ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერთიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

  • Word
ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერთიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
269
02/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
430.210.000.22.022.007.459
ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერთიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (10/06/2005 - 24/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №269

2005 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტისა და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები (დანართი №1, დანართი №2).

2. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუშები (დანართი №3, დანართი №4, დანართი №5).

3. სახელმწიფო დოკუმენტების (სერტიფიკატების) ფორმები წარმოადგენს მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №6-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. ამ ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ამ ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამოყენების კონტროლს.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია


 

დანართი №1


დანართი №2

 


დანართი №3


დანართი №4


დანართი №5

დანართი №6

ზოგადი განათლების  დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი  და ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი – მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. უნდა დამზადდეს A-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადებიის სამი სახის ერთდროული გამოყენებით.

3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

6. ატესტატის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინეცენციას.

ატესტატი (ზოგადი საშუალო) იბეჭდება  წითელ ფერში;

ჩ-0;-100; -100; -0 ჩარჩო

ჩ-0; -12; -12; -0 ფონი

ატესტატი (ზოგადი საბაზო) იბეჭდება  აგურისფერში;

ჩ-0; -43; -57; -7  ჩარჩო

ჩ-0; -9; -13; -2 ფონი

ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

 

 

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობა, დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომი, საშუალო პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომი – მიმართ წაყენებილი მოთხოვნები:

 

1. სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო”, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინეცენციას.

2. დიპლომი უნდა დამმზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

3. დიპლომის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.

4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით

 

შენიშვნა: 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობაზე.

 

 დიპლომი (დაწყებითი პროფესიული) იბეჭდება ლურჯ ფერში.

ჩ-23; -9; -0; -41 ჩარჩო

ჩ-10; -3; -0; -5 ფონი

დიპლომი (საშუალო პროფესიული) იბეჭდება მწვანე ფერში.

ჩ-15; -0; -11; -34 ჩარჩო

ჩ-8; -0; -3; -7 ფონი

 

მოწმობა (დამატებითი პროფესიული) იბეჭდება იისფერში.

ჩ-11; -18; -0; -29 ჩარჩო

ჩ-5; -9; -0; -3  ფონი

ტექსტი ყველა დიპლომზე იბეჭდება შავ ფერში.

 

13. 23/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 56/ნ - ვებგვერდი, 23/05/2014 12. 12/02/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 25/ნ - ვებგვერდი, 14/02/2013 11. 08/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112/ნ - ვებგვერდი, 08/06/2012 10. 05/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 105/ნ - ვებგვერდი, 07/06/2012 9. 29/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 103/ნ - ვებგვერდი, 30/05/2012 8. 26/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 14/ნ - ვებგვერდი, 27/01/2012 7. 04/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62/ნ - ვებგვერდი, 110504008, 04/05/2011 6. 18/05/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40/ნ - სსმ, 55, 18/05/2010 5. 11/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 383 - სსმ, 71, 12/06/2009 4. 03/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 363 - სსმ, 68, 03/06/2009 3. 08/08/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 696 - სსმ, 117, 14/08/2008 2. 23/07/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 533 - სსმ, 107, 31/07/2007 1. 24/05/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 476 - სსმ, 71, 29/05/2006