დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016545 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005, წლის 2 ივნისის №269 ბრძანების (სსმ, 69, 10/06/2005 სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.007.459) მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას (ქართულად და ინგლისურად) ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულების წელს არსებული მდგომარეობით;“; ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის დუბლიკატი ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებიდან უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებსაც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დამტკიცებული საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის ფორმა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები