მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
697
27/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
000000000.00(0).000.000000
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/1997 - 25/03/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 697

1997 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ

 „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის თანახმად დამტკიცდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თანდართული წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა.

ე. შევარდნაძე

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნები

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის საფუძველზე.

2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

3. საკვალიფიკაციო გამოცდამ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი (კანდიდატი) მოსამართლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კერძოდ, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას უნარი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს – მიუსადაგოს იგი ცხოვრებისეულ რეალობებს.

    მუხლი 2. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდასამი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა ან საერთაშორისო სამართალი და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

3. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ჩაითვლება ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების კურსდამთავრებული, თუ მას სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს იურისტისკვალიფიკაცია და დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები:

ა. საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

ბ. სისხლის სამართალი;

გ. სისხლის სამართლის პროცესი;

დ. სამოქალაქო სამართალი;

ე. სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ. სამართლის თეორია.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში. გამოცდის ჩაბარების უფლებას ასეთი პირი მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ იგი საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებს სპეციალურ გამოცდას შემდეგ საგნებში:

ა. საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

ბ. საქართველოს სამოქალაქო სამართალი;

გ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის პროცესი;

დ. საქართველოს სისხლის სამართალი;

ე. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი;

ვ. საქართველოს ადმინისტრაციული პროცესი.

ეს წესი არ გამოიყენება იმ პირთა მიართ, რომლებმაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღეს საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელში.

    მუხლი 3. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება

1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება იწყება პირველი გამოცდის ჩატარებამდე ორმოცდახუთი დღით ადრე და წყდება გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. განცხადების მიღების ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველს განცხადება შეაქვს იუსტიციის საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების სამდივნოში. მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა. განცხადება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ;

ბ. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ასლი ჩაბარებული საგნების დანართითურთ);

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დედანი, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ, სამდივნოს თანამშრომელი დიპლომს უბრუნებს კანდიდატს.

გ. ავტობიოგრაფია;

დ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე. ოთხი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

3. გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის.

4. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთი არ შეესაბამება დადგენილ წესს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი გამოცდაზე არ დაიშვება.

    მუხლი 4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადები

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საგაზაფხულო გამოცდები ტარდება თებერვალ-მარტში, ხოლო საშემოდგომო – ოქტომბერ-ნოემბერში.

2. საგაზაფხულო გამოცდები იწყება თებერვლის ბოლო შაბათ-კვირას და მთავრდება 20 მარტამდე. საშემოდგომო გამოცდები იწყება ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას და მთავრდება 20 ნოემბრამდე.

    მუხლი 5. საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაები

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ – წერითი გამოცდა.

2. წერით გამცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც ჩააბარებს ტესტურ გამოცდას.

3. საგაზაფხულო ტესტურ გამოცდაში მიღებული შედეგები საშემოდგომო გამოცდის დროს არ მიიღება მხედველობაში, ასევე – საშემოდგომო ტესტური გამოცდის შედეგები საგაზაფხულო გამოცდის დროს არ გაითვალისწინება.

    მუხლი 6. გამოცდის ჩატარების ენა

საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

    მუხლი 7. გამოცდის ჩაბარება ხელმეორედ

1. თუ პირი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას ვერ ჩააბარებს,მას ხელმეორედ გასვლის უფლება ეძლევა ერთი წლის შემდეგ.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ხელმეორედ გასვლის უფლება კანდიდატს ეძლევა ორი წლის შემდეგ.

3. გამოცდის მესამედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში კანდიდატს გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სამი წლის შემდეგ. ასევე სამწლიანი ვადა გამოიყენება საკვალიფიკაციო გამოცდის ყოლველი შემდგომი ჩაუბარებლობის შემთხვევაში.

თავი II

ტესტური გამოცდა

    მუხლი 8. ტესტური გამოცდის მიზანი

ტესტური გამოცდის მიზანია შეამოწმოს, თუ როგორ იცნობს გამოსაცდელი პოზიტიურ სამართალს, შეუძლია თუ არა მას ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან სწორის არჩევა.

    მუხლი 9. საგამოცდო ტესტი

1. საგამოცდო ტესტი შედგება ასი საკითხისაგან, რომლებიც აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი, ადამიანის უფლებების სამართალი

2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – ამ შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელის ამოცანაა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო თვითონ ტექსტში და საგამოცდო ტესტის წინსართში, რომელიც ტესტს უძღვის წინ.

3. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის შემოხაზული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნასაც შეფასდება 0-ით.

შენიშვნა: საგამოცდო კომისიის წევრი, რომელიც ტესტის გასწორებისას აღმოაჩენს შემოუხაზავ პასუხს, ვალდებულია ტესტის ამ საკითხის გასწვრივ წითელი ფერის ფანქრით ან ბურთულებიანი კალმით (პასტით) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა, რომ პასუხი ბათილია და იმსახურებს შეფასება 0-ს.

შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორდება ან პასუხების შემოხაზვა წინსართსა და ტესტში არ დაემთხვევა ერთმანეთს.

    მუხლი 10. ტესტის საკითხების შეფასება

1. ტესტის ყველა საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.

2. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100.

    მუხლი 11. გამსვლელი ქულა

გამოსაცდელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, გადის შემდეგ ეტაპზე და მას უფლება აქვს ჩააბაროს წერითი გამოცდა.

    მუხლი 12. საგამოცდო დრო

1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გასმოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.

    მუხლი 13. საგამოცდო ტესტის დარიგების წესი

1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი.

2. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყონებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას. განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.

    მუხლი 14. სავალდებულო ინსტრუქტაჟი

ტესტური გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსრუქტაჟის ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინასართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

    მუხლი 15. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. ტესტური გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.

2. ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.

    მუხლი 16. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება

1. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება საგამოცდო კომისიის მიერ კომპიუტერის ან სხვა საამისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.

 2. გასწორების დროს დაცულია როგორც გამოსაცდელების, ისე გამომცდელების ანონიმურობა: გამომცდელისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს იგი. ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი ნაშრომი.

თავი III

წერითი გამოცდა

    მუხლი 17. წერითი გამოცდის მიზნები

1. წერითი გამოცდის მიზანია გამოსაცდელის თეორიული ცოდნის დონის, საკანონმდებლო მასალის გამოყენების უნარისა და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი ამ ცოდნის მისადაგების შესაძლებლობის შემოწმება.

2. წერითი გამოცდის საკითხი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შესაძლებელი იყოს გამოსაცდელის როგორც ცოდნის, ისე ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამოვლენა.

    მუხლი 18. წერითი გამოცდის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები

წერითი გამოცდა ტარდება გამოცდის შემდეგ და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც ჩააბარეს ტესტური გამოცდა.

    მუხლი 19. წერითი გამოცდის ტურები

1. წერითი გამოცდა ტარდება სამ ტურად.

2. პირველ ტურში ბარდება საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი, ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

3. მეორე ტურში ბარდება სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი.

4. მესამე ტურში ბარდება სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

5. ტურებს შორის ვადა არ უნდა იყოს სამ დღეზე ნაკლები.

    მუხლი 20. საგამოცდო ბილეთი

1. წერითი გამოცდა ტარდება საგამოცდო ბილეთების ფორმით. თითოეული ბილეთი შედგება ოთხი საკითხისაგან, რომელთაგან ორი არის თეორიული საკითხი, ხოლო ორი – კაზუსი.

2. თეორიულ საკითხზე პასუხის გაცემისას გამომცდელს მოეთხოვება საკონონმდებლო მასალის ცოდნა, განსახილველი საკითხის დაკავშირება სხვა სამართლებრივ პრობლემებთან, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი.

3. კაზუსის ამოხსნის დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების მისადაგება ამოსახსნელ კაზუსში მოცემულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან, ასევე მან უნდა შეძლოს ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.

    მუხლი 21. საგამოცდო ბილეთის შეფასება

1. ბილეთის ყოველი საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება არის 5, ხოლო მინიმალურ – 0.

2. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო მინიმალური რაოდენობა – 0-ს.

3. ბილეთზე დადებითი შეფასების მიღებად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი მოაგროვებს 10 ქულას.

4. გამოსაცდელი, რომელიც ტურში ვერ მოაგროვებს 10 ქულას, შემდგომ ტურში არ დაიშვება.

    მუხლი 22. წერითი გამოცდის შედეგები

1. წერითი გამოცდის სამი ტურის შედეგად ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 60-ს.

2. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითლება, თუ გამოსაცდელმა სამივე ტურში დააგროვა სულ ცოტა 30 ქულა.

    მუხლი 23. წერითი გამოცდის ჩაბარების დრო

1. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ხუთი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი წერითი ნამუშევრის ჩაბარების გარეშე.

    მუხლი 24. საგამოცდო რვეული

1. წერითი გამოცდის დაწყების წინ გამოსაცდელებს დაურიგდებათ საგამოცდო რვეულები იუსტიციის საბჭოს სათანადო აღნიშვნებით.

2. გამოსაცდელს არა აქვს უფლება წერითი ნამუშევარი შესრულოს სხვა რვეულში, გარდა იმისა, რაც მათ გამოცდის წინ მიეცემათ. სხვა რვეულში შესრულებული ნაშრომი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

    მუხლი 25. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი

წერითი გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელებს, აუხსნის მათ საგამოცდო რვეულის თავფურცლის შევსების წესს და სხვა ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

მუხლი 26. საგამოცდო ბილეთის გამოცხადება

1. წერითი გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო კომისიის წარმომადგენელს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი ან ყუთი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები.

2. საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი გამოსაცდელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი ან კონვერტი სწორად დალუქული. მათი თანდასწრებით გაიხსნება ყუთი (კონვერტი). გამოსაცდელთაგან ერთ-ერთი ამოიღებს საგამოცდო ბილეთს. საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ხმამაღლა წაიკითხავს საგამოცდო ბილეთის საკითხებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა გამეორდება ორჯერ იმ მიზნით, რომ წერით გამოცდაზე საგამოცდო ბილეთის სამი შესაძლო ვარიანტი იქნეს გამოყენებული.

4. საგამოცდო ბილეთის სამი ვარიანტიდან გამოსაცდელი ამოირჩევს ერთს. სხვადასხვა ბილეთების საკითხების კომბინირება დაუშვებელია.

    მუხლი 27. კანონის ტექსტის გამოყენების უფლება

წერითი გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელებს უფლება აქვთ გამოიყენონ კანონის ტექსტები და სხვა ნორმატიული მასალა. აკრძალულია კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა სასწავლო მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.

    მუხლი 28. წერითი ნამუშევრის გასწორება

1. წერითი გამოცდის დამთავრების შემდეგ თითოეული გამოსაცდელი წერით ნამუშევარს აბარებს საგამოცდო კომისიის წარმომადგენლს.

2. წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება საგამოცდო კომისიის წევრების მიერ ანონიმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს. ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.

თავი IV

საპრეტენზიო კომისია

    მუხლი 29. საპრეტენზიო კომისიის მიზანი

1. ტესტური და წერითი გამოცდის ყოველი ტურის შემდეგ საგამოცდო კომისიის შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.

2. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.

    მუხლი 30. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა

1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.

2. საპრეტენზიო კომისიისათვის უცნობია, თუ ვისი ნამუშევარი სწორდება.

3. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ საგამოცდო კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება.

4. საპრეტენზიო კომისიის შეფასების ხელმეორედ გასაჩივრება დაუშვებელია.

თავი V

გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე

    მუხლი 31. გამოცდაზე გამოცხადების დრო

1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დილის 8 საათსა და 30 წუთზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.

2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. 9 საათზე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

    მუხლი 32. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები

1. გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.

2. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანდიდატი დაშვებული იქნება შესაბამისად საშემოდგომო ან საგაზაფხულო გამოცდაზე. ამისათვის საბუთების ხელმეორედ შეტანა სავალდებულო არ არის.

    მუხლი 33. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი

1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში.

2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

    მუხლი 34. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება

1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები და სპეციალური საშვის მქონე პირები.

2. უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.

    მუხლი 35. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას

1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

2. დაინტერესებულმა პირებმა გამოცდის დაწყებამდე ათი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია საგამოცდო კომისიის სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.

3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.

თავი VI

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში

    მუხლი 36. გამოცდის ჩატარების წესის გამოყენება აფხაზეთსა და აჭარაში

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები აფხაზეთსა და აჭარაში ტარდება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ამ წესის მიხედვით.

2. აფხაზეთსა და აჭარაში გამოცდის ჩატარების ვადებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის საბჭოები საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან შეთანხმებით.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 37. დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდები

1. საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოცდების გარდა, 1998 წელს გამოცდა დამატებით ჩატარდება ზაფხულში.

2. საზაფხულო გამოცდა დაიწყება მაისის ბოლო შაბათ-კვირას და გრძელდება 20 ივნისამდე.

3. იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა, 1998 წელს უფლება აქვთ ხელმეორედ გავიდნენ საკვალიფიკაციო გამოცდაზე.

    მუხლი 38. წერითი გამოცდა გარდამავალ პერიოდში

1. 19-22-ე მუხლები და 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2000 წლის 1 იანვრიდან.

2. 2000 წლის 1 იანვრამდე წერითი გამოცდა ჩატარდება ერთ ტურად.

3. საგამოცდო ბილეთი შედგება შვიდი საკითხისაგან. სამი საკითხი არის თეორიული, ოთხი – კაზუსი.

4. საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი შეფასდება ხუთქულიანი სისტემით. ბილეთის მაქსიმალური შეფასება არის 35, მინიმალური – 0. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 20 ქულას.

5. გამოსაცდელს წერითი გამოცდის ჩასაბარებლად ეძლევა რვა ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

საქართველოს იუსტიციის საბჭო

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა

შინაარსი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი

2. სისხლის სამართალი

3. სისხლის სამართლის პროცესი

4. სამოქალაქო სამართალი

5. სამოქალაქო სამართლის პროცესი

6. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი

7. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი

თემა 1. კონსტიტუციის ცნება, დამახასიათებელი ნიშნები და მნიშვნელობა (ზოგადი მიმოხილვა)

კონსტიტუციის ცნება, არსი და იურიდიული მნიშვნელობა. კონსტიტუციის ნორმების ადგილი სამართლის სისტემაში. კონსტიტუცია – მიმდინარე კანონმდებლობის იურიდიული ბაზა. კონსტიტუციის უზენაესობა.

თემა II. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია – ქვეყნის უზენაესი კანონი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუციის სისტემა. საქართველოს კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციები, მათი სისტემა და თავისებურებანი.

თემა III. საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების კონსტიტუციური საფუძვლები

საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების ცნება და არსი. სახელმწიფოს მართვაში ხალხის მონაწილეობის ფორმები. პოლიტიკური პარტიების შექმნისა და ფუნქციონირების წესი. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობა. სახელმწიფო და ეკლესია.

თემა IV. მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესი და საფუძვლები. ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები. ბავშვების მოქალაქეობის შეცვლის წესი. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესი. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქმეთა გადაწყვეტის წესი.

თემა V. ადამიანისა და მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები

საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების ცნება და იურიდიული ბუნება. კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიები, მათი რეალიზაციის პირობები და საშუალებები. საჩივრისა და პეტიციის უფლება. სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა არაკანონიერი მოქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. სასამართლო წესით დაცვის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური მოვალეობები. უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში. თავშესაფრის უფლება.

თემა VI. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა

საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი. ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – ქალაქი, რაიონი, ქალაქის რაიონი, სოფელი, დაბა, თემი.

 თემა VII. სახელმწიფო ორგანოთა სისტემა და მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის კონსტიტუციური პრინციპები

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ცნება და სისტემა. ხელისუფლების დანაწილება, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული ორგანიზაციის ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპი. ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი.

თემა VIII. საქართველოს საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემის ძირითადი პრინციპები. საქართველოს საარჩევნო სისტემის სახეები. საარჩევნო პროცესი და მისი სტადიები.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარჩევნო სისტემა, მისი თავისებურებანი.

თემა IX. საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი – საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. უფლებამოსილების ვადა. კომპეტენცია და სტრუქტურა. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი. სადეპუტატო მანდატის ხასიათი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილილების შეწყვეტის საფუძვლები. პარლამენტის წევრის საქმიანობის გარანტიები. საქართველოს პარლამენტის აქტები. საქართველოს პარლამენტის სესიები და პლენარული სხდომები. საკანონმდებლო პროცესი და მისი სტადიები.

თემა X. საქართველოს პრეზიდენტი. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა და შემადგენლობა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცესში. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული პარლამენტის საქმიანობასთან. სუსპენზიური ვეტოს უფლება. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი (იმპიჩმენტი). საქართველოს პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

საქართველოს მთავრობა, როგორც პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო. აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) ფორმირების წესი და შემადგენლობა. მთავრობის წევრთა უფლებამოსილების მოხსნის (გადადგომის) წესი და პირობები.

თემა XI. სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლები

სასამართლო ხელისუფლების სისტემა. მართლმსაჯულების განხორციელება და საკონსტიტუციო სამართალწარმოება. საერთო სასამართლოების სისტემა.

საქართველოს იუსტიციის საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ფორმირების წესი და უფლებამოსილება. აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების შექმნის წესი და უფლებამოსილებები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების სამართლებრივი მდგომარეობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.

მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური პრინციპები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის წესი. კომპეტენცია. საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორცელების პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის უფლება.

მოსამართლეთა საქმიანობის კონსტიტუციური გარანტიები.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება. მისი შექმნის წესი და ფუნქციები.

თემა XII. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა :

 საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, თბ.,  1995 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი).

კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ.

კანონი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ. კანონი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შესახებ.

კანონი რეფერენდუმის შესახებ.

კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ.

კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.

კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.

კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ.

კანონი საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ.

კანონი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ.

კანონი მოქალაქეობის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატთა არჩევნების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ.

აბესაძე ა.,  საქართველოს ტერიტორიული მართვის კონსტიტუციური პრობლემები, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ.,  1996 წ, გვ. 106-111.

აბესაძე ა.,   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1996, ჟურნ. „სამართალი“, № 1-2.

ლორია ა.,   მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 1996.

ლორია ვ.,  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბ.,  1995.

მელქაძე ო.,  საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალი, თბ.,  1995.

მელქაძე ო.,  სიახლეების შესახებ ქართულ კონსტიტუციონალიზმში

პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული.

მელქაძე ო.,  საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბ.,  1996.

მიქელაძე კ.,  დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა, ჟურნ. „სამართალი“, 1991, № 3,4,5.

ნაკაშიძე ბ.,  თვითმმართველობა საქართველოში – სამართლებრივ – პოლიტიკური პრობლემები, ბათუმი.,  1994.

სავანელი ბ.,  ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ადამიანის კონსტიტუციური გარანტიები, „სამართლის რეფორმა საქართველოში“, 1994.

საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978), შემდგ. გრ. ერემოვი, თბ.,  1993.

სურგულაძე ი.,  სახელმწიფო, ჟურნ. „სამართალი“, 1996 წ. № 7-8

ფუტკარაძე ი.,  უშუალო დემოკრატიის ადგილი და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაში, ჟურნ. „სამართალი“, 1992, № 12, გვ. 2-8.

ფუტკარაძე ი.,  ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ჟურნ. „სამართალი“, 1991, გვ. 1996.

ცნობილაძე პ.,  სამართლის ნორმები და წესრიგის დამყარება საზოგადოებაში, ჟურნ. „სამართალი“, 1993, № 3-4.

ცნობილაძე პ.,  სახელმწიფოს პრობლემა თანამედროვე იურიდიულ მეცნიერებაში, ჟურნ. „სამართალი“, 1992, № 12, გვ. 9-17.

ჭანტურია ლ.,  ადამიანის ძირითადი უფლებები და საქართველოს მომავალი კონსტიტუცია, ჟურნ. „სამართალი“, 1993 წ.,  № 5-6.

ჯინჯოლავა ზ.,  საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, თბილისი, 1993. ჯინჯოლავა ზ.,  საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია 1995 წლის კონსტიტუციით, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ.,  1996, გვ. 90-99.

სისხლის სასამართლო

თემა 1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

ცნება. განსხვავება სამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა სახეებისაგან. განსხვავება მორალური პასუხისმგებლობისაგან. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები.

თემა II. სისხლის სამართლის პრინციპები

თემა III. სისხლის სამართლის კანონი

სისხლის სამართლის კანონის ცნება სისხლის სამართლის კოდექსის სისტემა. სისხლის სამართლის სტრუქტურა (დისპოზიცია და სანქცია; მათი სახეები). სისხლის სამართლის კანონის განმარტება:

ა) იურიდიული ძალის მიხედვით;

ბ) განმარტების ხერხის მიხედვით;

გ) განმატრების მოცულობის მიხედვით;

ანალოგია და მისი გამოყენების სფერო სისხლის სამართალში. ანალოგია და გავრცობითი განმარტება. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში. მისი ძალაში შესვლა და ძალის დაკარგვა. დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრა. სისხლის სამართლის კანონის უკუძალა. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში. დანაშაულის ჩადენის ადგილის განსაზღვრა. სისხლის სამართლის კანონი და საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული. დამნაშავის გადაცემა და თავშესაფრის უფლება.

თემა IV. დანაშაული

დანაშაულის ცნება. დანაშაულის კლასიფიკაცია. ერთიანი დანაშაულის სახეები:

ა) დენადი დანაშაული;

ბ) განგრძობადი დანაშაული.

დანაშაულის სიმრავლე

ა) არაერთგზისი დანაშაული;

ბ) დანაშაულთა ერთობლიობა;

გ) დანაშაულის რეციდივი.

თემა V. დანაშაულის შემადგენლობა

დანაშაულის შემადგენლობის ცნება. დანაშაულის შემადგენლობის სახეები. დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და მათი კლასიფიკაცია. დანაშაულის კვალიფიკაციის ცნება და მნიშვნელობა.

თემა VI. დანაშაულის ობიექტი

დანაშაულის ობიექტის ცნება. დანაშაულის ობიექტის სახეები (ზოგადი, გვაროვნული, უშუალო). დანაშაულის საგანი; მისი განსხვავება დანაშაულის უშუალო ობიექტისაგან.

თემა VII. დანაშაულის ობიექტური მხარე

დანაშაულებრივი ქმედება, როგორც ადამიანის ქცევის აქტი. ნებელობითი და იმპულსური ქმედება. დაუძლეველი ძალა და ფიზიკური იძულება, როგორც დანაშაულებრივი ქმედების ნებელობითი ხასიათის გამომრიცხავი გარემოებანი. ფსიქიკური იძულების საკითხი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმპულსური ქცევისათვის. აფექტური ქცევა. დანაშაულებრივი შედეგი. მიზეზობრივი კავშირი; მიზეზობრივი კავშირის სპეციფიკა უმოქმედობისას. დანაშაულის ჩადენის ხერხი, საშუალება, დრო, ადგილი და ვითარება, როგორც დანაშაულის ობიექტური მხარის ელემენტები.

თემა VIII. დანაშაულის სუბიექტი

დანაშაულის სუბიექტის ცნება და სახეები. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი. შერაცხადობა და შეურაცხადობა. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც სულიერად დაავადდნენ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულისათვის.

თემა IX. დანაშაულის სუბიექტური მხარე

დანაშაულის სუბიექტური მხარის ზოგადი დახასიათება. სუბიექტური მხარის ელემენტები. ბრალის ცნება და მნიშვნელობა. მისი ფსიქოლოგიური და შეფასებითი ელემენტები. განზრახი დანაშაული და მისი სახეები. გაუფრთხილებლობითი დანაშაული და მისი სახეები. შერეული, ანუ ორმაგი ბრალი. შეცდომა და მისი მნიშვნელობა სისხლის სამართალში.შეცდომის ზეგავლენა ბრალის ფორმასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. დანაშაულის მიზანი და მოტივი. მიზნისა და მოტივის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის. ემოცია და მისი გავლენა დანაშაულის სუბიექტური მხარე.

თემა X . დაუმთავრებელი დანაშაული

თანაფარდობა დამთავრებულ და დაუმთავრებელ დანაშაულს შორის. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. დანაშაულის მომზადება, მისი გამიჯვნა განზრახვის გამომჟღავნებისაგან. მომზადების დასჯადობა. დანაშაულის მცდელობა. მისი გამიჯვნა დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა. უვარგისი მცდელობა და მისი სახეები. უვარგისი მცდელობის დასჯადობა. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება. მისი გამიჯვნა ქმედითი მონანიებისაგან. თანამონაწილეთა ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულზე.

თემა XI. დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა

ამსრულებლობა; შუალობითი ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა. თანამონაწილეობა. თანამონაწილეობის სახეები (ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე). ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხიმგებლობა. ამსრულებლის ექსცესი. დანაშაულის შემხებლობა (დაფარვა, განუცხადებლობა, მიმნებებლობა). ჯგუფური დანაშაული.

თემა XII. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი

ზოგადი მოძღვრება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარმოეთა შესახებ. აუცილებელი მოგერიება. უკიდურესი აუცილებლობა. ბრძანების ან მოვალეობის შესრულება. სხვა გარემოებანი.

თემა XIII. სასჯელი

სასჯელის მიზნები. სასჯელის სახეები. ჯარიმა. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. უვადო თავისუფლების აღკვეთა. სხვა სასჯელები.

თემა XIV. სასჯელის დანიშვნა

სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები. შემამსუბუქებელი გარემოებანი. დამამძიმებელი გარემოებანი. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სასჯელი დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. სასჯელი ამსრულებლობისა და თანამონაწილეობისათვის. სასჯელი რეციდივის დროს. სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს. სასჯელის დანიშვნა რამდენიმე განაჩენით. სასჯელთა შეჯამების წესი. სასჯელის ვადის გაანგარიშება და სასჯელის ჩათვლა. პირობითი მსჯავრი.

თემა XV. სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

დაზარალებულთან შერიგების გამო. ვითარების შეცვლის გამო. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

თემა XVI. სასჯელისაგან გათავისუფლება

საჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. საჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო. ორსული ქალის და მცირეწლოვანი შვილის დედის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.

თემა XVII. ამინისტია

თემა XVIII. შეწყალება

თემა XIX. ნასამართლობა

თემა XX. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი

თემა XXI. დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (მკვლელობა). სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. თითმკვლელობამდე მიყვანა.

 თემა XXII. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

 სხეულის დაზიანება. ცემა. წამება.

 თემა XXIII. სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დანაშაული

მოკვლის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუქარა. ვენერიული სენის შეყრა. შიდსის შეყრა. უკანონო აბორტი. საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება. განსაცდელში მიტოვება. ავადმყოფობისათვის დახმარების აღმოუჩენლობა.

თემა XXIV. დანაშაული ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ

თემა XXV. დანაშაული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ ცილისწამება. შეურაცყოფა.

თემა XXVI. სქესობრივი ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

თემა XXVII. დანაშაული კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ

თემა XXVIII. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

თემა XXIX. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციის ინტერესების წინააღმდეგ

თემა XXX. დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში და საფინანსო საქმიანობის სფეროში

თემა XXXI. ნარკოტიკული დანაშაული

თემა XXXII. ეკოლოგიური დანაშაული

თემა XXXIII. დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ

თემა XXXIV. სამოხელეო დანაშაული

თემა XXXV. დანაშაული მართლმსაჯულების წინააღმდეგ

თემა XXXVI. დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ

თემა XXXVII. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ

ლიტერატურა:

სისხლის სამართლის კოდექსი

ავტორთა კოლექტივი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  კომენტარები, თბ.,  1976წ.,  რედ. პროფ. წერეთელი

თ., ტყეშელიაძე გ. გამყრელიძე ო.,  დანაშაულის შუალობით ამსრულებლობა და თანაამასრულებლობა, თბ.,  1997 წ.

ლეკვეიშვილი მ.,  სისხლის სამართალი (განსაკუთრებული ნაწილი). 1996 წ.

მაყაშვილი კ.,  მაჭავარიანი მ.,  წერეთელი თ.,  შავგულიძე თ. დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ, თბ.,  1980 წ.

მაყაშვილი კ.,  ტყეშელიაძე გ.,  პასუხისმგებლობა მექრთამეობისათვის, 1964 წ.

სურგულაძე ლ.,  სისხლის სამართალი. დანაშაული, თბ.,  1997 წ.

სურგულაძე ლ.,  დანაშაული, თბ.,  1974 წ.

ტყეშელიაძე გ.,  პასუხისმგებლობა დანაშაულთა ერთობლიობისათვის, 1965 წ.

ტყეშელიაძე გ.,  სასამართლო პრაქტიკა და სისხლის სამართლის კანონი, თბ.,  1975 წ. (რუსულად).

უგრეხელიძე მ.,  ბრალი საფრთხის დელიქტებში, თსუ.,  1983 წ.

უგრეხელიძე მ.,  გაუფრთხილებელი ბრალის პრობლემა სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ.(რუსულად).

შავგულიძე თ.,  სურგულაძე ლ.,  საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი საქართველოს კანონმდებლობაში, 1968 წ.

წერეთელი თ.,  ტყეშელიაძე გ.,  მოძღვრება დანაშაულზე, თბ.,  1969 წ.

წერეთელი თ.,  მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ. (რუსულად)

წერეთელი თ.,  დანაშაულის მომზადება და მცდელობა თბ.,  1965 წ.

წულაია ზ.,  სისხლის სამართლის განსაკუთრებული ნაწილი, თბ.,  1996 წ.

სისხლის საპროცესო სამართალი

თემა I. სისხლის საპროცესო სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები

საქართველოს სისხლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში. საქართველოს სისხლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში. საქართველოს ტერიტორიზე უცხოეთის სახელმწიფოს სისხლის საპროცესო სამართლის კანონის გამოყენების შემთხვევები და წესი. საქართველოს სისხლის საპროცესო კანონის მოქმედება უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე, აგრეთვე დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირების მიმართ და დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობებსა და ტერიტორიებზე.

თემა II. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

პიროვნების ხელშეუხებლობა სისხლის სამართლის პროცესში. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში. საპროცესო მოქმედების და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

თემა III. სისხლისსამართლებრივი დევნა

საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის არსი. კერძო-საიჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა. კერძო და სუბსიდიური სისხლისამართლებრივი დევნის არსი.

თემა IV. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და აღძრული საქმის შეწყვეტის საფუძვლები. სისხლის სამართლისწარმოების შეჩერების საფუძვლები და წესი.

თემა V. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესში

სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი, სამოქალაქო სარჩელის წარდგენის წესი. სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობისა და სამოქალაქო მოპასუხედ ჩაბმის წესი. უარი სამოქალაქო სარჩელზე. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა.

თემა VI. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი

სასამართლოს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის, უფლებამოსილებები. ერთპიროვნული და კოლეგიური განხილვა სასამართლოში. განსჯადობა.

თემა VII. პროკურორი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე

პროკურორის ფუნქციები და მათი შინაასრსი სისხლის სამართლის პროცესში. პროკურორის, როგორც მოკვლევაზე ზედამხედველობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელის, უფლებამოსმლებები. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში.

თემა VIII. გამომძიებელი როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე

უწყებრივი, პერსონალური და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. გამომძიებლის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში. გამომძიებლის უფლებამოსილებები. გამომძიებელი და მომკვლევი. გამომძიებელი და პროკურორი.

თემა IX. მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი, როგორც პროცესის მონაწილე

მოკვლევის ორგანოების ამოცანები. მოკვლევა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობა. მოკვლევის ორგანოები. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში.

 თემა X. დაზარალებული, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე

პირის ცნობა დაზარალებულად. დაზარალებულის და მისი უფლებამონაცვლის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები. დაზარალებულის წარმომადგენელი სისხლის სამართლის პროცესში.

თემა XI. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, როგორც პროცესის მონაწილეები

პირის ცნობა ეჭვმიტანილად. პირის ეჭვმიტანილად ცნობასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი და მათი ჩატარების წესები. ეჭვმიტანილის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. ეჭვმიტანილის საპროცესო მოვალეობები და მათი დარღვევის შედეგები. პირის ბრალდებულად ცნობა. ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები.

თემა XII. დამცველი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე

დამცველი სისხლის სამართლის პროცესში. დაცვა შეთანხმებით. დაცვა დანიშვნით. იძულებითი დაცვა. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დამცველის დაშვება, მისი მოწვევისა და შეცვლის მოთხოვნის გადაწყვეტა. დამცველის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში.

თემა XIII. სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები

სამოქალაქო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, როგორც პროცესის მონაწილეები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები. სამოქალაქო მოპასუხე და მისი მოპასუხე და მისი წარმომადგენელი სისხლის სამართლის პროცესში, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.

თემა XIV. მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები

მოწმე, როგორც პროცესის მონაწილე; მისი უფლებები, მოვალეობები, საქმეში მოწმედ მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები. მოწმედ ჩვენების მიცემის მოვალეობისაგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ. ექსპერტი და სპეციალისტი, როგორც პროცესის მონაწილეები და მათი უფლება-მოვალეობები.

 თემა XV. პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები. აცილება და თვითაცილება სისხლის სამართლის პროცესში

გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში მოსამართლის (მსაჯულის), პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში დამცველის, დაზარალებულის წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამსწრის მონაწილეობას. განცხადება აცილებისა და თვითაცილების შესახებ, მათი გადაწყვეტის წესი.

თემა XVI. მტკიცებულებანი სისხლის სამართლის პროცესში

დაუშვებელი მტკიცებულებანი. გარემოებანი, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე და პრეიუდიციები. ბრალდებულის ჩვენება, როგორც მტკიცებულება. ექსპერტის დასკვნა, როგორც მტკიცებულება. ნივთიერი მტკიცებულებები პროცესში და მათთან დაკავშირებულ საპროცესო მოქმედებათა რეგლამენტაცია.

თემა XVII. მტკიცების პროცესი

მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა სისხლის სამართლის საქმეზე. მტკიცებულებათა დამაგრება, შემოწმება და შეფასება.

თემა XVIII. სისხლის სამართლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები და ღონისძიებები. მოპყრობა იმ პირისადმი, რომლის მიმართ გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობები. დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უზრუნველყოფა მის მიმართ საპრცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე ოჯახის წევრის, ნათესავის ან სხვა ახლობელი პირისათვის შეტყობინების შესაძლებლობებით. სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების საფუძველი, წესი და პირობები. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი.

 თემა XIX. დაკავების, როგორც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების, გამოყენება

დაკავება, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიება, მისი გამოყენების პირობები, საფუძველი და წესი. დაკავების საპროცესო წესი. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება. დაკავებისაგან გათავისუფლების საფუძველი და წესი.

თემა XX. აღკვეთის ღონისძიებები სისხლის სამართლის პროცესში

აღკვეთის ღონისძიებების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და საერთო პირობები. პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი და პირობები, პატიმრობიდან გათავისუფლება, შინაპატიმრობა. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასა და შინაპატიმრობასთან.

თემა XXI. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა როგორც სამართალწარმოების სტადია, საქმის აღძვრის საბაბი, საფუძველი და წესი

 თემა XXII. წინასწარი გამოძიების წარმოების საერთო პირობები

თემა XXIII. ბრალდების წარდგენა და შეცვლა. ბრალდებაზე უარის თქმა

თემა XXIV. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში

საგამოძიებო მოქმედებათა წარმოების ზოგადი საკითხები. დაკითხვა და დაპირისპირება, როგორც საგამოძიებო მოქმედება, მისი ჩატარების პირობები და წესები. მოწმის დაკითხვა. ეჭვიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა.

თემა XXV. ამოღება და ჩხრეკა

ამოღებისა და ჩხრეკის წარმოების საფუძველი, წესი და პირობები. პირადი ჩხრეკა და ამოღება. საფოსტო-სატელეფონო გზავნილების დათვალიერება, დაყადაღება და ამოღება.

თემა XXVI. შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობისა და შენობების დათვალიერების წარმოების საფუძველი და წესები

თემა XXVII. ამოცნობისათვის პირის წარდგენისა და ჩატარების საფუძველი და წესები

თემა XXVIII. ექსპერტიზა სისხლის სამართლის პროცესში

ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა, ექსპერტიზის ობიექტები. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების საპროცესო წესები. ეჭმიტანილისა და ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარებისას. ექსპერტიზის დასკვნა, მისი ფორმები, ექსპერტის დასკვნის შეფასება.

თემა XXIX. წინასწარი გამოძიების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველი და წესები

თემა XXX. წინასწარი გამოძიების დამთავრებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის საპროცესო წესები. საბრალდებო დასკვნა.

 თემა XXXI. სამართალში მიცემა როგორც სამართალწარმოების სტადია

სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მიღების წესები, საქმის წინასწარი მოსმენა. სამართალში მიცემისას სტადიაზე გამოტანილი დადგენილების სახეები. საქმის მოსმენისათვის მომზადება სამართალში მიცემის შემდეგ.

თემა XXXII. სასამართლო განხილვის საერთო პირობები, პრინციპები და წესები

თემა XXXIII. სასამართლო გამოძიება

სასამართლო გამოძიების დაწყების ეტაპზე გასარკვევი და გადასაწყვეტი საკითხები. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის წესები სასამართლო გამოძიებისას. განსასჯელისა და მოწმის დაკითხვის წესები სასამართლო გამოძიებისას. ექსპერტიზა სასამართლოში. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა.

თემა XXXIV. განაჩენის დადგენა

განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი. განაჩენის სახეები, მათი დახასიათება. გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენის შედგენის წესი.

თემა XXXV. საქმისწარმოება სააპელაციო ინსტანციაში

სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ვადები და წესები. სააპელაციო საჩივრების განმხილველი სასამართლოები. სააპელაციო საჩივრის სახეები, მისი შინაარსი. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მონაწილეები. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილებათა სახეები. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძვლები. შებრუნება საუარესოდ.

თემა XXXVI. საქმის წარმოება საკასაციო ინსტანციაში

საკასაციო გასაჩივრების საგანი. საკასაციო საჩივრის შეტანის, განხილვის წესები და ვადები. საკასაციო საჩივრის სახეები, საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოები. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძვლები, მათი დახასიათება. საქმის შებრუნება საუარესოდ კასაციაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების შინაარსი.

თემა XXXXII. სისხლის სამართლის საქმეებზე სარევიზიო გასაჩივრება

რევიზიის წესით საჩივრის შეტანის წესები და ვადები. სარევიზიო გასაჩივრების საგანი. რევიზიის წესით შეტანილი საჩივრის განხილვის წესები და ვადები. სისხლის სამართლის საქმის განხილვა სარევიზიო წესით. სარევიზიო საქმის განხილვა სარევიზიო წესით. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის შებრუნება საუარესოდ საკასაციო ინსტანციაში.

თემა XXXVIII. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებათა გადასინჯვა ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო

ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა სახეები და მათი დამოწმება. ახალ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა, მისი შემოწმება, წარმოების აღძვრა და გამოძიება. ახალ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწვეტილებათა გასაჩივრების წესები. მოსამართლის მოქმედება საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო პროცესის მონაწილის საჩივრისა და გენერალური პროუკურორის დასკვნის განხილვის შედეგები.

თემა XXXIX. სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება

განაჩენის, განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა. მსჯარვდებულის უფლებების უზრუნველყოფა განაჩენის აღსრულებისას. განაჩენის აღსრულების გადავადება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველი და სახეები. პირობითი მსჯავრის გაუქმება, გამოსაცდელი ვადის გაგრძელება. სასამართლო, რომელიც წყვეტს აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სასამართლოს განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი. ნასამართლობის მოხსნის საკითხთა განხილვა.

თემა LX. ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა გამო წარმოების თავისებურება

კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესები. არასრულწლოვანის დანაშაულზე საქმის წარმოების წესები. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების წესები.

ლიტერატურა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

სამოქალაქო სამართალი

თავი პირველი

ზოგადი ნაწილი

თემა I. ზოგადი დებულებანი

სამოქალაქო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში – კერძო და საჯარო სამართალი. სამოქალაქო კანონმდებლობა. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში. კანონისა და სამართლის ანალოგია. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა. სამოქალაქო კანონთა მიზანი.

კერძო სამართლის სისტემა. სამოქალაქო კოდექსის სისტემა. ზოგადი ნაწილის ცნება, მნიშვნელობა და სახეები.

დისპოზიციური და იმპერატიული ნორმები სამოქალაქო სამართალში.

თემა II. პირები სამოქალაქო სამართალში

ა) ფიზიკური პირები

უფლებაუნარიანობა. ქმედუნარიანობის ცნება და მნიშვნელობა. ქმედუუნაროდ პირის მიჩნევის საფუძვლები (ასაკი, ჯანმრთელობა). შეზღუდული ქმედუნარიანობა. სახელის უფლება. სამოქალაქო სახელი. კომერციული სახელი.

პირადი არაქონებრივი უფლებები: სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია.

უფლება საკუთარ გამოსახულებაზე. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ.

საცხოვრებელი ადგილი. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილი და საპოლიციო რეგისტრაცია. არჩევითი საცხოვრებელი ადგილი და კანონით საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის გაუქმების დაუშვებლობა პირის ნების საწინააღმდეგოდ.

პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მისი შედეგები.

პირის გამოცხადება გარდაცვლილად და მისი შედეგები.

ბ) იურიდიული პირები

იურიდიული პირის ცნება და ნიშნები. იურიდიული პირის სახეები: კერძო სამართლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა. ზოგადი და სპეციალური უფლებაუნარიანობა. კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელწოდება (საფირმო სახელწოდება).

კავშირისა და ფონდის დაფუძნება, რეგისტრაცია, წესდების სამართლებრივი ბუნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. კავშირისა და ფონდის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კავშირის მართვის ორგანოები: კავშირის წევრთა საერთო კრება, გამგეობა, კომისიები, საკონსულტაციო ორგანოები. კავშირის წევრობა.

არარეგისტრირებული კავშირი.

ფონდის მართვის ორგანოები: გამგეობა, სამეთვალყურეო ორგანო (კურატორიუმი). ფონდი დესტინატერებისათვის. ფონდში შესატანის უზრუნველყოფის ვალდებულება. ფონდის მიზნის შეცვლა.

თემა III. გარიგებანი

ზოგადი ნორმები გარიგებათა შესახებ. გარიგების ცნება. ნების გამოვლენის ნამდვილობა. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი. გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ნების გამოვლენის არასერიოზულობის, ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. გარიგების კონვერსია. გარიგების ნაწილების ბათილობა. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას.

ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა.

არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება. არასრულწლოვანის ემანისპაცია. წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება.

გარიგების ფორმა

საცილო გარიგებანი

შეცდომით დადებული გარიგებანი. მოტყუებით დადებული გარიგებანი. იძულებით დადებული გარიგებანი.

პირობითი გარიგებანი

პირობითი გარიგების ცნება. ამორალური პირობა. ნებაზე დამოკიდებული, პოზიტიური და ნეგატიური პირობა. გარიგების გადადების და გაუქმების პირობით.

თანხმობა გარიგებებში

წარმომადგენლობა გარიგებებში.

თემა IV. უფლების განხორციელება

უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი. თვითდახმარება.

თემა V. ვადები. ხანდაზმულობა

ვადების გამოთვლა. ხანდაზმულობა. მოთხოვნები, რომელზედაც ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადის დაწყება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით.

თავი მეორე

სანივთო (ქონებრივი)სამართალი

თემა I. ქონება

ქონების ცნება. ნივთის სახეები. არამატერიალური ქონების სიკეთის ცნება. აქცესორული და შეზღუდული უფლებები. ნივთისა და უფლების ნაყოფი.

თემა II. მფლობელობა

მფლობელობის ცნება და სახეები. მფლობელობის შეწყვეტა, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. კეთილსინდისიერი მფლობელი, მისი უფლებები, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი. საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით.

თემა III. საკუთრება

საკუთრების უფლების შინაარსი. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. მესაკუთრის მიერ ნივთით სარგებლობის ხელისშემშლელი მოქმედების აღკვეთის მოთხოვნა. საერთო საკუთრება.

თემა IV. სამეზობლო სამართალი

სამეზობლო სამართლის ცნება. სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულება, კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა, უფლება ნაყოფზე, აუცილებელი გზა. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება.

თემა V. საკუთრების შეძენა და დაკარგვა

საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე. პირობადადებული საკუთრება. საკუთრების შეძენა უპატრონო ნივთზე. ნაპოვარი. განძი. თანასაკუთრება შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ ნივთზე. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

თემა VI. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე

უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის ცნება და შინაარსი. მოთხოვნის დათმობა. ვალის გადაკისრება.

თემა VII. ბინის საკკთრება მრავალბინიან სახლებში

მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების ცნება. ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. წილის განსაზღვრა საერთო საკუთრებაში. ბინის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის.

თემა VIII. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

ა) აღნაგობა

აღნაგობის ცნება. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლები. აღნაგობის უფლების გასხვისება. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია. აღნაგობის უფლების შეწყვეტა.

ბ) უზუფრუქტი

უზუფრუქტის ცნება. უზუფრუქტის სახეები. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი. უზუფრუქტის შეწყვეტა.

გ) სერვიტუტები

სერვიტუტის ცნება. სერვიტუტის პირობები. ნაგებობის მოვლის ვალდებულება. მიწის გაყოფის შედეგები. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა. პირადი სერვიტუტი.

თემა IX. საკუთრება როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

ა) გირავნობა

ცნება. მოძრავი ნივთებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი. გირავნობა მფლობელობის გადაცემით. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტზე. გირავნობის გაუქმების საფუძვლები. გიროვნობის საგნის რეალიზაცია. გირაოს გასხვისების შედეგები.

ბ) იპოთეკა

ცნება. საერთო იპოთეკა. იპოთეკის რეგისტრაცია. ნივთის დატვირთვა იპოთეკით რამდენჯერმე. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას. იპოთეკის გადასვლა ახალ კრედიტორზე. იპოთეკის დატვირთვული ნივთის რეალიზაციის წესი. ნივთის იძულებით მართვა (სეკვესტრი).

თემა X. საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის დანიშნულება. რეესტრში ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.

თავი III. ვალდებულებითი სამართალი

ზოგადი ნაწილი

თემა I. ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ

ვალდებულების ცნება და სახეები. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულების წარმოშობა ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე. ხელშეკრულების დასადებად გაწეული ხარჯების ანაზღაუურება.

თემა II. ზოგადი დებულებანი ხელშეკრულებათა შესახებ

ხელშეკრულების ცნება და სახეები. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება.

თემა III. ხელშეკრულების დადება

ხელშეკრულების დადების წესი (ოფერტი, აქცეპტი). ქუჩაში ხელშეკრულების დადების თავისებურება.

თემა IV. ხელშეკრულების შინაარსი

ხელშეკრულების პირობები (არსებითი, ჩვეულებრივი, შემთხვევითი პირობები). ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებები.

თემა V. ხელშეკრულებიდან გასვლა

თემა VI. ვალდებულების შესრულება

თემა VII. ვალდებულების დარღვევა

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებზე. მოვალის მიერ ვადის გადაცილება. ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს.

თემა VIII. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოვალეობა. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლებისათვის. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ზიანის ოდენობის განსაზღვრა. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში.

თემა IX. მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები. პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია.

თემა X. ვალდებულების შეწყვეტა

ვალდებულების შეწყვეტა მისი შესრულებით, ნოვაციით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების გამო. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო.

თემა XI. კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებებში

სოლიდარული კრედიტორები. სოლიდარული მოვალეები.

 

განსაკუთრებული ნაწილი

თემა XII. ნასყიდობის ხელშეკრულება

ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. გამყიდველისა და მყიდველის უფლებები და მოვალეობები. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა. ნასყიდობა გადახდის განვადებით. გამოსყიდვის უფლება. ოფცია. უპირატესი შესყიდვის უფლება. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით.

თემა XIII. გაცვლის ხელშეკრულება

თემა XIV. ჩუქების ხელშეკრულება

ჩუქების ხელშეკრულების ცნება. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება. შეწირულობა. ჩუქების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა.

თემა XV. ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობის ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობანი. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა.

თემა XVI. ლიზინგის ხელშეკრულება

თემა XVII. იჯარის ხელშეკრულება

იჯარის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მისი განსხვავება ქირავნობის ხელშეკრულებისაგან. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად. იჯარის ხელშეკრულების მოშლა.

თემა XVIII. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება

ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების შეწყვეტა.

თემა XIX. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება

თემა XX. სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულების ცნება. სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა. პროცენტი სესხისათვის. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება. სესხის შეპირება. ხელშეკრულების შეწყვეტა.

თემა XXI. ნარდობის ხელშეკრულება

ნარდობის ხელშეკრულობის ცნება. ანაზღაურების ოდენობა. გორავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ ნივთებზე. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. მენარდის რისკი. ხელშეკრულების მოშლა.

თემა XXII. ტურიზმის ხელშეკრულება

თემა XXIII. გადაზიდვა-გადაყვანა

გადაზიდვის ხელშეკრულება. გადამზიდველის პასუხისმგებლობა. რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ.

თემა XXIV. დავალების ხელშეკრულება

დავალების ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა. მარწმუნებლისა და რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები.

თემა XXV. საკუთრების მინდობა

მინდობის ცნება. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი. მინდობილი მესაკუთრისათვის ხარჯების ანაზღაურება. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა.

თემა XXVI. ექსპედიციის ხელშეკრუკლება

ექსპედიციის ხელშეკრულების ცნება. ექსპედიტორის და შემკვეთის უფლება-მოვალეობანი.

თემა XXVII. შუამავლობის ხელშეკრულება

შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მაკლერისათვის ანაზღაურების მიცემა და მისთვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა. ექსკლუზიური დავალება. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა. შუამავლობა ბინის ქირავნობისას. შუამავლობა სესხებისას.

თემა XXVIII. ჯილდოს საჯარო დაპირება. კონკურსი.

თემა XXIX. მიბარების ხელშეკრულება

მიბარების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი.

თემა XXX. მიბარება სასაქონლო საწყობში

საქონლის მიღება შემნახველის მიერ. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი. მიბარებული საქონლის გაყიდვა. სასაწყობო მოწმობა. გარანტი. საგირავნო მოწმობა.

თემა XXXI. დაზღვევა

ზოგადი დებულებანი. სადაზღვევო შესატანი. ზიანის დაზღვევა. დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევა. უბედური შემთხვევის დაზღვევა.

თემა XXXII. საბანკო მომსახურება

ანგარიშსწორება. საბანკო კრედიტი. ანაბარი. დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი. დოკუმენტალური ინკასო. საბანკო გარანტია.

თემა XXXIII. თავდებობის ხელშეკრულება

თემა XXXIV. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება

ამხანაგობის ხელშეკრულების ცნება. ამხანაგობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები. ამხანაგობის მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამხანაგობიდან ერთ-ერთი მონაწილის გასვლის შედეგები. ამხანაგობის შეწყვეტის საფუძვლები და წესი.

თემა XXXV. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მარჩენალისათვის გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა. ხელშეკრულების შეწყვეტა. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები.

თემა XXXVI. თამაშობა. სანაძლეო. ლატარია

თემა XXXVII. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი

საზიარო უფლებები. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება. უსაფუძვლო გამდიდრება.

თემა XXXVIII. დელიქტური ვალდებულებანი

ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა ცნება. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის საერთო პირობები. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის ცალკეული შემთხვევები (არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის). სულით ავადმყოფის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება; პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის; ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება; სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებკლი ზიანის ანაზღაურება; ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას. პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანისათვის უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა. უხარისხო პროდუქტის ცნება. პროდუქტის ცნება.

თავი მეოთხე

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ა. საავტორო სამართალი

თემა I. საავტორო სამართლის ცნება

საავტორო სამართლის მოქმედების სფერო. ნაწარმოების გამოქვეყნება და გამოცემა. ნაწარმოების საჯაროდ შესრულება, ჩვენება და გადაცემა.

თავი II. საავტორო უფლებები

ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები. ავტორის განსაკუთრებული უფლებები. ავტორის ქონებრივი უფლებები. ავტორის თანხმობის გარეშე ნაწარმოების გამოყენების უფლება. საავტორო უფლების ობიექტი.

თავი III. საავტორო უფლების მოქმედების ვადა

უვადო საავტორო უფლებები. ვადაგასული საავტორო უფლებების გამოყენების წესი.

თავი IV. საავტორო უფლების გადაცემა

საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლები. განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ლიცენზია. საავტორო ხელშეკრულება.

თავი V. საავტრო უფლებათა მომიჯნავე უფლებები

მომიჯნავე უფლებების მოქმედების ვადა. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვა.

ბ. სამრეწველო საკუთრება

თემა VI. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა

თემა VII. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

თემა VIII. საფირმო სახელწოდების დაცვა

თემა IX. საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა

თავი მეხუთე

საოჯახო სამართალი

თემა I. ქორწინების წესი და პირობები

ქორწინების ცნება. დაქორწინების პირობები. დაქორწინების გაფორმება. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. ხელმეორედ დაქორწინების წესი.

თემა II. ქორწინების შეწყვეტა

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები. განქორწინების დაუშვებლობა. განქორწინების წესი. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხალდებული მეუღლის დაბრუნებისას. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი.

თემა III. ქორწინების ბათილობა

ქორწინების ბათილობის საფუძველი. ქორწინების ბათილობის მომენტი.

თემა IV. მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები

მეუღლეთა პირადი უფლებები. კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები. მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა.

თემა V. შვილების წარმოშობის დადგენა

თემა VI. მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ

მშობლების მოვალეობანი შვილების მიმართ. განქორწინებულ მშობელთა უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ. პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ. მშობლის უფლების ჩამორთმევა. შვილის ჩამორთმევა მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე.

თემა VII. მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

შვილების რჩენის მოვალეობა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრს წესი. შვილების მოვალეობანი მშობლების მიმართ. ალიმენტის ოდენობის შემცირება და შეცვლა.

თემა VIII. ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი

და-ძმების ურთერთრჩენის მოვალეობა. შვილიშვილების და ბებიისა და პაპის საალიმენტო მოვალეობები. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა. გერის საალიმენტო მოვალეობა. მუდმივ აღსაზრდელად აყვანილი ბავშვის რჩენის მოვალეობა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი.

თემა IX. ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი

თემა X. შვილება

შვილების ცნება. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. მშვილებელი. შვილად აყვანა მეუღლეების მიერ. მშობლების თანხმობა გაშვილებისას. მეურვეობაში მყოფი ბავშვის შვილება. ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება. ნაშვილების ურთიერთობანი ღვიძლ მშობლებთან. შვილად აყვანის გაუქმება და მისი შედეგები. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძვლები.

თემა XI. მეურვეობა და მზრუნველობა

მეურვეობისა და მზრუნველობის ცნება. მეურვეობა, მზურნველობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ მეურვედ ან მზრუნველად. ქონების მეურვის დანიშვნა. მეურვის და მზრუნველის უფლებები. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობანი. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობისაგან. მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები.

თავი მეექვსე

მემკვიდრეობის სამართალი

თემა I. ზოგადი დებულებანი

მემკვიდრეობის ცნება. მამკვიდრებელი. მემკვიდრეები. თანამემკვიდრეები. უღირსი მემკვიდრე. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნა კომლში.

თემა II. მემკვიდრეობა კანონით

კანონით მემკვიდრეები. კანონით მემკვიდრეთა რიგითობა. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას. მემკვიდრეობის უფლებების ჩამორთმევა ცოცხლად დარჩენილი მეუღლისათვის. უმკვიდრო ქონების გადასვლა ხაზინაზე.

თემა III. მემკვიდრეობა ანდერძით

ანდერძის ცნება ერთობლივი ანდერძი. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.

თემა IV. ანდერძის ფორმა

სანოტარო ფორმა. შინაურული ანდერძი. დახურული ანდერძი.

თემა V. მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა

თემა VI. სავალდებულო წილი

სავალდებულო წილის ცნება. სავალდებულო წილის განსაზღვრა. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა.

თემა VII. საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ლეგატის ცნება. საანდერძო დანაკისრის საგანი. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები და ვადა. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით.

თემა VIII. ანდერძის შეცვლა ან მოშლა

ანდერძის შეცვლის საშუალებები. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები.

თემა IX. ანდერძის აღსრულება

თემა X. სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე

სამკვიდროს მიღება. სამკვიდროს მიღების ვადა და ვადის გაგრძელება. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა. მემკვიდრეობითი ტრანსმისია. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე.

თემა XI. სამკვიდროს გაყოფა

სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. საჩუქრის ჩათვლა მოანდერძის წილში. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის. საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება. წილის განკარგვის უფლება. წილის გათანაბრება. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება.

თემა XII. კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

თემა XIII. სამკვიდროს დაცვა

თემა XIV. სამკვიდრო მოწმობა

თავი მეშვიდე

სამეწარმეო სამართალი

ზოგადი ნაწილი

თემა I. სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის ცნება

სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის მართლზომიერება. არაერთჯერადობა. მოგების მიზანი. დამოუკიდებლობა და ორგანიზებულობა. არასაწარმოო (არაკომერციული) საქმიანობა. თავისუფალი პროფესიების ცნება.

თემა II. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

საწარმოს ცნება. ინდივიდუალური საწარმო. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს). კომანდიტური საზოგადოება (კს). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს). კოოპერატივი. სახაზინო საწარმო. პარტნიორის ცნება. ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სახელმწიფო, როგორც პარტნიორები. რეგისტრაციის ცნება და მნიშვნელობა. იურიდიული პირის ცნება. იურიდიული პირის ზოგადი უფლებაუნარიანობა.

თემა III. საწარმოთა პასუხისმგებლობა და მათი დაფუძნება

პასუხისმგებლობის ცნება. პასუხისმგებლობის პირობები. კრედიტორის ცნება. მესამე პირის ცნება. სახაზინო საწარმოს პასუხისმგებლობა. შესატანის ცნება. ფულადი და არაფულადი შესატანები. შესატანის შეტანის წესი. შესატანის შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირებით. პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი.

თემა IV. რეგისტრაციის პირობები

სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა. საწარმოთა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტები. რეგისტრაციის გაუქმება. რეგისტრაციის სისწორის პრეზუმფცია. რეგისტრაციის განხორციელების პრეზუმფცია.

თემა V. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები. საერთო კრება. ხელმძღვანელობითი საქმიანობა. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა შეზღუდვა. საზოგადოების ხელმძღვანელების საგარეო ურთიერთობა. კონკურენციის აკრძალვა. საზოგადოების ხელმძღვანელთა ვალდებულება. მტკიცების ტვირთი. იმპერატიული ნორმა რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველყოფა. საკონსულტაციო საბჭო.

თემა VI. ხანგრძლივობა. რეორგანიზაცია. ლიკვიდაცია

ხანგრძლივობა. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ისა და კოოპერატივის ლიკვიდაცია. საზოგადოების ლიკვიდაცია გადახდისუუნარობის გამო. გადახდისუუნარობის შედეგები. ლიკვიდატორების უფლება-მოვალეობანი. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილების წესი. საზოგადოების რეორგანიზაცია. საწარმოთა შერწყმა. გაყოფა ნატურით.

თემა VII. ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები

ხანდაზმულობის ცნება. პრეტენზიის ცნება.

თემა VIII. ფილიალები

ფილიალის ცნება. ფილიალის რეგისტრაცია. საზღვარგარეთის საწარმოთა ფილიალის რეგისტრაცია.

თემა IX. კონცერნები და მეკავშირე საწარმოები

კონცერნის ცნება. კონცერნი, როგორც ფაქტობრივი მდგომარეობა. ძირითადი და არაძირითადი საწარმოს ცნება. კონცერნის შექმნის წესი. შვილობილი საწარმოს ცნება. წილთა უმრავლესობის ცნება. მმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობა.

კერძო ნაწილი

თემა X. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ცნება. პარტნიორთა კრება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. პარტნიორის კონტროლის უფლება. ლიკვიდაციის საფუძვლები. წილი კაპიტალის გასხვისება. პარტნიორის გარდაცვალება.

თემა XI. კომანდიტური საზოგადოება

ცნება. კონკურენციის აკრძალვა. კომანდიტის კონტროლის უფლება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. მოგება და ზარალი. კომანდიტის პასუხისმგებლობა. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა.

თემა XII. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ცნება. შპს-ის განსხვავება სს-გან. საწესდებო კაპიტალი. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი. წილის გასხვისება. წილის ცნება. წილის გასხვისებას გათანაბრებული გარიგებანი. დამატებითი შენატანების გადახდა.

პარტნიორთა კრების მოწვევა. კონტროლი საზოგადოების ხელმძღვანელობაზე. კრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

თემა XIII. სააქციო საზოგადოება

ცნება. საზოგადოების წიგნი. აქციათა ფორმები. აქციის ცნება და აქციათა სახეები. ჩვეულებრივი და პრიველეგირებული აქციები. აქციის ნომინალური ღირებულება. აქციების გასხვისების წესი. ფასიანი ქაღალდების კაპიტალის სხვა ფორმები. აქციონერთა უფლებები და მოვალეობები. საერთო კრება და მისი კომპეტენცია. სამეთვალყურეო საბჭო და მისი კომპეტენცია. დირექტორები.

წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება. რევიზია. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები.

თემა XIV. კოოპერატივი

ცნება. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება. წევრის გასვლა კოოპერატივიდან. საერთო კრება. წარმომადგენელთა კრება. სამეთვალყურეო საბჭო. გამგეობა. დირექტორები.

ლიტერატურა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თბ, 1997წ.

საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, თბ.,  1997 წ.

ახვლედიანი ზ.,  მემკვიდრეობის სამართალი (ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), თბ.,  1997წ.

ახვლედიანი ზ.,  ვალდებულებითი სამართალი (ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), თბ.,  1997წ.

ზოიძე ბ.,  მფლობელობის (Possesio) ცნება საქართველოს მომავალ სამოქალაქო კოდექსში. კრებულში: „სამართლის რეფორმა საქართველოში“, თბ.,  1994 წ.,  გვ. 274-284.

კნიპერი რ.,  საკუთრების პრობლემები გარდამავალ საზოგადოებაში. საიუბილეო კრებული მიძღვნილი გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი, გვ. 118-124.

კნიპერი რ.,  მოსაზრებანი სამართლებრივი რეფორმის თაობაზე. საიუბილეო კრებული მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, გვ. 21-31.

შენგელია რ.,  კონდიქციურ ვალდებულებათა საფუძვლები. საიუბილეო კრებული მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70- წლისთავისადმი, გვ. 67-74.

ძამუკაშვილი დ.,  სამრეწველო საკუთრება, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, თბ.,  1997 წ.

ჭანტურია ლ.,  შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ.,  1997.

ჭანტურია ლ.,  სანივთო სამართლის ძირითადი პრინციპები საქართველოს მომავალ სამოქალაქო კოდექსში, კრებული „სამართლის რეფორმა საქართველოში“, თბ.,  1994 წ.,  გვ. 226-241.

ჭანტურია ლ.,  კანონი მეწარმეთა შესახებ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, საიუბილეო კრებული მიძღვანილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, თბ, 1996 წ.,  გვ. 32-55.

ჭანტურია ლ.,  ნინიძე თ.,  მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მეორე გამოცემა, 1997წ.

ჯორბენაძე ს.,  საქართველოს მომავალი სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, კრებული „სამართლის რეფორმა საქართველოში“,  თბ.,  1994 წ.,  გვ. 139-175.

სამოქალაქო სამართლის პროცესი

თემა I. სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნები და პრინციპები

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის აგების კონცეფციები (სამძებრო პროცესი, შეჯიბრებითობის პრინციპი, შერეული პროცესი). პრინციპების პრაქტიკული მნიშვნელობა. შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ახლებური გაგება.

თემა II. მხარეები, თანამონაწილეები და მესამე პირები

მხარეთა საპროცესო უფლებები, სარჩელის შეცვლა, სარჩელის აღიარება და სარჩელზე უარის თქმა. მხარეთა მორიგება და მისი მნიშვნელობა. თანამონაწილეობის საფუძვლები. მესამე პირები. მათი განსხვავება თანამონაწილეებისაგან. არასათანადო მხარის შეცვლა და მისი შედეგები. საპროცესო უფლება-მონაცვლეობა.

თემა III. სარჩელი

სარჩელის მიღება. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. სარჩელის იგივეობის დადგენის კრიტერიუმი. სარჩელის ელემენტები. მოთხოვნები, რომელსაც უნდა პასუხობდეს სასარჩელო განცხადება.

თემა IV. სასამართლო იურისდიქცია (უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა)

სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა (ცნება და ზოგადი პრინციპები). უწყებრივი ქვემდებარეობის დარღვევის შედეგები. განსჯადობა და მისი განსხვავება უწყებრივი ქვემდებარეობისაგან. განსჯადობის დარღვევის პრაქტიკული შედეგები.

თემა V. საქმის წინასწარი მომზადება სასამართლო გარჩევისათვის

საქმის სასამართლო გარჩევისათვის მომზადების მნიშვნელობა. საპროცესო მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს საქმის მომზადებისათვის. მოსამართლის თანაშემწის როლი საქმის მომზადების სტადიაზე. სამოქალაქო საქმის მტკიცებულობათა გამოყენების თავისებურებანი პირველი ინსტანციის სასამართლოში. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

თემა VI. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მნიშვნელობა და საფუძვლები. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობები და წესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წესი და საფუძვლები.

თემა VII. თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრულ საქმეთა განხილვა

ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის თავისებურებანი. თამასუქისა და ჩეკის წარდგენა. სასამართლოს გადაწყვეტილება.

თემა VIII. გამარტივებული წარმოება

გამარტივებული წარმოების შემოღების მნიშვნელობა. გამარტივებული წარმოების საფუძვლები. საქმის გამარტივებულად წარმოების საფუძვლები.

თემა IX. საქმის დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე

სარჩელის განუხილველად დატოვება. საქმის წარმოების შეწყვეტა.

თემა X. სასამართლო გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების შინაარსი. მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანა მხარეთა თხოვნით. გადაწყვეტილების ძალა და მისი მნიშვნელობა. გადაწყვეტილების გასაჩივრება.

თემა XI. აპელაცია

სააპელაციო სასამართლო. საქმის განხილვის წესი სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება.

თემა XII. კასაცია

საკასაციო სასამართლო. საკასაციო საჩივრის ობიექტი და სუბიექტი. საქმის განხილვის წესი საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება და საქმის განხილვის ფორმები (კასაცია და რევიზია).

თემა XIII. კერძო საჩივარი

კერძო საჩივრის დასაშვებობა. კერძო საჩივრის განხილვის წესი.

თემა XIV. საქმის წარმოების განახლება

საქმის წარმოების განახლების სახეები (ახლად აღმოჩენილი გარემოებები, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები). განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ (შინაარსი და საფუძვლები). განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (შინაარსი და საფუძვლები). საქმის განახლება.

თემა XV. გაკოტრების საქმეთა წარმოება

გაკოტრების საქმეთა წარმოების მიზანი. გაკოტრების საქმეთა წარმოების საფუძველი. განცხადება გაკოტრების შესახებ. საქმის წარმოების გახსნა და მისი შედეგები. მხარეთა მორიგება. სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების გასაჩივრება.

თემა XVI. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი

უცხოელ მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და უცხოელი იურიდიული პირების საპროცესო უფლებები. პირები, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს სასამართლოების განსჯადობა. იურიდიული დახმარების გაწევა უცხოეთის სასამართლოებისათვის. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა აღიარება და აღსრულება. საერთაშორისო არბიტრაჟი.

ლიტერატურა:

საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი.

ლილუაშვილი თ.,  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, გ-ბა „მეცნიერება“, თბ.,  1992.

ლილუაშვილი თ.,  სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჟურნ. „სამართალი“, 1992,№3. ლილუაშვილი თ.,  სასამართლოს რეფორმის კონცეფცია, ჟურნ. „სამართალი“, 1992, № 3

ლილუაშვილი თ.,  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

პროექტი, განმარტებითი ბარათი, ჟურნ. „სამართალი“, 1997, №1-2.

ხოფერია ნ.,  საქართველოს ახალ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების თანაფარდობა. საიუბილეო კრებული მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, თბ.,  1996.

ჰაინრიხსი ჰ.,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პროგრამები და საპროცესო სამართლის რეფორმა. „საიუბილეო კრებული„, მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, თბ.,  1996.

ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი

თემა I. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები და ურთიერთობები

სახელმწიფო მმართველობის ცნება და დამახასიათებელი ნიშნები. ადმინისტრაციულ-მატერიალური და ადმინისტრაციულ-პროცესუალური ნორმები. ადმინისტრაციულ – სამართლებრივი ურთიერთობების სახეები. სავალდებულო სუბიექტი ამ ურთიერთობებში. იურიდიული ფაქტები ადმინისტრაციულ სამართალში.

თემა II. მმართველობის უმაღლესი ორგანოები საქართველოში

მმართველობის ორგანოთა კლასიფიკაცია, მათი სისტემა, აგებისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები. ცენტრალიზმისა და დეცენტრალიზმის არსი სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ორგანოების სისტემა. საქართველოს მთავრობა, მისი შექმნის წესი. სამთავრობო კომისია, მინისტრების კომისია, საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია. სახელმწიფო კანცელარია. სახელმწიფო რწმუნებული. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მმართველობის უმაღლესი ორგანოები.

თემა III. მმართველობის ცენტრალური ორგანოები

სამინისტროს, დეპარტამენტის და სხვა ცენტრალური ორგანოს შექმნის წესი საქართველოში. სამინისტროს სამართლებრივი მდგომარეობა. დეპარტამენტები. სახელმწიფო და სხვა ინსპექციები. საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს ეროვნული ბანკი.

თემა IV. სახელმწიფო სამსახური და სახელმწიფო მოხელე

სახელმწიფო სამსახურის სახეები. სამსახურში მიღების კონკურსის წესი, თანამდებობაზე არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა. სამსახურებრივი ატესტაცია. სამსახურებრივი კარიერა. სახელმწიფო მოხელის ცნება. თანამდებობის პირი და ხელისუფლების წარმომადგენელი. კადრების შერჩევის დემოკრატიული პრინციპები. სახელმწიფო მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა. სამსახურებრივი დეონტოლოგია.

თემა V. მოქალაქეთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მდგომარეობა

მოქალაქეთა ადმინისტრაციული უფლებაუნარიანობა და ქმედებაუნარიანობა. მოქალაქეთა ადმინისტრაციული უფლებრივი სტატუსი. მოქალაქეთა მეწარმეობისა და შემოქმედების თავისუფლება. კრიტიკის თავისუფლება. საჩივრის უფლება. სიტყვის, პრესის თავსუფლება. მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლება. საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმეთა მართვაში მონაწილეობის უფლება. გაფიცვის უფლება. მოქალაქეთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უფლებების გარანტიები (სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული).

თემა VI. მმართველობის ფორმები და მეთოდები

მმართველობის ფორმებისა და ფუნქციების ცნება. მმართველობის აქტების სახეები. მმართველობის აქტების გაუქმებისა და შეჩერების წესი. დარწმუნებისა და წახალისების ფორმები სახელმწიფო მმართველობაში. იძულების სახეები ადმინისტრაციულ სამართალში, (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დისციპლინური პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული აღმკვეთი და ადმინისტრაციული გამაფრთხილებელი ღონისძიებები).

თემა VII. ადმინისტრაციული იძულების იურისდიქცია

ადმინისტრაციული იურისდიქციის ცნება. სამსახურებრივი ზედამხედველობა. ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა სასამართლოში.

თემა VIII. ადმინისტრაციული პროცესის ცნება და ფარგლები

ადმინისტრაციული პროცესის ცნება. ადმინისტრაციული პროცესის პრინციპები. ადმინისტრაციული იუსტიციის ცნება.

თემა IX. ადმინისტრაციული საჩივრების საქმეთა წარმოება

ადმინისტრაციული საჩივრის ცნება და სახეები. ადმინისტრაციული გასაჩივრების ინსტანციური და სასამართლო წესი. ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის წესი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება. ზედამხედველობა ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოებაზე. საჩივრებზე სააპელაციო საქმის წარმოების არსი.

თემა X. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ადმინისტრაციული გადაცდომის ცნება. დანაშაული და ადმინისტრაციული გადაცდომა ადმინისტრაციული გადაცდომის შემადგენლობა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტები. ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც იხილავენ ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეებს.

თემა XI. ადმინისტრაციული სახდელები

ადმინისტრაციული სახდელების სახეები და მათი კლასიფიკაცია. ადმინისტრაციული სახდელების მიზნები. ადმინისტრაციული გაფრთხილება. ადმინისტრაციული ჯარიმა. ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა. ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოს ფარგლებიდან გაძევება. ადმინისტრაციული სახდელების ურთიერთშეცვლის წესი. ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების წესი.

ლიტერატურა:

საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

საქართველოს კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ.

საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ.

აბესაძე ა.,  მოქალაქეთა უფლებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვა, თბილისი, 1968წ.

ბრებანი გ.,  საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართალი (თარგმანი რუსულად), მოსკოვი, 1993წ.

ლორია ვ.,  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, სახელმძღვანელო, თსუ, 1995წ.

შევარდნაძე ე.,  სიტყვა პარლამენტის სხდომაზე 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1995 წლის 25 აგვისტო.

შენგელია რ.,  საქართველოს საფინანსო სამართალი, ნაწ. I-II, თსუ, 1995 წ.

ცნობილაძე პ.,  საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თსუ,  1996.

ჯინჯოლავა ზ.,  საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, თსუ, 1993წ.

ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

თემა I. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის ფაკულტატური ოქმი. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ევროპის სოციალური ქარტია.

თემა II. ადამიანის უფლბათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები

გაერო და მისი საერთაშორისო სასამართლო. საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქცია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

ევროპის საბჭო და მისი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კომისია. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული (ქ. სტრასბურგის) სასამართლო.

თემა III. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მართლმსაჯულების საკითხებზე

სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები (1985 წელი). იურისტთა როლის ძირითადი პრინციპები (1990 წელი).გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესები არსრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე (1985 წ., პეკინის წესები).

დანაშაულისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია (1985 წელი). მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი (1979 წელი).

თემა IV. საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები

ევროპული კონვენცია მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ.

უცხო სახელმწიფოთა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენცია.

ლიტერატურა:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, თბ.,  1990წ.

 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ჟურნ. სახელმწიფო და სამართალი № 5, 1990 წ.,  გვ. 50.

ფაკულტატური ოქმი საერთაშორისო პაქტთან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ჟურნ. სახელმწიფო და სამართალი №7, 1990 წ.,  გვ. 69.

ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ჟურნ. სახელმწიფო და სამართალი, №10 1990 წ.,  გვ. 46.

ევროპის სოციალური ქარტია. ჟურნ. სახელმწიფო და სამართალი№11, 1990 წ.,  გვ. 67.

სასამართლო ორგანოთა დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები, ჟურნ. სამართალი №1 1991 წ.,  გვ. 62-65

მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, ჟურნ. სამართალი №5, 1991 წ.,  გვ. 52.

მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერაპლთათვის, ჟურნ. სამართალი №5, 1991 წ.,  გვ. 57-63.

პეკინური წესები, ჟურნ. სამართალი №2, 1992 წ.,  გვ. 53.

საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ჟურნ. სახელმწიფო და სამართალი № 4, 1990 წ.,  გვ.3.

ალექსიძე ლ.,  თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, ნეკერი, 1994წ.

სავანელი ბ.,  სამართლის თეორია, მეორე გამოცემა, თბილისი, 1997 წ.

სავანელი ბ.,  საერთაშორისო პაქტები მოქალაქეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კომენტარები, თბილისი, 1997 წ.

12. 10/03/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 131 - სსმ, 28, 11/03/2005 11. 19/02/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 65 - სსმ, 19, 20/02/2004 10. 10/07/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 338 - სსმ, 71, 14/07/2003 9. 12/12/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 529 - სსმ, 122, 20/12/2002 8. 13/12/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 516 - სსმ, 133, 18/12/2001 7. 01/10/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 396 - სსმ, 106, 04/10/2001 6. 21/11/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 492 - სსმ, 110, 27/11/2000 5. 04/08/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 347 - სსმ, 71, 10/08/2000 4. 31/12/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 707 - სსმ, 2, 12/01/2000 3. 18/01/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 18 - სსმ, 2(9), 28/01/1999 2. 05/01/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1 - სსმ, 2(9), 28/01/1999 1. 25/03/1998 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 175 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998