საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

  • Word
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 31/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.123
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
124
31/12/2004
სსმ, 156, 31/12/2004
310.150.000.10.003.000.123
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/12/2004 - 14/12/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2004 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად:

1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2006 წლის 1 იანვრამდე

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2006 წლის 1 იანვრიდან

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.

2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2006 წლის 1 იანვრამდე

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,013;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;

ბ) 2006 წლის 1 იანვრიდან

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,005;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;

გ) 2007 წლის 1 იანვრიდან

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.

3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2006 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

 

11. 17/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 751 - ვებგვერდი, 18/12/2020 10. 24/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 495 - ვებგვერდი, 25/10/2018 9. 27/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 229 - ვებგვერდი, 28/05/2015 8. 26/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 731 - ვებგვერდი, 31/12/2014 7. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 444 - ვებგვერდი, 111205036, 06/12/2011 6. 30/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 421 - სსმ, 172, 31/12/2010 5. 30/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 259 - სსმ, 159, 30/12/2009 4. 17/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 243 - სსმ, 182, 23/12/2008 3. 17/12/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 282 - სსმ, 180, 20/12/2007 2. 15/11/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 210 - სსმ, 155, 17/11/2006 1. 14/12/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 224 - სსმ, 145, 14/12/2005