დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016369 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №103/ნ
2012 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ, №69, 10/06/2005, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის, დანართი 2-ის და დანართი 3-ის შესაბამისად ;
ბ) ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის, სახელობო განათლების სერტიფიკატისა და საშუალო პოფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
მუხლი 1. საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიმართ წასაყენებელი მოთხოვნები
1. საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დამზადდეს A4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე ;
ბ) ზედაპირი დაფარული იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით ;
გ) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს და შუაგულში ორნამენტის კონტურს ;
დ) დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს” ;
ე) სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემდეს ლუმინესცენციას ;
ვ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატები იბეჭდება წითელ ფერში ;
ზ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატების ტექსტი, გარდა სათაურებისა, იბეჭდება შავ ფერში. საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატების სათაურები იბეჭდება წითელ ფერში ;
თ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე:
C:0 M:100 Y:100 K:0 ჩარჩო
C:0 M:31 Y:31 K:0 ჩარჩოს ფონი .
2. საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა შეიცავდეს:
ა) მოსწავლის სახელს (ქართულად და ინგლისურად);
ბ) მოსწავლის გვარს (ქართულად და ინგლისურად);
გ) მოსწავლის დაბადების თარიღს (ქართულად და ინგლისურად);
დ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს (ქართულად და ინგლისურად);
ე) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას (ქართულად და ინგლისურად);
ვ)დოკუმენტის გაცემის თარიღს (ქართულად და ინგლისურად);
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელსა და გვარს (ქართულად და ინგლისურად);
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებულ ხელმოწერას.
მუხლი 2. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიმართ წასაყენებელი მოთხოვნები
1. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დამზადდეს A4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
ბ) ზედაპირი დაფარული იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით;
გ) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს და შუაგულში ორნამენტის კონტურს;
დ) დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს”;
ე) სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემდეს ლუმინესცენციას;
ვ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში;
ზ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის ტექსტი, გარდა სათაურისა, იბეჭდება შავ ფერში. ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის სათაური იბეჭდება ლურჯ ფერში;
თ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი იბეჭდება თეთრ ფონზე
C:93 M:54 Y:6 K:0 ჩარჩო.
2. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს:
ა) მოსწავლის სახელს (ქართულად და ინგლისურად);
ბ) მოსწავლის გვარს (ქართულად და ინგლისურად);
გ) მოსწავლის დაბადების თარიღს (ქართულად და ინგლისურად);
დ) რომელ წლებში მოისმინა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა (ქართულად და ინგლისურად);
ე) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას (ქართულად და ინგლისურად);
ვ) დოკუმენტის გაცემის თარიღს (ქართულად და ინგლისურად);
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელსა და გვარს (ქართულად და ინგლისურად);
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებულ ხელმოწერას.
მუხლი 3. სახელობო განათლების სერტიფიკატის და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ წასაყენებელი მოთხოვნები
სახელობო განათლების სერტიფიკატი და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს და შუაგულში ორნამენტის კონტურს;
ბ) დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
გ) ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ( გილოშერული) ბადით;
დ) ყველა ხაზი შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით;
ე) სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“;
ვ) იბეჭდება თეთრ ფონზე შავ ფერში: შავი 13% ჩარჩოს ფონი შავი 60% ჩარჩო;
ზ) ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები