დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 736 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 08/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.080.160.22.034.008.733 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.008.733
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №736
2006 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებასა და ბრძანებით (სსმ III, 05.08.2005, №92, მუხ. 1050) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების და ცნობის თანდართული ფორმები;“.
2. წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტების და შენიშვნების და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.“.
3. წესის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვისა და ამ წესით დადგენილი ცნობის ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომელთა ფუნქციაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმებში მოცემული ,,სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია.
მუხლი 3.
1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
მუხლი 4.
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.
2. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5.
1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-11 პუნქტისა.
2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:
ა) მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება დამრღვევის პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) ან პასპორტის მიხედვით;
ბ) მე-5 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;
გ) მე-5 პუნქტში სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები ივსება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ან თუ იგი შემოწმებულ იქნა ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით და შემოწმების შედეგებმა დაადასტურეს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი;
დ) მე-7 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე ივსება სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, ხოლო მძღოლს, რომელსაც თან არ აქვს სარეგისტრაციო მოწმობა, მონაცემები შეიტანება ასეთი რეკვიზიტების ვიზუალური დათვალიერების მიხედვით;
ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;
ვ) მე-12 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ხოლო თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით, დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).
3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.“.
4. წესის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7.
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმთან ერთად და იგი გადაეცემა დამრღვევს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის განხილვამდე.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმის II ნაწილის მე-3 პუნქტში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არა აქვს მინიჭებული.
მუხლი 8.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი №5).
2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.
3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.“.
5. წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმაზე ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესები.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად, რომელიც განსახილველად ეგზავნება უფლებამოსილ პირს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმეს გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღევევა საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №3). დამრღვევს მის მიმართ გამოყენებული სახდელის შესახებ ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას გამოიყენება საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შევსებისათვის დადგენილი წესები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 ივნისიდან.
ივ. მერაბიშვილი
დანართი 1
|
ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე აა № 000000 1. _________________________________________ 2. __________________________________________ შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი 3.________________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე № 4. დამრღ.: ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №_____________ ბ) გვარი ____________________ გ) სახელი ___________________ დ) დაბ.თარ. ________________ ე) სამუშაო ადგ. ________________ _________________________ ვ) მისამ: __________________ 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ 6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _____________ ნაწილი __________ ქვეპუნქტი_________________ 7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________ ბ) ______________ მარკა მანქანის ტიპი გ) ____________________ დ) ________________ ე) ________________ ვ) __________________ ძრავის ნომერი ძარის ნომერი შასის ნომერი ტექ.პასპორტის № ზ) _______________ თ) ____________ ი) ________________ 8. მართვის მოწმ. № ________________ გამოშვების წელი სახ. ნომერი კუთვნილება 9. მოწმის გვარი და მისამართი _____________________________________________________________ 10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________ 11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________ სიტყვიერად, ციფრებში 12. მიმღები მოლარე ____________ _________________________ ხელმოწერა თარიღი (რიცხვი,თვე,წელი) 13. ოქმს თან ერთვის __________________________________ მოწმე (თუ არის): __________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________ ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენი: _______________ სამართლდამრღვევი: _____________________________________ ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა |
|
| ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა აა № 000000
1.___________________________________________ გადამხდელის სხელი, გვარი 2. __________________________________________ მისამართი 3..__________________________________________ საჯარიმო თნხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებში 4.ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის: ა) მუხლი(მუხლები)_____________ ბ) ნაწილი(ნაწილები)___________ გ) ქვეპუნქტი (ქვეპუნქტები) ______ 5. ოქმის შემდგენის: ა) _______________________ სახელი, გვარი ბ) __________________________________________ თნამდებობა გ) __________________________________________ ხელმოწერა და თარიღი საბანკო კოდი:№ ____________________________ მიმღები მოლარე ___________________________ ხელმოწერა შემომტანი _________________________________ ხელმოწერა თარიღი ___________________________________ რიცხვი,თვე,წელი ბ.ა. |
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება
ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინისმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).
დანართი 2
| ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე აა № 000000 1. _________________________________________ 2. __________________________________________ შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი 3.________________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე № 4. დამრღ.: ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №_____________ ბ) გვარი ____________________ გ) სახელი ___________________ დ) დაბ.თარ. ________________ ე) სამუშაო ადგ. ________________ _________________________ ვ) მისამ: __________________ 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ 6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _____________ ნაწილი __________ ქვეპუნქტი_________________ 7. სატრანსპორტო საშუალების: ა) ______________ ბ) ______________ მარკა მანქანის ტიპი გ) ____________________ დ) ________________ ე) ________________ ვ) __________________ ძრავის ნომერი ძარის ნომერი შასის ნომერი ტექ.პასპორტის № ზ) _______________ თ) ____________ ი) ________________ 8. მართვის მოწმ. № ________________ გამოშვების წელი სახ. ნომერი კუთვნილება 9. მოწმის გვარი და მისამართი _____________________________________________________________ 10. დაზარალებულის გვარი და მისამართი: _________________________________________________ 11. საჯარიმო თნხის ოდენობა _________________________________ სიტყვიერად, ციფრებში 12. მიმღები მოლარე ____________ _________________________ ხელმოწერა თარიღი (რიცხვი,თვე,წელი) 13. ოქმს თან ერთვის __________________________________ მოწმე (თუ არის): __________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________ ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენი: _______________ სამართლდამრღვევი: _____________________________________ ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა |
|
|
ნებართვა მიეცა მართვის მოწმობის სანაცვლოდ ასკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე 1.___________________________________________ მართვის მოწმობის სერია და ნომერი 2. __________________________________________ დამრღვევის სახელი და გვარი
3. კატეგორია: 4. ადმ.სამართლდარღვევათა კოდექსის: _____________________________________________ მუხლი,ნაწილი, ქვეპუნქტი 5. ოქმის შემდგენის: ა) ________________________ სახელი, გვარი ____________________________________________ თანამდებობა _______________________ _________________ რიცხვი, თვე, წელი ხელმოწერა 6.ძალაშია: 200 წლის ___ _______________ დან 200 წლის _______ ___________________ მდე 7.მოქმედების ვადა გაგრძელებულია: ა) 200 წლის _______ _________________ მდე თანამდებობის პირი ___________________ ხელმოწერა ბ) 200 წლის _______ _________________ მდე თანამდებობის პირი ______________________ ხელმოწერა
|
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
ჯარიმის სახით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაუხდელობა ისჯება საურავით. საურავის მინიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 500 ლარს (ჯარიმის ოდენობის შესაბამისად). საურავის 3 თვის ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1 ან 2 წლის ვადით (საურავის ოდენობის შესაბამისად).
დანართი № 3
| ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთაობაზე აა № 000000 1. ___________________________________ 2. _______________________________________________________________________________ შედგენის თრიღი(რიცხვი,თვე,წელი) შედგენის ადგილი 3._______________________________________________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, სამკერდე № 4. დამრღ.:ა) პირად.დამ.დოკ.სერია № ან პირადი №___________________________ ბ) გვარი _______________________________________ გ) სახელი _________________________ დ) დაბ.თარ. ________________________ ე) სამუშაო ადგ. ვ) მისამ: ________________________ რიცხვი,თვე,წელი 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________________________________________ 6. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის: მუხლი _______________ ნაწილი ________________ ქვეპუნქტი_____________ 7. მოწმის გვარი და მისამართი თუ რის: _____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________________________ 8. დაზარალებულის გვარი და მისამართი თუ არის: _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________________________________________ 9. ოქმს თან ერთვის _______________________________________________________________________________________________________ მოწმე (თუ არის): ___________________________________ დაზარალებული (თუ არის) ___________________________________ ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენი: ___________________________________ სამართლდამრღვევი: _________________ ________________________ ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
|
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
დანართი №4
ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო
1. დამრღვევის:
ა) სახელი და გვარი _________________________________________________________________;
ბ) პირადობის დამადასტ. დოკ. სერია, № ან პირადი № __________________________________;
გ) მისამართი: _______________________________________________________________________;
დ) დაბადების თარიღი: _______________________________________________________________;
ე) სამუშაო ადგილი: __________________________________________________________________;
ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: ______________________-;
ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: _____________________________________________________________________________
თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: _________________________________
_____________________________________________________________________________________;
2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: ________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
ხელმოწერა: __________________ თარიღი: _____________________
რიცხვი, თვე, წელი
დანართი №5
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
ც ნ ო ბ ა №000000
მიეცა მოქ. მასზედ, რომ 200 წლის __________ თვე მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი № ______ __________ , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის II ნაწილით და მიეცა ქვითრის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადა, რათა მან გაატაროს რეგისტრაციაში ა/მანქანა
____ ________
მარკა. ტრ. ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი
პატრულ-ინსპექტორი
სახელი, გვარი
“___ ” 200 წ.
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები