“ადმინისტრაციულ სამართლარდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროებითი ნებვართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 24/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.009.491
  • Word
1238
29/10/2006
სსმ, 145, 24/10/2006
020.080.160.22.034.009.491
“ადმინისტრაციულ სამართლარდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროებითი ნებვართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
“ადმინისტრაციულ სამართლარდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროებითი ნებვართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.009.491

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1238

2006 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით (სსმ III, 05.08.2005 წ., №92, მუხ. 1050) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-9 პუნქტისა.

2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება დამრღვევის სახელი და გვარი, მისამართი და მართვის მოწმობის სერია და ნომერი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი);

ბ) მე-5 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი (ქუჩა), სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

გ) მე-5 პუნქტში სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები ივსება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ან თუ იგი შემოწმებულ იქნა ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით და შემოწმების შედეგებმა დაადასტურეს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი;

დ) მე-6 პუნქტში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოწმე და დაზარალებული დადგენილია და იმყოფებიან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;

ვ) მე-10 პუნქტში მიეთითება მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ხოლო თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით, დამრღვევს სურს საჯარიმო ქვითრის I ნაწილს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, ამ პუნქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ამასთან, ახსნა-განმარტება და შენიშვნები ივსება სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №4).

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.“

2. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედა ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10- დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს), ან 500 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების   ჩამორთმევით 2 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.

დანართი №2

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედა ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება)

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10- დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს), ან 500 ლარის ოდენობით და ჯარიმა შეიცვლება მართვის უფლების   ჩამორთმევით 2 წლის ვადით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.

დანართი №3

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.