„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 229/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016495
229/ნ
12/10/2012
ვებგვერდი, 15/10/2012
430050000.22.022.016495
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №229/ნ

2012 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში  (სსმ, №119, 23/08/2007, 430.050.000.22.022.010.766) შევიდეს ცვლილება და ბრძანების

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას” დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.”;

ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხას” დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.”;

გ) 21 პუნქტით დამტკიცებულ „განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას” დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

,,32. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე