დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 533 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.010.664 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.66 4
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №533
2007 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005წ., №69, მუხ. 755) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატების ნიმუშების თანადართული ფორმები (დანართი №3, დანართი №4);
ბ) ცვლილება შევიდეს დანართ №4-ში და ჩამოყალიბდეს თანადართული რედაქციით;
გ) ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს დანართი №5;
დ) შევიდეს ცვლილება დანართ №6-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი №4

დანართი №6
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატის – მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. უნდა დამზადდეს A-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადის სამი სახის ერთდროული გამოყენებით;
3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;
4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით;
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით;
6. დოკუმენტის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინეცენციას;
7. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
8. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატზე მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი ,,ექსტერნატი” იმ შემთხვევაში, თუ პირმა საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამები დაძლია ექსტერნატის ფორმით.
სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატი იბეჭდება წითელ ფერში;
ჩ-0;-100;-100;-0 ჩარჩო
ჩ-0;-12;-12;-0 ფონი
საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება აგურისფერში
ჩ-0;-43;-57;-7 ჩარჩო
ჩ-0;-9;-13;-2 ფონი
ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – სახელობო განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. დიპლომი/სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო”, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინეცენციას;
2. დიპლომი/სერტიფიკატი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
3. დიპლომის/სერტიფიკატის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით;
4. ყველა ხაზი დიპლომში/სერტიფიკატში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით;
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით;
6. დიპლომის/სერტიფიკატის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში.
ჩ-23;-9;-0;-41 ჩარჩო
ჩ-10;-3;-0;-5 ფონი
დიპლომი იბეჭდება მწვანე ფერში.
ჩ-15;-0;-11;-34 ჩარჩო
ჩ-8;-0;-3;-7 ფონი
ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები