,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527017, 02/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 430500000.22.022.016131
  • Word
94/ნ
27/05/2011
ვებგვერდი, 110527017, 02/06/2011
430500000.22.022.016131
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 94/

2011 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში (სსმ III, 23.08.2007, №119, მუხ. 1305) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად”;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;”;

 

ე) ბრძანებას დაემატოს დანართი №3 „განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხათანდართული რედაქციით:

 

დანართი №3

განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე.

2. დაბადების მოწმობის დედანი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში და რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გატანა დასაშვებია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ.

 5. სენსონური დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი, მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:

ა) აუდიოლოგის დასკვნა სმენის დარღვევის ხარისხის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის საფუძველზე მოსწავლის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არის 50 დეციბილზე ქვემოთ, მაშინ ასეთი მოსწავლის ჩასარიცხად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გაიცემა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე;

ბ) ოფთალმოლოგის დასკვნა მხედველობის ხარისხის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მხედველობის დარღვევის ხარისხი უკეთესად მხედველი თვალით აღემატება 20%-ს, მაშინ ასეთი მოსწავლის ჩარიცხვისათვის საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გაიცემა მოსწავლის კანონიერი წამომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე.

6. განვითარების შეფერხების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი, მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაიცემა მოსწავლის კანონიერი წამომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე.

7. ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი,  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის ქცევითი აშლილობისა და ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის შესახებ.

8. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. ასევე მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს აღნიშნული მოსწავლისათვის განათლების მიღებისათვის შესაბამისი ფორმის შერჩევის საჭიროებას.

9. სპეციალიზირებული სკოლების პანსიონურ ნაწილში ჩაირიცხება მოსწავლე, თუ მოსწავლის ოჯახი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცმთა ბაზაში”, ან/და მოსწავლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ან/და მოსწავლე, რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ან/და მოსწავლე, რომელიც არის ობოლი ან რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად, ან/და მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მისთვის საზიანოა; ან/და მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს სპეციალური პროფილის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული გარემოების/გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება შესაბამისი გარემოს/გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.    

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი