დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულებაში და „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 516 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 18/12/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №516
2001 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულებაში და „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულებაში მე-17 მუხლის 17.1. - 17.2. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-17 მუხლი:
17.1. ამ დებულების 8.3.-8.4. პუნქტები ამოქმედდება 2003 წლის 1 იანვრიდან.
17.2. 2003 წლის 1 იანვრამდე წერითი გამოცდა ჩატარდება ერთ ტურად.“.
2. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 37-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „2002 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2003 წლის 1 იანვრამდე“;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები: „2002 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „2003 წლის 1 იანვრიდან“.
2. 38-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „2002 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „2003 წლის 1 იანვრიდან“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „2002 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2003 წლის 1 იანვრამდე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები