დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 675 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/08/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 23/08/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.22.022.010.766 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/08/2007 - 04/08/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №675
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის გადასვლისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომლიდანაც მოსწავლე გადადის, ვალდებულია მოითხოვოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული თანხმობა, რომელშიც გადადის მოსწავლე და რომლითაც დასტურდება ამ მოსწავლის ჩარიცხვის შესაძლებლობა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი №1
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. დაბადების მოწმობის დედანი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში და რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გატანა დასაშვებია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.
დანართი №2
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. დაბადების მოწმობის დედანი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში და რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გატანა დასაშვებია სრულწლოვანი მოსწავლის ან არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.
3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.
დოკუმენტის კომენტარები