დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 229 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.018614 |
|
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2004 წ., მუხ. 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე: ე.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ; ე.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 3 %; ე.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 42%; ე.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ.“; „ვ) 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე: ვ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ; ვ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1 %; ვ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%; ვ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ;“. 2. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) 2017 წლის პირველი იანვრიდან: ზ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ; ზ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1 %; ზ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%; ზ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები