„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6752-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.019959
6752-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
360050000.05.001.019959
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“.

4. 151 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;“.

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ვიზიტორთა ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-13, მე-14, 151, მე-17 და მე-18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების ფარგლებში.“.

6. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“.

7. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“.

8. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით  ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) ვიზიტორთა გადაადგილება და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება.“.

9. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2024 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია ვიზიტორთა თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით მომსახურება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6752-რს