"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის,საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.016023
  • Word
1185
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
020080160.22.034.016023
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის,საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის,საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1185

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს 792 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა და „ნ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს 792 ბრძანებაში (სსმ III, 05.08.2005, 92, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

     „მუხლი 51.

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითრი (დანართი №8) წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდეს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

    მუხლი 52.

1. ელექტრონულ საჯარიმო ქვითრს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე.

2. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;

 გ) მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ (მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, და პირადი ნომერი);

დ) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

) დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი;

თ) მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);

ი) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

კ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა;

ლ) შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.“.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №8 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი