დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
1999 წელს მოსამართლეთა ატესტაციისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 18/01/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2(9), 28/01/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №18
1999 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
1999 წელს მოსამართლეთა ატესტაციისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობის შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოსამართლეთა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციის მიზნით:
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 86-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლეთა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია მოეწყოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის დადგენილი წესითა და ვადებით.
2. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (დ. მუმლაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოებმა (ზ. პაჭკორია, ა. ფაღავა) 1999 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყონ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება და რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა ატესტაციის ორგანიზაცია.
3. მოსამართლეს, რომელიც გაივლის ატესტაციას, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. მოსამართლე, რომელიც 1999 წლის 30 აპრილამდე ჩააბარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას ატესტაცია გავლილად ჩაეთვლება.
4. 1999 წლის 30 აპრილამდე მოსამართლეს უფლება აქვს ატესტაციის გავლის მიზნით განმეორებით მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში.
5. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. საკვალიფიკაციო გამოცდები გარდამავალ პერიოდში
1. 2000 წლის 1 იანვრამდე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოწყობის თარიღი, აგრეთვე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.“.
ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.“.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები