,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110504008, 04/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016099
  • Word
62/ნ
04/05/2011
ვებგვერდი, 110504008, 04/05/2011
430210000.22.022.016099
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №6 2/ნ

2011 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის  №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ხ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის  №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005 წ.,№69, მუხ.755)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს  ზოგადი  და სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები  დანართი №1-ის; დანართი №2-ის; დანართი №3-ის და დანართი №4-ის შესაბამისად;

ბ)  დამტკიცდეს დანართი №1-ის; დანართი №2-ის; დანართი №3-ის და დანართი №4-ის  შესაბამისად ზოგადი  და სახელობო განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტების    თანდართული ფორმები;

 გ) ბრძანების მე -2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. დამტკიცდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  დიპლომის დუბლიკატი დანართი №51-ის შესაბამისად;

დ) დამტკიცდეს  დანართი №51-ის შესაბამისად საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის თანდართული ფორმა;

ე) ბრძანების  31; 32; და 33 პუნქტები  ამოღებულ იქნეს;

ვ)   ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

ზ) ბრძანების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს №7-25 დანართები;

ი) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №6  ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების,    ზოგადი განათლების    საშუალო საფეხურის სერტიფიკატის, სახელობო განათლების სერტიფიკატისა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის  დუბლიკატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                                                                                                                              დანართი №6

 

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების,    ზოგადი განათლების    საშუალო საფეხურის სერტიფიკატის, სახელობო განათლების   სერტიფიკატისა და საშუალო პოფესიული განათლების დიპლომის  დუბლიკატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

 

1. უნდა დამზადდეს 4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ( გილოშერული) ბადით.

3. უნდა შეიცავდეს სახელმწიფო გერბს და შუაგულში  ორნამენტის კონტურს.

4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია ( ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,, სფს”.

     6. სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ  უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

     7. საბაზო ზოგადი განათლებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატები იბეჭდება წითელ ფერში, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში.

     8.  ტექსტი, გარდა სათაურებისა, საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ატესტატების და  ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის  იბეჭდება შავ ფერში. სათაურები საბაზო ზოგადი განათლებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატების იბეჭდება წითელ ფერში, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის იბეჭდება ლურჯ ფერში.

9. საბაზო ზოგადი განათლებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე:

C:0 M:100 Y:100 K:0 ჩარჩო

C:0 M:31 Y:31 K:0 ჩარჩოს ფონი

ზოგადი განათლების    საშუალო  საფეხურის სერტიფიკატი იბეჭდება თეთრ ფონზე

C:93 M:54 Y:6 K:0 ჩარჩო

1 0. სახელობო განათლების  სერტიფიკატი   და  საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი უნდა შეიცავდეს     სახელმწიფო   გერბს და შუაგულში ორნამენტის კონტურს.

11.    საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი / სახელობო განათლების    სერტიფიკატი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

12. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის   დუბლიკატი / სახელობო განათლების    სერტიფიკატის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ( გილოშერული) ბადით.

13. ყველა ხაზი საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის   დუბლიკატში / სახელობო განათლების     სერტიფიკატში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

14. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის   დუბლიკატის / სახელობო განათლების    სერტიფიკატის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია ( ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,, სფს“.

15. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის   დუბლიკატი/სახელობო განათლების    სერტიფიკატი იბეჭდება თეთრ ფონზე შავ   ფერში:

შავი 13% ჩარჩოს ფონი

შავი 60% ჩარჩო

16. ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ.      შაშკინი