დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის № 697 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 10/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №347
2000 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის № 697 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის მე-11 თემას მე-4 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი აბზაცი:
„საოლქო სასამართლოები“.
2. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სისხლის სამართლის“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისხლის სამართალი
თემა I. სისხლის სამართლის კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან შესაბამისობის საკითხი. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებანი სისხლის სამართლის სფეროში.
სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები.
დანაშაულის ჩადენის დრო. დანაშაულის ჩადენის ადგილი სუყველგანობის თეორიის მიხედვით. სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი. ანალოგია და მისი გამოყენების ფარგლები.
სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში. მისი ძალაში შესვლა და ძალის დაკარგვა.
სისხლის სამართლის კანონის გამოყენების პრინციპები.
ტერიტორიულობის პრინციპი. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში.
აქტიური პერსონალურობის ანუ საკუთარი მოქალაქის დასჯის პრინციპი.
პასიური პერსონალურობის ანუ საკუთარი მოქალაქის დაცვის პრინციპი.
რეალობის ანუ სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპი.
უნვიერსალობის ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ქმედობათა დასჯადობის პრინციპი.
მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი. დამნაშავის გადაცემა.
თემა II. დანშაული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. დანაშაულის ნიშნეი. დანაშაულის კატეგორიები. ერთიანი დანაშაულის სახეები. დანაშაულის სიმრავლე.
თემა III. დანაშაულებრივი ქმედობის შემადგენლობა
დანაშაულებრივი ქმედობა. დანაშაულებრივი შედეგი. მიზეზობრივი კავშირი. უმოქმედობის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საფუძველი. მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობის შინაარსი. სამართლებრივი გარანტის ფუნქციის შეუსრულებლობის სისხლისსამართლებრივი შედეგები.
განზრახვა და მისი სახეები.
გაუფრთხილებლობა და მისი სახეები.
პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრაცი დანაშაულისათვის.
თემა IV. მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი.
აუცილებელი მოგერიება.
დამნაშავის შეპყრობა.
უკიდურესი აუცილებლობა.
მართლზომიერი რისკი.
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა გარემოებანი.
თემა V. ბრალი
ბრალის გამომრიცხველი გარემოებანი.
შეურაცხაობა ასაკის გამო.
შეურაცხაობა ფსიქიური დაავადების გამო.
შეზღუდული შერაცხადობა.
იურიდიული და ფაქტობრივი შეცდომა და მისი ზეგავლენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
ბრძანების ან განკარგულების შესრულება.
ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოებანი.
ტრაგიკული კოლოზია და მისი სისხლისსამართლებრივი შედეგები.
ბრალის გამომრიცხველი და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ტრაგიკული კოლოზიის შემთხვევების ურთიერთგამიჯვნა.
თემაVI. დაუმთავრებელი დანაშაული
დანაშაულის მომზადება. მომზადების დასჯადობის შემთხვევები.
დანაშაულის მცდელობა. მცდელობის სახეები: დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა. უვარგისი მცდელობა. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება. თანამონაწილეთა ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულზე.
თემა VII. დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა.
დანაშაულის ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა. შუალობითი ამსრულებლობა. დანაშაულში თანამონაწილეობა. თანამონაწილეობის სახეები. ორგანიზატორი. წამქეზებელი. დამხმარე. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნება. ამსრულებლის ექსცესი. ჯგუფური დანაშაული. თანამონაწილეობის გამიჯვნა დანაშაულის შემხებლობისაგან.
თემა VIII. სასჯელი
სასჯელის მიზნები. სასჯელის სახეები. ჯარიმის გამოთვლის წესი დღიური ანაზღაურების სისტემით. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სხვა სახეები.
თემა IX. სასჯელის დანიშვნა
სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სასჯელის დანიშვნა დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის და განაჩენთა ერთობლიობის დროს. სასჯელთა შეჯამება. სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა.
თემა X. პირობითი მსჯავრი
პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. გამოსაცდელი ვადა. მოვალეობის დაკისრება. პირობითი მსჯავრის გაუქმება და გამოსაცდელი ვადის გაგრძელება.
თემა XI. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
ქმედითი მონანიება. დაზარალებულთან შერიგება. ვითარების შეცვლა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა.
თემა XII. სასჯელისაგან გათავისუფლება
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასჯელის მოუხდელის ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო. ორსული ქალისა და მცირეწლოვანი შვილის დედის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.
თემა XIII. ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა.
თემა XIV. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი. არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
თემა XV. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და წესი.
თემა XVI. დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ.
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები.
განსაცდელში მიტოვებისა და უმოქმედობით ჩადენილი განზრახი მკვლელობის ურთიერთგამიჯვნა.
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ.
თემა XVII. ეკონომიკური დანაშაული
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.
დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ.
დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში.
დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში.
დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ.
თემა XVIII. დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ.
სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ.
ნარკოტიკული დანაშაული.
სატრანსპორტო დანაშაული.
კომპიუტერული დანაშაული.
თემა XIX. დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ
დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ.
თემა XX. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ
დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
ტერორიზმი.
სამოხელეო დანაშაული.
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ.
თემა XXI. დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ
დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ.
დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ.
დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედობა.
დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ.
თემა XXII. დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ
დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ.
დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ.
თემა XXIII. დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ.
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებიდან და მათი დამატებითი ოქმებიდან გამომდინარე საქართველოს საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ვალდებულებები.
ლიტერატურა:
სისხლის სამართლის კოდექსი, მიღებული 1999 წლის 22 ივლისს, ცვლილებებითა და დამატებებით 2000 წლის 1 სექტემბრამდე.
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს I, II, III და IV კონვენციები და 1977 წლის 8 ივნისის I და II დამატებითი ოქმები.
ევროპის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“.
გამყრელიძე ო., დანაშაულის შუალობით ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა, თბ., 1974წ.
გამყრელიძე ო., ბრძოლა სისხლისსამართლებრივი უმართლობრივი პრობლემა და თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი, თბ., 1989წ.
გამყრელიძე ო., ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის, თბ., 1998წ.
ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის (კომენტარი), თბ., 1999წ.
მაყაშვილი კ., მაჭავარიანი მ., წერეთელი თ., შავგულიძე თ., დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (კომენტარები), თბ.,1999წ.
სურგულაძე ლ., სისხლის სამართალი. დანაშაული, თბ.,1997წ.
ტყეშელიაძე გ., პასუხისმგებლობა დანაშაულთა ერთობლიობისათვის, თბ., 1965წ.
ტურავა მ., სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი), თბ.,2000წ.
უგრეხელიძე მ., ბრალი საფრთხის დელექტებში, თსუ., 1983წ.
უგრეხელიძე მ., გაუფრთხილებელი ბრალის პრობლემა სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ. რუსულ ენაზე.
შავგულიძე თ., სურგულაძე ლ., საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი საქართველოს კანონმდებლობაში, 1968წ.
წერეთელი თ., ტყეშელიაძე გ., მოძღვრება დანაშაულზე, 1969წ.
წერეთელი თ., მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ. რუსულ ენაზე.
წერეთელი თ., დანაშაულის მომზადება და მცდელობა, 1961 წ.
წერეთელი თ., თანამონაწილეობა დანაშაულში, 1965წ.
წულაია ზ., დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ, თბ.,1999წ.
3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სამოქალაქო სამართლის“ ნაწილის ლიტერატურის სიას სიტყვების: „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, თბ., 1997წ.“ შემდეგ დაემატოს სიტყვები:„საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი.“.
II. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები