„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.022474
751
17/12/2020
ვებგვერდი, 18/12/2020
310150000.10.003.022474
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №751

2020 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:“.

 2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

თ)  2021 წლის პირველი იანვრიდან:

თ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;

თ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;

თ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;

თ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;

თ.ე) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში[1] – არაუმეტეს 80 კპა-ისა;

თ.ვ) გამოხდა:

− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;

− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;

ი)  2021 წლის პირველი ივლისიდან:

ი.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;

ი.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;

ი.გ) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში1 – არაუმეტეს 80 კპა-ისა;

ი.დ) გამოხდა:

− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;

− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;

ი.ე) ნახშირწყალბადის ტიპის შემცველობა:

− ოლეფინების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 18%-ისა;

− არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;

− ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;

ი.ვ) ჟანგბადის შემცველობის მასური წილი – არაუმეტეს 3.7%-ისა;

ი.ზ) ჟანგბადშემცველი დანამატების (ოქსიგენატის) შემცველობა:

− მეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 3%-ისა;

− ეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 5%-ისა;

− იზოპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;

− მეთილპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;

− მესამეულიბუტილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 7%-ისა;

− ეთერების (მოლეკულაში 5 ან მეტი C ატომებით) მოცულობითი წილი – არაუმეტეს 15%-ისა;

− სხვა ოქსიგენატების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა.“.



[1] ზაფხულის პერიოდი: 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია