დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 567 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025461 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2018, 300160070.10.003.020315) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების:
ა) 212 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 212. 2026 წლის პირველ ივლისამდე გადამდები დაავადების გამომწვევი აგენტით დაინფიცირებული, დაავადებული ან/და კონტაქტში მყოფი ცხოველის ან/და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის ან/და ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული სურსათის, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, განკარგვა/განადგურება მოხდეს დაწვით ან/და დამარხვით, როგორც გამონაკლისი და დროებითი ზომა.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების მე-2, 21 – 24, 29 − 211 და მე-3 მუხლებისა და ამ მუხლებთან დაკავშირებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ჰ49“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ49) საკვები ნიადაგი (growing media) − მასალები, მათ შორის, ქოთნის ნიადაგი, გარდა ჩვეულებრივი (in situ) ნიადაგისა, რომელშიც მცენარეები ან სოკოები იზრდება და გამოიყენება ჩვეულებრივი ნიადაგისაგან დამოუკიდებლად;“;
ა.ბ) „ჰ60“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ60) „პროცესის ჰიგიენის კრიტერიუმი“ − კრიტერიუმი, რომელიც მიუთითებს წარმოების პროცესის მისაღებ ფუნქციონირებაზე. ასეთი კრიტერიუმი არ ვრცელდება ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე. იგი ადგენს დაბინძურების ინდიკატორულ მაჩვენებელს, რომლის მიღმა, ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად საჭიროა მაკორექტირებელი ქმედებები პროცესის ჰიგიენის შესანარჩუნებლად;“;
ა.გ) „ჰ60“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ61“ ქვეპუნქტი: „ჰ61) ფრასი (Frass) − ფერმის მწერებისგან მიღებული ექსკრემენტების ნარევი, ცხოველის საკვების სუბსტრატი, ფერმის მწერების ნაწილები, მკვდარი კვერცხები და მკვდარი ფერმის მწერების არაუმეტეს 5%-იანი მოცულობისა და არაუმეტეს 3%-იანი წონის შემცველობით.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის 38-ე მუხლის, 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მეორეული პროდუქტისათვის, რომლებიც აღარ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან რისკს საზოგადოების ან ცხოველთა ჯანმრთელობისთვის, შეიძლება, განისაზღვროს საწარმოო ჯაჭვის საბოლოო წერტილად, რომლის მიღმაც ისინი აღარ ექვემდებარება ამ წესის მოთხოვნებს. მეორეული პროდუქტები შემდგომში შეიძლება, განთავსდეს ბაზარზე ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე და აღარ დაექვემდებარება ამავე წესით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლს. 6. ვეტერინარული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნის შემთხვევაში, ამ წესის 38-ე მუხლის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მეორეულ პროდუქტთან დაკავშირებით გამოიყენება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი საგანგებო ზომები.“;
გ) მე-11 მუხლის:
გ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ ფერმის ცხოველის ნაკელი ან ძვალხორცის ფქვილი გამოიყენება ამ წესის თავი V-ის შესაბამისად, როგორც საწვავი, ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან ერთად გამოიყენება: ა) ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი აღიარებაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ ავტორიზებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ მტკიცებულებებს. წვის ქარხანა, რომელშიც ფერმის ცხოველების ნაკელი ან ძვალხორცის ფქვილი გამოიყენება, როგორც საწვავი, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ნაკელისთვის და ამავე წესის 722 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ძვალხორცის ფქვილის შემთხვევაში, ასევე ორივე საწვავის (ნაკელი და ძვალხორცის ფქვილი) გამოყენების შემთხვევაში, ამ წესის 71-ე მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარების პროცედურა არ უნდა დასრულდეს, ვიდრე სამინისტროს ან სამინისტროს მიერ ავტორიზებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ არ ჩატარდება ზედიზედ ორი შემოწმება, მათგან ერთი წინასწარი გაფრთხილების გარეშე და წვის საამქროს მუშაობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ტემპერატურისა და ემისიის საჭირო გაზომვების ჩათვლით. მას შემდეგ, რაც შემოწმების შედეგები შესაბამისობაში იქნება ამ წესის 71-ე მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტებთან, ნაკელისა და ამავე წესის 722 მუხლთან, ძვალხორცის ფქვილის შემთხვევაში, შესაძლოა, მიენიჭოს სრული აღიარება; გ) ამ წესის 69-ე − 721 მუხლებში მითითებულ წვის საამქროში ძვალხორცის ფქვილის დაწვა დაუშვებელია.“;
გ.ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ტრანსპორტირებულ იქნეს კომერციული დოკუმენტის ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის თანხლებით ამ წესის 120-ე-121-ე მუხლებისა და დანართ №41-ით − „სიით განსაზღვრული ზოგიერთი დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის შექმნილი შეზღუდული ზონებიდან ცწადპ-ს გადაადგილებისთვის/For movement of Animal by-products from restricted zones established for the prevention and control of certain listed diseases“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;“;
ე) 30-ე მუხლის:
ე.ა) „ბ.კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“, „ბ.ლ.ა“, „ბ.ლ.ბ“, „ბ.ლ.გ“ და „ბ.ლ.დ“ ქვეპუნქტები: „ბ.ლ) მე-3 კატეგორიის მასალის ფაზის გარდაქმნის პროცესები, როგორიცაა: ბ.ლ.ა) სისხლის თერმოკოაგულაცია; ბ.ლ.ბ) სისხლის ცენტრიფუგირება; ბ.ლ.გ) ამ წესის 138-ე − 140-ე მუხლებით განსაზღვრული შემაკავებელი მეთოდები; ბ.ლ.დ) ჩლიქების, ღორის ჯაგრის, ბუმბულისა და ბალნის ჰიდროლიზი განკუთვნილია ამ წესით დადგენილი გადამუშავების მეთოდებით გადამუშავებისთვის;“;
ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ წესის 26-ე მუხლი, თუ ის ფერმაში ინახავს ფერმის ცწადპ-ს, როგორც ეს მითითებულია ამავე წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტში, იმ პირობით, რომ გადაუმუშავებელი ცწადპ შემდგომში დაექვემდებარება განკარგვას ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;“;
ე.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) როდესაც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.ზ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტებში მითითებული ოპერაციები ტარდება ამ წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აღიარებული საწარმოს ან საამქროს ადგილზე, რომელიც წარმოქმნის ამ მასალებს, სააგენტოს შეუძლია, გასცეს ავტორიზაცია ოპერაციაზე რეგისტრაციის გარეშე, ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისად ან ამავე წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებაზე, იმ პირობით, რომ ცწადპ ინახება, ტრანსპორტირდება და ექვემდებარება განკარგვას ან გამოიყენება, როგორც ამ წესის შესაბამისად გადაუმუშავებელი ცწადპ-ად.“;
ვ) 45-ე მუხლში:
ვ.ა) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ წესის 1961 − 1963 მუხლებში მოცემული კონკრეტული მოთხოვნები ცწადპ-სა და მეორეული პროდუქტებისადმი, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში, სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ.“;
ვ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ წესის 1951 მუხლით დადგენილი წესები გამოიყენება დანართ №61-ით − „ზოგიერთი მეორეული პროდუქტების ექსპორტის წესებით“ განსაზღვრული მეორეული პროდუქტების საქართველოდან ექსპორტისას.“;
ზ) 46-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მასალები, რომლებიც წარმოებულია ქვეყანაში და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 1961 − 1963 მუხლებით დადგენილ კონკრეტულ მოთხოვნებს.“;
თ) 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმოს, საამქროსა და ბიზნესოპერატორების სიების განახლება, რომელიც შედგენილია ევროკავშირის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად და ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.“;
ი) 72-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 721 და 722 მუხლები:
„მუხლი 721. წვის საამქრო, რომელშიც ფერმის ცხოველების ნაკელი, გარდა ფრინველის ნაკელისა, გამოიყენება როგორც საწვავი 1. წვის საამქროში, რომლის საერთო შეფასებული თერმული სიმძლავრე არ აღემატება 50 მგვტ-ს, საწყის მასალად გამოიყენება მხოლოდ ფერმის ცხოველების ნაკელი, გარდა ამავე წესის 71-ე მუხლში მითითებული ფრინველის ნაკელისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების სხვა პროდუქტების ან მიღებული მეორეული პროდუქტების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ წვის საამქროში საწვავად გამოყენება (დაწვა) დაუშვებელია. ფერმის ცხოველების ნაკელი, გარდა ამ წესის 71-ე მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაკელისა, რომელიც გენერირებულია სადგომის გარეთ, არ უნდა იყოს კონტაქტში ფერმის ცხოველებთან. 3. წვის საამქრო, რომელიც საწვავად გამოიყენებს ფერმის ცხოველების ნაკელს, გარდა ფრინველის ნაკელისა, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 71-ე მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 722. წვის საამქრო, რომელშიც ძვალხორცის ფქვილი გამოიყენება, როგორც საწვავი 1. წვის საამქრო, რომლის საერთო შეფასებული თერმული სიმძლავრე არ აღემატება 50 მგვტ-ს, საწყის მასალად გამოიყენება, როგორც საწვავი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, პირველი და მე-2 კატეგორიის მასალებიდან მიღებული ძვალხორცის ფქვილი ცალკე ან ნარევის სახით − ძვალხორცის ფქვილი, გადამდნარი ცხიმი და ნაკელი. 2. სპეციფიკური მოთხოვნები წვის საამქროში საწვავად გამოყენებულ ძვალხორცის ფქვილზე: ა) ძვალხორცის ფქვილი უნდა ინახებოდეს წვის საამქროში უსაფრთხოდ, ცხოველებისთვის მიუწვდომელ, დაცულ, დახურულ სათავსში და არ უნდა გაიგზავნოს დანიშნულების სხვა ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ გაცემულია ავტორიზაცია გაფუჭების ან მუშაობის ნორმიდან გადახვეული პირობების შემთხვევებში; ბ) წვის საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს: ბ.ა) საწვავის მართვის ავტომატური ან უწყვეტი სისტემით საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შემდგომი დამუშავების გარეშე მოსათავსებლად; ბ.ბ) დამხმარე სანათურით, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დასაწყისისას და გამორთვის ოპერაციების დროს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ წესის 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ტემპერატურის მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ ოპერაციების ნებისმიერ დროს, ვიდრე დაუმწვარი მასალა წვის კამერაშია. 3. წვის საამქროები, რომლებშიც პირველი ან მე-2 კატეგორიის მასალების ძვალხორცის ფქვილი გამოიყენება საწვავად, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის IV თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს და ამავე წესის 71-ე მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებითა და 72-ე მუხლით დადგენილ სპეციფიკურ მოთხოვნებს.“;
კ) 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თითოეული გადამუშავების ერთეულს უნდა ჰქონდეს ორი სანთურა და ორი მეორეული ჰაერის ვენტილატორი რეზერვად, სანთურის ან ვენტილატორის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. მეორეული კამერა დაპროექტებული უნდა იყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს დაყოვნება, სულ მცირე, 2 წამის განმავლობაში არანაკლებ 8500C ტემპერატურაზე წვის ყველა პირობებში;“;
ლ) 119-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების შემთხვევაში − „საკვები მხოლოდ შინაური ბინადარი ცხოველისთვის“; შეინახეთ სურსათისაგან მოშორებით. დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ხელსაწყოები, ჭურჭელი და ზედაპირები ამ პროდუქტთან შეხების შემდეგ;“;
მ) 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად, ცწადპ და მეორეული პროდუქტები, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის თავი XV1-ით განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებს.“;
ნ) 121-ე მუხლის მე-7 პუნქტში:
ნ.ა) „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მასალის წარმოშობის საწარმოს ან საამქროს დასახელება და მისამართი, მისი აღიარების ან სარეგისტრაციო ნომერი მინიჭებული ამ წესის ან, საჭიროების შემთხვევაში, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების ან „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების ან „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილების შესაბამისად და დამუშავების სახე და მეთოდი, საჭიროებისამებრ; ე) მასალის გადამზიდავის დასახელება, მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი; ვ) დანიშნულების საწარმოს ან საამქროს დასახელება, მისამართი და ამ წესის შესაბამისად მინიჭებული რეგისტრაციის ან აღიარების ნომერი ან, საჭიროების შემთხვევაში, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების ან „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილების შესაბამისად; ზ) კონტეინერებით ტრანსპორტირების შემთხვევაში, კონტეინერის სრული საიდენტიფიკაციო ნომერი;“;
ნ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) გადამუშავებული ცხოველური ცილისა და გადამუშავებული ცხოველური ცილის შემცველი პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში, როგორც ეს მითითებულია „ტექნიკური რეგლამენტის − ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილების IX თავში.“;
ო) 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. შეგროვების შემდეგ ცწადპ-ის ჰენდლინგი ამ წესის 131-ე − 134-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება ცწადპ-ის შენახვისას (ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) და ამ მუხლით განსაზღვრული იმ ოპერაციების შემდეგ, რომელიც მოიცავს ცწადპ-ის ჰენდლინგს, მათი ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეგროვების შემდეგ: ა) გადარჩევა; ბ) დაჭრა; გ) გაცივება; დ) გაყინვა; ე) დამარილება ან სხვა პრესერვაციის პროცესები; ვ) ტყავისა და კანის მოცილება; ზ) ზოგიერთი განსაკუთრებული რისკის მასალის მოცილება; თ) ჰენდლინგის მომცველი ოპერაციები/ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორიცაა, მაგალითად, დაკვლისშემდგომი შემოწმება ან ნიმუშების აღება; ი) ბიოგაზის ან კომპოსტირების საწარმოში ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული ცწადპ-ის ჰიგიენიზაცია/პასტერიზაცია, სხვა საწარმოში ან საამქროში ასეთ ტრანსფორმაციამდე ან კომპოსტირებამდე, ამ წესის მე-100 − 105-ე მუხლების შესაბამისად; კ) გაცრა; ლ) მე-3 კატეგორიის მასალების, ფაზაში გარდამავალი პროცესები, როგორიცაა: სისხლის თერმოკოაგულაცია, სისხლის ცენტრიფუგაცია, ამ წესის 138-ე − 140-ე მუხლებით განსაზღვრული შეკავება, ჩლიქების, ღორის ჯაგრის, ბუმბულისა და ბალნის ჰიდროლიზება, რომლებიც განკუთვნილია გადასამუშავებლად ამ წესით განსაზღვრული გადამუშავების მეთოდების გამოყენებით.“;
პ) 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი: „ბ.დ) აბრეშუმის ჭია (Bombyx mori).“;
ჟ) 156-ე მუხლში:
ჟ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 156. ღამურიდან მიღებული გუანო (გამომშრალი სკორე), ფრასი (frass), გადამუშავებული ნაკელი და მისგან მიღებული მეორეული პროდუქტი“;
ჟ.ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღამურების გუანოს (გამომშრალი სკორე), გადამუშავებული ნაკელისა და მისგან მიღებული მეორეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ექვემდებარება ამ მუხლის „ა“ − „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს:“;
ჟ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ფრასის (frass) ბაზარზე განთავსება უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ პირობებს.“;
რ) 162-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვებიდან შემთხვევითი შერჩევით აღებული ნიმუშები წარმოების ან/და შენახვის დროს (განაწილებამდე) უნდა შემოწმდეს შემდეგ სტანდარტებთან შესაბამისობაზე: ა) სალმონელა: არარსებობა 25 გ, n = 5, c = 0, m = 0, M = 0; ბ) წარმოების პროცესის ჰიგიენის კრიტერიუმი − ენტერობაქტერია: n = 5, c = 2, m = 500 ერთ გრ-ში, M = 5 000 ერთ გრ-ში, (სადაც n = შესამოწმებელი ნიმუშების რაოდენობას; m = ბაქტერიების რაოდენობის ზღვრულ სიდიდეს; შედეგი ითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ ბაქტერიების რაოდენობა ყველა ნიმუშში არ აღემატება m–ს. M = ბაქტერიების მაქსიმალურ რაოდენობას; შედეგი ითვლება არადამაკმაყოფილებლად, თუ ბაქტერიების რაოდენობა ერთ ან მეტ ნიმუშში შეადგენს ან აღემატება M–ს; c = ნიმუშების რაოდენობა, რომელშიც ბაქტერიების რაოდენობა შესაძლოა, იყოს m-სა და M-ს შორის, ნიმუშები კვლავ მისაღებად ითვლება, თუ ბაქტერიების რაოდენობა სხვა ნიმუშებში შეადგენს m-ს ან ნაკლებს). ბიზნესოპერატორებმა უნდა მიიღონ ზომები, როგორც HACCP_ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების ნაწილი, რათა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ნედლეულისა და შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების მიწოდება, დამუშავება და გადამუშავება განხორციელდეს ისე, რომ ზემოაღნიშნული უვნებლობის სტანდარტები და პროცესის ჰიგიენის მაჩვენებელი იქნეს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ უვნებლობის სტანდარტები და პროცესის ჰიგიენის კრიტერიუმი არ არის დამაკმაყოფილებელი, ბიზნესოპერატორმა უნდა გაატაროს ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი პროცედურის შესაბამისად პროპორციული მაკორექტირებელი ქმედებები და ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები. სადაც დადგინდა შეუსაბამობა და განისაზღვრა მისი მიზეზი, ინფორმაცია გამოყენებული მაკორექტირებელი ქმედებებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს სააგენტოს. თუ სააგენტო თვლის, რომ მიღებული მაკორექტირებელი ქმედებები არ არის საკმარისი, მას შეუძლია, დაუწესოს ბიზნესოპერატორს დამატებითი მაკორექტირებელი ქმედებების გატარება, მათ შორის, ეტიკეტირება ჰენდლინგისას და შეიძლება, მოსთხოვოს ბიზნესოპერატორს შემდგომი ნიმუშების აღება მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის.“;
ს) 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) წარმოადგენს ბუნებრივ ისტორიულ კოლექცი(ებ)ის ობიექტებს ან საჭიროა მეცნიერების ხელშესაწყობად და ისინი: ე.ა) შენახულია არეში, როგორიცაა სპირტი ან ფორმალდეჰიდი, რომლებიც იძლევა ამ ექსპონატების გამოფენის საშუალებას; ე.ბ) ან სრულად მოთავსებულია მიკროსლაიდებში; ან ე.გ) შედგება მთელი ჩონჩხისაგან ან მათი ნაწილებისგან, ძვლებისაგან ან კბილებისგან, რომლებიც იცვლება მუზეუმებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;“;
ტ) 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დადასტურებას, რომ პროდუქტი არ არის გამიზნული, რომელიმე ეტაპზე გამოყენებულ იქნეს სურსათის, ცხოველის საკვების მასალის, ორგანული სასუქების ან ნიადაგის გამანაყოფიერებლის წარმოებაში; და დ.ა) მიღებულია სასაკლაოზე დაკლული ჯანმრთელი ცხოველისაგან; და დ.ბ) გამომშრალია 42 დღის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე, არანაკლებ 20°C ტემპერატურისა; და/ან დ.გ) დამუშავებულია თერმულად ერთი საათის განმავლობაში, არანაკლებ 80°C ტემპერატურის მიღწევით შუაგულში; და/ან დ.დ) დანაცრებულია, ერთი საათის განმავლობაში, არანაკლებ 800°C ტემპერატურის მიღწევით შუაგულში; და/ან დ.ე) დაექვემდებარა აციდიფიკაციის (შემჟავების) პროცესს ისე, რომ შენარჩუნებული იყო pH 6-ზე ნაკლები, სულ მცირე, ერთი საათის განმავლობაში, შუაგულში.“;
უ) 187-ე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) ამ წესის მე-7 − მე-9 მუხლებით განსაზღვრული ცწადპ-დან და განკუთვნილია ბიოდიზელის, ოლეოქიმიური პროდუქტების ან განახლებადი საწვავის წარმოებისთვის განკუთვნილი მასალებისთვის, რომლებიც დაექვემდებარა ამ წესის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დამუშავებას;“;
ფ) 195-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1951 მუხლი:
„მუხლი 1951. ზოგიერთი მეორეული პროდუქტის ექსპორტის წესები ამ წესის დანართ №61-ით − „ზოგიერთი მეორეული პროდუქტების ექსპორტის წესებით“ განსაზღვრულია მეორეული პროდუქტების ექსპორტის წესები, ამ წესის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად.“;
ქ) XV თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XV1:
„თავი XV1
მოთხოვნები ცწადპ-ისა და მეორეული პროდუქტების ტვირთის შემოსვლისთვის, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ
მუხლი 1961. დაუფასოებელი ან ნაყარი ცწადპ და მეორეული პროდუქტები, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, რომლის არც მთლიანი ტერიტორია და არც მისი ნაწილი არ არის სიით განსაზღვრული 1. შემოსავლების სამსახური საქართველოში შემოტანის უფლებას აძლევს მხოლოდ შეუფუთავ ან ნაყარ ცწადპ-ს ან მეორეული პროდუქტების იმ ტვირთებს, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ (რომლის არც მთლიანი ტერიტორია და არც მისი ნაწილი არ არის სიით განსაზღვრული) შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ, თუ დაცულია შემდეგი პირობები: ა) ტვირთს უნდა ახლდეს ოფიციალური სერტიფიკატი ან დოკუმენტი, ორიგინალში ან დამოწმებულ ასლში, ან ასეთი სერტიფიკატის ან დოკუმენტის ელექტრონული ეკვივალენტი, რომელიც შექმნილია IMSOC-ის გამოყენებით, გაცემული სააგენტოს მიერ ექსპორტისათვის; ბ) ტვირთს უნდა ახლდეს დეკლარაცია სააგენტოს მიერ გაცემული, რომელშიც იგი თანხმდება ტვირთის მიღებაზე და მიუთითებს დანიშნულების ადგილს; გ) ტვირთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას: გ.ა) იგი დალუქულია დაუზიანებელი ორიგინალი ლუქით, თუ საქართველოდან გასვლამდე ლუქის გამოყენება აღნიშნული იყო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ორიგინალ სერტიფიკატში ან საქართველოს მიერ გაცემულ ოფიციალურ სხვა დოკუმენტში; გ.ბ) მას ერთვის სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სხვა საჯარო ორგანოს ოფიციალური დეკლარაცია, რომელმაც უარი თქვა ტვირთის შესვლაზე უარის მიზეზის მითითებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად, როდესაც ტვირთი ექსპორტირებულია თანმხლები ოფიციალური სერტიფიკატის ან დოკუმენტის გარეშე, ტვირთის წარმომავლობა უნდა დადასტურდეს სხვა გზით, დოკუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტვირთების ტრანსპორტირების მონიტორინგი სასაზღვრო კონტროლის პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე ხორციელდება ამავე მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტების შესაბამისად. 4. საქართველოში შემოსვლისას სააგენტომ, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილების შესაბამისად, უნდა განახორციელოს იმ ტვირთის ტრანსპორტის ავტორიზაცია, ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტში (CHED) მითითებულ დანიშნულების ადგილის საწარმოში, თუ შემოსვლისას სასაზღვრო კონტროლის პუნქტზე შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგი ხელსაყრელია/დადებითია. 5. ტვირთი, რომელზეც გაცემულია ავტორიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უნდა იყოს: ა) დალუქული შემოსავლების სამსახურის მიერ; ბ) ტრანსპორტირებული ჩამოტვირთვის ან გაყოფის/დაყოფის გარეშე; გ) პირდაპირ ტრანსპორტირებული CHED-ში მითითებულ დანიშნულების ადგილის საწარმოში. 6. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აცნობოს „სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილებით განსაზღვრული IMSOC-ის (მენეჯმენტის ინფორმაციული მართვის სისტემა სახელმწიფო კონტროლისათვის) სისტემის მეშვეობით სააგენტოს, რომელიც ახორციელებს დანიშნულების ადგილზე, საწარმოში სახელმწიფო კონტროლს, როგორც ეს მითითებულია CHED-ში („დანიშნულების ადგილი“), იმის შესახებ, რომ შემოსვლის სასაზღვრო კონტროლის პუნქტში სახელმწიფო კონტროლის შემდეგ, ტვირთის ტრანსპორტირება საწარმოს დანიშნულების ადგილზე დაშვებულია.
მუხლი 1962. დაუფასოებელი ან ნაყარი ცწადპ და მეორეული პროდუქტები, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, რომლის მთლიანი ტერიტორია და მისი ნაწილი განსაზღვრულია სიით 1. შემოსავლების სამსახური დაუშვებს ქვეყანაში მხოლოდ შეუფუთავი ან ნაყარი ცწადპ-ის ან მეორეული პროდუქტების ტვირთს, რომელიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ და სიით განსაზღვრულია მისი მთლიანი ტერიტორია ან ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 1961 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. 2. როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პროდუქტები გადმოტვირთულია, შენახული, ხელახლა ჩატვირთული ან ორიგინალი ბეჭდის შეცვლა განხორციელდა სიით განსაზღვრულ სხვა ქვეყანაში ან მის ტერიტორიის ნაწილში, ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ სხვა ქვეყნის ან ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს ან სხვა საჯარო ორგანოს ოფიციალური დეკლარაცია: ა) გადმოტვირთვის, შენახვისა და ხელახალი ჩატვირთვის ადგილისა და თარიღის მითითებით და ხელახლა ჩატვირთვის შემდეგ კონტეინერზე დადებული ბეჭდის ნომრით; ბ) რომელიც ადასტურებს, რომ: ბ.ა) სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის კონტეინერზე ბეჭედი გატეხილია მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის მიზნით; ბ.ბ) პროდუქტების დამუშავება ხდებოდა მხოლოდ საჭიროებისამებრ და კერძოდ: ბ.ბ.ა) შესაბამის ტემპერატურაზე, რომელიც საჭიროა შესაბამისი ტიპის ცწადპ-ის ან მეორეული პროდუქტებისთვის; და ბ.ბ.ბ) ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროდუქტების ჯვარედინი დაბინძურება კონტროლის დროს; ბ.ბ.გ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი დაუყოვნებლივ ხელახლა დალუქულ იქნა სახელმწიფო კონტროლის შემდეგ; გ) გადმოტვირთვისა და შენახვის მიზეზების მითითებით.
მუხლი 1963. შეფუთული ცწადპ და მეორეული პროდუქტები, რომლებიც წარმოშობილია და ბრუნდება საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ 1. შემოსავლების სამსახურმა უნდა დაუშვას მხოლოდ იმ შეფუთული ცწადპ-ის ან მეორეული პროდუქტის ტვირთი საქართველოში, რომელიც წარმოშობილია და ბრუნდება ქვეყანაში სხვა ქვეყნის მიერ შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, სადაც ამ წესის 1961 მუხლის მოთხოვნები შესრულებულია და პროდუქციის ინდივიდუალური შეფუთვა ხელუხლებელი დარჩა ექსპორტამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. 2. როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტები გადმოიტვირთა სხვა ქვეყანაში, ტვირთს უნდა ახლდეს ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სხვა საჯარო ორგანოს ოფიციალური დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქცია: ა) არ დამუშავებულა, გარდა გადმოტვირთვის, შენახვისა და ხელახალი ჩატვირთვისა; ბ) დამუშავდა შესაბამისი ტიპის ცწადპ-ის ან მეორეული პროდუქტებისთვის საჭირო ტემპერატურაზე.“.
3. დაემატოს დანართი №41 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. დაემატოს დანართი №61 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. დანართი №8 და დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
7. დანართი №14 − დანართი №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
8. დანართი №22 − დანართი №31 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
9. დანართი №33 − დანართი №39 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
10. დანართი №42 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოგზავნილ ტვირთზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები