე აღდგენით და სამეურნეო ღონისძიებებზე გამომუშავების ნორმებისა და განფასებების, დაცული ტერიტორიების გაფართოების პროცესში უძრავი ქონების შეძენის წესი, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობის რეგულირების წესების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის წესი, აგრეთვე საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოწირულობების მოხმარების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 35. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ეკონომიკური სტიმულირება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ეკონომიკური სტიმულირება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII

ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

    მუხლი 36. ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით და ამ კანონის 37-ე–42-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესები და სათიბი და საძოვარი სავარგულების დაცვის, თიბვისა და ძოვების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად–„წიაღის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღისეული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. „წიაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული ღირებულება აქვთ, შეიძლება მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. ქობულეთის აღკვეთილში და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა სამართლებრივ ნორმებთან.

5. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის (ტერიტორიების) შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 39. წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით.

3. დაცული ტერიტორიების კატეგორიის მქონე წყლის ობიექტების პერსპექტიული ქსელის შექმნის მიზნით განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბაზაზე ყალიბდება წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდი.

4. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება „წყლის შესახებსაქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ვქვეპუნქტით დადგენილი მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.

5. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის საზღვრები დგინდება „წყლის შესახებსაქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ზქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.

    მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 41. მცენარეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე მცენარეული რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონების, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ტყის რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 42. რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, რეკრეაციული რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით.

2. დაცულ ტერიტორიებზე რეკრეაციული რესურსების დაცვის მიზნით წარმოებს ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტის გაანგარიშება. მისი გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IX

სამეურნეო საქმიანობა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

    მუხლი 43. გარემოსდაცვითი მოთხოვნები კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „გარემოს დაცვის შესახებ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებდა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებსაქართველოს კანონებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სამეურნეო საქმიანობის განხორციელების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი X

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

    მუხლი 44. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიების ან მათი ცალკეული უბნებისა და ზონების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელებში (მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები, ბიოსფერული რეზერვატები) ჩართვის შემთხვევაში საქმიანობა ხორციელდება საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 45. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნები

1. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნებზე საქმიანობა ხორციელდება რამსარის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნებზე რამსარის კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XI

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები

    მუხლი 46. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები

1. ამ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია, ჩაბარება, საზღვრების გამიჯვნა და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაცია, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობა წარმოებს ამ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დადგენილი წესით შექმნამდე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებს იბარებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XII

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 47. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

კარი III

გარდამავალი ნაწილი

თავი XIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 48. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ბრძანებულება კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე”;

ბ) ბრძანებულება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე”;

გ) ბრძანებულება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე”;

დ) ბრძანებულება ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე”;

ე) ბრძანებულება ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის სისტემისა და ამ სისტემაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე;

ვ) ბრძანებულება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის სისტემისა და ამ სისტემაში გურიისა და სამეგრელოს სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე;

ზ) განკარგულება კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე;

თ) განკარგულება “ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე”.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ადა ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმები უნდა ეფუძნებოდეს ამ კანონსა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებკონვენციასთან შეერთების თაობაზესაქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილების (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №009) მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმისპროექტის ძირითად მახასიათებლებს.

3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნეს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ბრძანება კოლხეთის ეროვნული პარკის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

ბ) ბრძანება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის დებულების დამტკიცების თაობაზე.

4. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები დადგენილი წესით თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღებამდე კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ქობულეთის აღკვეთილი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კონტროლდება დროებითი რეგულირების წესებით, რომლებსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბრძანებით კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის პირველი სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცებამდე დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე.

    მუხლი 49. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 1999 წლის 1 მაისი.

2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებსაქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებსაქართველოს კანონით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით და მოქმედი სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონისა და ქობულეთის ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არ ვრცელდება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 50. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღებამდე კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კონტროლდება დროებითი რეგულირების წესებით, რომლებსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბრძანებით კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე.

2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დგინდება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტებით ან საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე შემუშავებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზედა ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

    მუხლი 51. კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის მოქმედება მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში არ ვრცელდება კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით დროებით რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კოლხეთის ეროვნული პარკის კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

    მუხლი 52. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების გამოცემის ვადები

1. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ადა „ბქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 1999 წლის 1 დეკემბრამდე.

2. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გდა „დქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 1999 წლის 1 ნოემბრამდე.

3. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე–„თქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 1999 წლის 15 აპრილამდე.

4. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი გამოიცეს 1999 წლის 1 ივნისამდე.

5. ამ კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 50-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 1999 წლის 1 მაისამდე.

6. ამ კანონის XIII თავში აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე დაცული ტერიტორიების საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

კარი IV

დასკვნითი ნაწილი

თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. საქართველოს ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს კანონის ამოქმედებისთანავე

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 7 მარტის დადგენილების (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №003) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 54. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი       

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 9 დეკემბერი.

№1720 Iს

26. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3432-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 25. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1615-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/06/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6929-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 23. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6752-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 22. 30/05/2019 - საქართველოს კანონი - 4723-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 21. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3233-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 20. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1656-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 19. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 901-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 18. 17/02/2016 - საქართველოს კანონი - 4737-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 17. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2311-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 16. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1844-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 15. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 480-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 14. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6505-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 13. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6445-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 12. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5299-IIს - ვებგვერდი, 111205024, 05/12/2011 11. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5128-IIს - ვებგვერდი, 111031031, 31/10/2011 10. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4404-Iს - ვებგვერდი, 110317034, 17/03/2011 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1696 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 89 - სსმ, 12, 14/07/2008 7. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5631 - სსმ, 48, 27/12/2007 6. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5203 - სსმ, 28, 18/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/05/2007 - საქართველოს კანონი - 4791 - სსმ, 19, 01/06/2007 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4226 - სსმ, 2, 04/01/2007 3. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1878 - სსმ, 41, 19/07/2005 2. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2371 - სსმ, 19, 01/07/2003 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2407 - სსმ, 43(50), 21/09/1999