საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 04/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
175
25/03/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №175     

1998 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის 649 ბრძანებულების 65-ე პუნქტში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიისა და სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №650 ბრძანებულების მე-3 პუნქტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულების მე-7 პუნქტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულების მე-10 პუნქტში სიტყვები: 1998 წლის 1 მაისიდან შეიცვალოს სიტყვებით 1998 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებით დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 37. საკვალიფიკაციო გამოცდები გარდამავალ პერიოდში

1. 1998 წელს საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ზაფხულსა და შემოდგომაზე.

2. საზაფხულო გამოცდა დაიწყება 16 მაისს და გაგრძელდება 10 ივნისამდე.

3. იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა, 1998 წელს უფლება აქვთ ხელმეორედ გავიდნენ საკვალიფიკაციო გამოცდაზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე