დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016281 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 14/ნ
2012 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1 . ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005 წ., №69, მუხ.755; სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები