„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
  • Word
259
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
00000000.00(0).000.000000
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №259

2009 წლის 30 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წე­ლი, №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რე­დაქ­ციით:

„საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შეს­რუ­ლე­ბა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევ­­როპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავ­ტო­ტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვი­ის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გო­გირ­დის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობ­ლე­მები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბა­ზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარის­ხის ევ­რო­პულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მა­­ხა­სიათებლები:

ა) 2010 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ა.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%;

ა.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 45%;

ა.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ბ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%;

ბ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 45%;

ბ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

გ) 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;  

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ) 2012 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური