„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205036, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.016604
  • Word
444
01/12/2011
ვებგვერდი, 111205036, 06/12/2011
310150000.10.003.016604
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 444

2011 წლის 1 დეკემბერი

. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის 124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის 124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 250 მგ/კგ;

დ) 2014 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს  2011 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                          ნ. გილაური