დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს N792 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №1035 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1041 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111222026, 22/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.016075 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1041
2011 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №1035 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №1035 ბრძანების (ვებგვერდი, 111219009, 19/12/2011) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით (სსმ III, 05.08.2005 №92 მუხ. 1050) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53, 54 და 55 მუხლები და დანართი №11:
„მუხლი 53.
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საჯარიმო ქვითარი (დანართი №11) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საამისოდ უფლებამოსილი პირი განიხილავს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადმინისტრაციულ ჯარიმას შეუფარდებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (დანართი №11) შევსებით, რომელიც არის საჯარიმო ქვითრის ელექტრონული ფორმა და იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
მუხლი 54.
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს მისამართზე არყოფნის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსიის ჩაბარება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ხელმოწერით. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსიის ჩაბარებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს შესაბამის დოკუმენტზე და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
2. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე.
3. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი შესაბამისი ოდენობით.
4. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 55.
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის:
ა) პირველ და მე–2 პუნქტში შეიტანება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის რიცხვი, თვე და წელი, აგრეთვე ოქმის შედგენის ადგილი;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში შეიტანება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირის) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი;
გ) მე-4.1. პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი (ქუჩა), სადაც მოხდა სამართალდარღვევა, აგრეთვე სამართალდარღვევის ჩადენის დრო და არსი;
დ) მე-4.2. და მე-4.3. პუნქტებში მიეთითება საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული (დარღვეული) ნორმა და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები (სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი და მისი გაცემის თარიღი);
ვ) მე-6 პუნქტში დაფიქსირდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №11
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № აა 000000
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ________________________________________ 2. _________________________________________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის: ა) __________________________________ ბ) __________________
სახელი და გვარი / სახელწოდება დაბ./რეგისტრაც.თარიღი
გ) _______________________________ დ) ______________________________________________________________
პირადი №/ საიდენტ.კოდი მისამართი/იურიდიული მისამართი
4.1 სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:________________________________________________
_______________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________________
4.2 ასკ-ის მუხლი; ნაწილი; პუნქტი: _____________________ 4.3 ჯარიმის ოდენობა: ____________________ ლარი
(სიტყვიერად)
5. სატრანსპორტო საშუალების: _________________________________________________________________________
სახელმწიფო №, ტექ. პასპორტის №, გაცემის თარიღი
6. ოქმის შემდგენელი: ________________________________________________________________________________
თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
საქ. ასკ-ის 290-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით თუ დაკისრებული ჯარიმა 100 ლარზე ნაკლებია, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 100 ლარსა და მეტს სამართალდამრღვევს საურავი დაეკისრება 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება რეალიზდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
დარღვევის ელექტრონული ვიდეოჩანაწერის სანახავად იხილეთ ვებგვერდი www.police.ge. აირჩიეთ „ადმინისტრაციული ჯარიმები“, შესაბამის ველებში ჩაწერეთ ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, საჯარიმო ქვითრის სერია-ნომერი და დააჭირეთ ღილაკს „დამოწმება“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები