„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 159/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017232
159/ნ
07/12/2016
ვებგვერდი, 08/12/2016
430050000.22.022.017232
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №159/ნ

2016 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში (სსმ, 119, 23/08/2007) და ბრძანების:

1. მე-2 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირი თავისუფლდება ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.“.

2. 21 პუნქტით დამტკიცებული განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. პირი თავისუფლდება ამ   დანართის   მე-8   პუნქტით   გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების   დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპეციალიზირებულ სკოლებში ჩარიცხვის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა