დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 243 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 182, 23/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.10.003.001.187 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №243
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ) 2011 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დოკუმენტის კომენტარები