„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018421
03/ნ
12/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
430050000.22.022.018421
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №03/ნ

2024 წლის 12 იანვარი

ქ.თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანების (სსმ, №119, 23/08/2007; სარეგისტრაციო კოდი: 430.050.000.22.022.010.766) მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხის (დანართი №2)“ 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3​1. სპეციალიზებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზებულ სკოლაში სწავლა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი