დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 04/10/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №396
2001 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის XI თემას მე-9 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი აბზაცი:
„საქართველოს ადვოკატურა.“;
ბ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ლიტერატურის სიას დაემატოს შემდეგი – ლიტერატურა „საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, I, №22, 06.07.2001 წელი.“;
გ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სისხლის სამართლის პროცესის “ XXXIX თემას დაემატოს შემდეგი სიტყვები:
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა“;
დ) საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის „სამოქალაქო საპროცესო სამართლის“ XV თემას დაემატოს შემდეგი სიტყვები:
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები