დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 210 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/11/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 17/11/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.010.10.003.000.594 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2006 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2008 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;
გ) 2009 წლის 1 იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.“.
2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2008 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2008 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები