„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ"

  • Word
„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 05/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
792
04/08/2005
სსმ, 92, 05/08/2005
020.080.160.22.034.007.598
„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (05/08/2005 - 07/06/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.007.598

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №792

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე და 249-ე მუხლების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის თანდართული ფორმები;

ბ) ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი.”

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 14 აგვისტოდან.

ი. მერაბიშვილი


 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

    მუხლი 2.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომელთა ფუნქციაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა.

თავი II

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების შევსების წესი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენა

    მუხლი 3.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

2. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

    მუხლი 4.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი და მეორე ეგზემპლარები რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მესამე – გადაეცემა დამრღვევს.

2. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმების დადგომის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ეგზავნება სასამართლო აღმასრულებელს.

    მუხლი 5.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მონაცემები შეი-ტანება დამრღვევის პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) ან პასპორტის მიხედვით, ხოლო ,,დ” ქვეპუნქტში მიეთითება დამრღვევის დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) მე-7 პუნქტში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე ივსება სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, ხოლო მძღოლს, რომელსაც თან არ აქვს სარეგისტრაციო მოწმობა, მონაცემები შეიტანება ასეთი რეკვიზიტების ვიზუალური დათვალიერების მიხედვით;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;

დ) მე-13 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით, დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ ნაწილის მე-13 პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. ამასთან ერთად ყველა შემთხვევაში ივსება საჯარიმო ქვითრის I ნაწილი, რომლის მე-11 პუნქტში მონაცემები შეიტანება II ნაწილის მე-3 პუნქტის ანალოგიურად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საჯარიმო ქვითრის I ნაწილი ივსება იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და ადგილზე ვერ ხდება იმის დადგენა სამართალდარღვევა პირველადაა ჩადენილი თუ განმეორებით. ასეთ შემთხვევაში I ნაწილში არ ივსება მე-11 პუნქტი, ხოლო დამრღვევისათვის განკუთვნილ საჯარიმო ქვითრის მესამე ეგზემპლარს ადგილზე ჩამოეხევა II ნაწილი (საჯარიმო ქვითრის ყუა), რომელიც რჩება საამისოდ უფლებამოსილ პირთან, ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე შესაბამისი დადგენილების გამოტანისთანავე და იგი ამ დადგენილების ასლთან ერთად ეგზავნება დამრღვევს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად.

5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ ივსება მხოლოდ მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის II ნაწილის მიღებისას, დამრღვევისათვის გადაცემული საჯარიმო ქვითრის I ნაწილის მე-11 პუნქტი ივსება II ნაწილის მე-3 პუნქტის ანალოგიურად.

    მუხლი 6.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა.

    მუხლი 7.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმთან ერთად და იგი გადაეცემა დამრღვევს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის განხილვამდე.

    მუხლი 8.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმის მე-3 პუნქტში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არა აქვს მინიჭებული.

    მუხლი 9.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, გარდა ამ წესის მე-3-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმაზე ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს

    მუხლი 10.

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

2. საბანკო დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11.

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილით. წესი


Oval: ბ.ა.დანართი 1

Oval: ბ.ა.ნაწილი I.                                 საჯარიმო ქვითარი

                    ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე   აა № 000000

1. _________________________________________     2. __________________________________________

          შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი)                                    შედგენის ადგილი                                  

3.________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.: ) პირად.დამ.დოკ.სერია №  ან პირადი №_____________ ) გვარი ____________________

) სახელი ___________________ ) დაბ.თარ. ________________  ) სამუშაო ადგ. ________________

_________________________   ) მისამ: __________________

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსისმუხლი _____________   ნაწილი __________

ქვეპუნქტი_________________  7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________  ბ) ______________

                                                                                                                                                მარკა                     მანქანის ტიპი          

 გ)  ____________________   )  ________________    )  ________________   )  __________________

            ძრავის ნომერი                       ძარის ნომერი                       შასის ნომერი                  ტექ.პასპორტის

) _______________   ) ____________    ) ________________   8. მართვის მოწმ. № ________________

      გამოშვების წელი               სახ. ნომერი                 კუთვნილება

9. მოწმის გვარი და მისამართი _____________________________________________________________

10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________

11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________

                                                                       სიტყვიერად, ციფრებში             

12. მიმღები მოლარე ____________         _________________________

                                          ხელმოწერა               თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)

13. ოქმს თან ერთვის __________________________________

მოწმე (თუ არის): __________________________   დაზარალებული (თუ არის)    ___________________

                                                       ხელმოწერა                                                                                             ხელმოწერა

ოქმის შემდგენი:  _______________   სამართლდამრღვევი: _____________________________________

                                        ხელმოწერა                                                    ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

 

 

    ნაწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

აა № 000000

 

 

1.___________________________________________

                     გადამხდელის სხელი, გვარი

2. __________________________________________

                              მისამართი

3..__________________________________________

      საჯარიმო თნხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებში

4.ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის:

) მუხლი(მუხლები)_____________

) ნაწილი(ნაწილები)___________

) ქვეპუნქტი (ქვეპუნქტები) ______

5. ოქმის შემდგენის: ა) _______________________

                                                     სახელი, გვარი

) __________________________________________

                   თნამდებობა

) __________________________________________

                         ხელმოწერა და თარიღი

საბანკო კოდი:№ ____________________________

მიმღები მოლარე ___________________________

                                                  ხელმოწერა         

შემომტანი _________________________________

                                                  ხელმოწერა

თარიღი ___________________________________

                                           რიცხვი,თვე,წელი

                                                ..

 


 

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252- მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება

ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინისმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).

 

 

 

 

 

 


დანართი 2

                    ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე 

აა № 000000

1. _________________________________________     2. __________________________________________

          შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი)                                    შედგენის ადგილი                                  

3.________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.: ) პირად.დამ.დოკ.სერია №  ან პირადი №_____________ ) გვარი ____________________

) სახელი ___________________ ) დაბ.თარ. ________________  ) სამუშაო ადგ. ________________

_________________________   ) მისამ: __________________

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსისმუხლი _____________   ნაწილი __________

ქვეპუნქტი_________________  7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________  ბ) ______________

                                                                                                                                                მარკა                     მანქანის ტიპი           

 გ)  ____________________   )  ________________    )  ________________   )  __________________

            ძრავის ნომერი                       ძარის ნომერი                       შასის ნომერი                  ტექ.პასპორტის

) _______________   ) ____________    ) ________________   8. მართვის მოწმ. № ________________

      გამოშვების წელი               სახ. ნომერი                 კუთვნილება

9. მოწმის გვარი და მისამართი _____________________________________________________________

10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________

11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________

                                                                       სიტყვიერად, ციფრებში            

12. მიმღები მოლარე ____________         _________________________

                                          ხელმოწერა               თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)

13. ოქმს თან ერთვის __________________________________

მოწმე (თუ არის): __________________________   დაზარალებული (თუ არის)    ___________________

                                                       ხელმოწერა                                                                                             ხელმოწერა

ოქმის შემდგენი:  _______________   სამართლდამრღვევი: _____________________________________

                                       ხელმოწერა                                                       ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

 

 

Oval: ბ.ა.Oval: ბ.ა.    სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი

ნებართვა

მიეცა მართვის მოწმობის სანაცვლოდ ასკ-ის    249- მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე

1.___________________________________________

             მართვის მოწმობის სერია და ნომერი

2. __________________________________________

                    დამრღვევის სახელი და გვარი

 

A

B

C

D

E

3. კატეგორია:

4. ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის:

_____________________________________________

                       მუხლი,ნაწილი, ქვეპუნქტი

5. ოქმის შემდგენის: ა) ________________________

                                                     სახელი, გვარი

____________________________________________

                                  თანამდებობა

_______________________       _________________

            რიცხვი,  თვე,  წელი                       ხელმოწერა     

 6.ძალაშია: 200   წლის ___ _______________ დან

    200  წლის _______ ___________________ მდე

7.მოქმედების ვადა გაგრძელებულია:

ა) 200  წლის _______ _________________ მდე

თანამდებობის პირი   ___________________

                                                         ხელმოწერა

ბ) 200  წლის _______ _________________ მდე

თანამდებობის პირი   ______________________

                                                            ხელმოწერა

 

 


ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252- მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა  გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).


                                                                                  დანართი № 3

ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთაობაზე

აა № 000000

1. ___________________________________     2. _______________________________________________________________________________

         შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი)                                                                                        შედგენის ადგილი

3._______________________________________________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე №

4. დამრღ.:) პირად.დამ.დოკ.სერიაან პირადი №___________________________ ) გვარი _______________________________________

) სახელი _________________________   ) დაბ.თარ. ________________________ ) სამუშაო ადგ.     ) მისამ: ________________________

                         რიცხვი,თვე,წელი

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________________________________________

6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის:  მუხლი _______________   ნაწილი ________________ ქვეპუნქტი_____________

7. მოწმის გვარი და მისამართი თუ რის: _____________________________________________________________________________________

 ____________________________________________________________________________________________________________

8. დაზარალებულის გვარი და მისამართი თუ არის:  _________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________________________________________

9. ოქმს თან ერთვის _______________________________________________________________________________________________________

მოწმე (თუ არის): ___________________________________                 დაზარალებული (თუ არის)   ___________________________________                 

                                                             ხელმოწერა                                                                                                                                           ხელმოწერა

ოქმის შემდგენი:   ___________________________________                 სამართლდამრღვევი: _________________ ________________________                 

                                                               ხელმოწერა                                                                                                   ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

                                        


 

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252- მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება

დანართი №4

 

ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო

  1. დამრღვევის:

  ) გვარი, სახელი, მამის სახელი: ______________________________________________________

  ) პირადობის დამადასტ. დოკ. სერია, № ან პირადი №:  _________________________________

  ) მისამართი: _______________________________________________________________________

  ) დაბადების თარიღი: ______________________________________________________________    

                                                                                            რიცხვი, თვე, წელი

  ) სამუშაო ადგილი: _________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

  ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: _________________________________

  ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________________

  ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის:  _______________________________

_____________________________________________________________________________________

მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი

  2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი:

  ხელმოწერა: ________________________                                     თარიღი: __________________________

                                                                                                                                        რიცხვი, თვე, წელი

 

 

 

11. 15/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 625 - ვებგვერდი, 20/08/2014 10. 22/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1041 - ვებგვერდი, 111222026, 22/12/2011 9. 19/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1035 - ვებგვერდი, 111219009, 19/12/2011 8. 08/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 742 - ვებგვერდი, 110909013, 12/09/2011 7. 13/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 319 - ვებგვერდი, 110414004, 18/04/2011 6. 31/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1185 - სსმ, 172, 31/12/2010 5. 09/01/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22 - სსმ, 2, 09/01/2009 4. 10/08/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1099 - სსმ, 113, 13/08/2007 3. 23/07/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1012 - სსმ, 104, 23/07/2007 2. 29/10/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1238 - სსმ, 145, 24/10/2006 1. 07/06/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 736 - სსმ, 77, 08/06/2006