„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 114/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016380
  • Word
114/ნ
13/06/2012
ვებგვერდი, 14/06/2012
430050000.22.022.016380
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №114/ნ

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ( სსმ, 119, 23/08/2007 სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხ ას” დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”;

ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხა ს” დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”;

გ) 21 პუნქტით დამტკიცებულ განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას” დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი