დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 282 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 20/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.010.10.003.000.594 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №282
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 პროცენტი;
არომატული ნოხშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 250 მგ/კგ;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 1 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ;
დ) 2011 წლის იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 35 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ.“.
2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2009 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დოკუმენტის კომენტარები