დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 492 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 21/11/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 27/11/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №492
2000 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 37-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „2001 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2002 წლის 1 იანვრამდე“;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები: „2001 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „2002 წლის 1 იანვრიდან“.
2. 38-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „2001 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „2002 წლის 1 იანვრიდან“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „2001 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2002 წლის 1 იანვრამდე“.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები