დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №696 ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 696 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 14/08/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.012.113 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.113
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №696
2008 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005 წ., №69, მუხ. 755) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31 . დამტკიცდეს თანდართული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების ფორმები (დანართი №8, დანართი №9).“;
ბ) შევიდეს ცვლილება დანართ №6-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის №8 და №9 დანართები.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
დანართი №6
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – ზოგადი საბაზო განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატის – მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. უნდა დამზადდეს A-4 ფორმატის წყლის- ნიშნიან ქაღალდზე;
2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადებიის სამი სახის ერთდროული გამოყენებით.
3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დოკუმენტის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
7. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,,სფს“.
8. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატზე მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი ,,ექსტერნატი” იმ შემთხვევაში, თუ პირმა საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამები დაძლია ექსტერნატის ფორმით.
9. სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატები და ექსტერნატის ფორმით სრული მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატი იბეჭდება წითელ ფერში.
ჩ-0;-100;-100;-0 ჩარჩო
ჩ-0;-12;-12;-0 ფონი.
10. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება აგურისფერში.
ჩ-0;-43;-57;-7 ჩარჩო
ჩ-0;-9;-13;-2 ფონი.
11. ტექსტი, გარდა სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატების სათაურებისა, იბეჭდება შავ ფერში.
12. სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატის სათაური _ ,,სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი“ _ იბეჭდება ოქროსფერი ასოებით.
13. სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატის სათაური _ ,,სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი“ _ იბეჭდება ვერცხლისფერი ასოებით.
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – სახელობო განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებილი მოთხოვნები
1. დიპლომი/სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო“, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;
2. დიპლომი/სერტიფიკატი უნდა დამმზადდეს წყლისნიშნიან ქაღალდზე.
3. დიპლომის/სერტიფიკატის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.
4. ყველა ხაზი დიპლომში/სერტიფიკატში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დიპლომის/სერტიფიკატის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,,სფს“.
7. სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში.
ჩ-23;-9;-0;-41 ჩარჩო
ჩ-10;-3;-0;-5 ფონი.
8. დიპლომი იბეჭდება მწვანე ფერში.
ჩ-15;-0;-11;-34 ჩარჩო
ჩ-8;-0;-3;-7 ფონი.
9. ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
დანართი №8

დანართი №9

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები