დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.080.160.22.034.012.612 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.012.612
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №22
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის #614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში (სსმ III, 05.08.2005, #92, მუხ. 1050) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 104, 105 და 106 მუხლები:
„მუხლი 104.
1. დანართი №7-ით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ სამართალდარღვევებისა, რომელზედაც დგება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრები.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №7) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს (გარდა მე-10 პუნქტისა) ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე.
5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:
ა) მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება დამრღვევის სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მისამართი, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი);
ბ) მე-5 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება ის ტერიტორია, სადაც მოხდა სამართალდარღვევა; ამავე პუნქტში სამართალდარღვევის არსში აღინიშნება ის ქმედობები, რაშიც გამოიხატა სამართალდარღვევა;
გ) მე-6 პუნქტში მიეთითება კანონის ის მუხლი, პუნქტი (ნაწილი), ქვეპუნქტი და შენიშვნა, რომლის მოთხოვნაც დაირღვა;
დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;
ე) მე-10 პუნქტი ივსება საბანკო დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფს ასევე შესაბამისი ბეჭდის დასმას;
ვ) მე-11 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ხოლო თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).
6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.
„მუხლი 105. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ექსკლუზიურ ნუმერაციას (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: ,,PAT“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი ,,როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი“. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი.
„მუხლი 106. ოქმის შევსება
1. ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე – აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი, როგორც წესი, დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმი, ერთ ეგზემპალარად შედგენის შემთხვევაში განსახილველად ეგზავნება უფლებამოსილ პირს.
5. შედგენილი ოქმი დაუყოვნებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში.“.
2. ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №7.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები – ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
დამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
დამკვეთი: შსს – საპატრულო დამამზადებელი: შპს ,,კაბადონი +“
პოლიციის დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი,
აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
სფს რეგისტრაციის № 00–0000
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები