ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
286
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
300160070.10.003.024119
ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/08/2023 - 29/12/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2023 წლის 3 აგვისტო

  ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (16/06/2023, №3279-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესი და სანებართვო მოწმობის ფორმა“.

 

მუხლი 2
2023 წელს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების იმპორტი განხორციელდეს კვოტირების გარეშე.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ მე-8 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესი და სანებართვო მოწმობის ფორმა

მუხლი 1.  მიზანი და ამოცანა

1. „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების (დანართი №1 − დანართი №6) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და ამ ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესის დადგენა.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტსა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ამ ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების წესსა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C, E და F დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

ბ) ოზონდამშელელი ნივთიერება − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში;

დ) მონრეალის ოქმი – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი;

ე) ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“.

მუხლი  4.  ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), რომლის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით.

მუხლი  5. ნებართვის გაცემის წესი და მოქმედების ვადა, ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვა გაიცემა მხოლოდ:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის C დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

ბ)  ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის E დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე − მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის, ასევე ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A და B დანართებით განსაზღვრული ნივთიერებები“ და დანართ №2-ით  განსაზღვრული აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, გამონაკლისის სახით, აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისათვის.

2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ ტექნიკური  რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;    

ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული  ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია;

დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი;

ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.                

4. აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ექსპორტზე გაცემული ნებართვა, კონკრეტული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება, დეტალური აღწერით, რაც მოიცავს ნივთიერების მოხმარების აუცილებლობასა და უალტერნატივობას, კონკრეტული მიზნებისა და შედეგების დასაბუთებასა და სამინისტროს მიერ საჭიროების მიხედვით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

5. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 ნოემბრისა. ნებართვა გაიცემა განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

6. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტზე ნებართვა გაიცემა წელიწადში ერთხელ.

7. ნებართვის მოქმედების ვადა:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული კვოტირებული ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტისთვის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით, ნებართვის გაცემის დღიდან;

გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული აკრძალული ნივთიერებებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით  განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის ნებართვის ვადა განისაზღვრება  ნებართვის გაცემის დღიდან ექვსი თვის ვადით.

8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ მოთხოვნაზე.

9. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული აკრძალული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

10. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა“ (დანართი №8), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებისა და განაწილების წესი

1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით,  ყოველი წლის 15 სექტემბრამდე.

2.  ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება მეტრულ ტონაში, ხოლო ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართ   №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტურ ტონაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა აღემატება საიმპორტო წლიურ კვოტას, წლიური კვოტა ნაწილდება მოთხოვნილ ჯამურ ოდენობაში თითოეული განცხადებით მოთხოვნილი ოდენობის პროცენტული წილის შესაბამისად.

4. თუ ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ერთზე მეტი ნივთიერება და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების შედეგად ნებართვის მაძიებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე ნაკლები, იგი 15 ნოემბრამდე ნებართვის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს ახალ წერილობით განცხადებას, მისი წილი კვოტის (ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ ტონაში) ფარგლებში კონკრეტული ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის (კგ) დაზუსტების მიზნით. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენამდე ჩერდება ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წარმოების ვადის დინება.

5. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნით, იმპორტი კვოტით არ იზღუდება.

მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 8. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელს, ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში, უფლება აქვს, იმპორტი განახორციელოს ერთხელ ან რამდენიმეჯერ.

2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე სამინისტროდან შესაბამის თანხმობის მიღების მიზნით, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ ინფორმაცია:

ა.ა) ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მწარმოებელი ქვეყანა; 

ა.ბ) ნივთიერების რაოდენობა (კგ), დასახელება და შემადგენლობა;

ა.გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

ა.დ) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორისა და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, იმპორტიორისათვის − აგრეთვე საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის /დოკუმენტაციის მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხმობა არ გაიცემა.

4. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის შესახებ ელექტრონულ განაცხადს სამინისტრო განიხილავს 15 სამუშაო დღის ვადაში და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასცემს შესაბამის თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, რაც წარედგინება სსიპ − შემოსავლების სამსახურს.  შესაბამისი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება, განახორციელოს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი.

5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია,  იმპორტირებული ნივთიერებების გასხვისება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებულ პირებზე.

6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ყოველი მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახოს მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

7. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახური სამინისტროს დაუყოვნებლივ წარუდგენს ინფორმაციას მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის საბაჟო ფორმალობების დასრულების შესახებ.

8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 9. მოთხოვნები მაცივარაგენტის კონტეინერისადმი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისას

1. ახალი მაცივარაგენტის კონტეინერზე უნდა იქნეს დატანილი გარკვევით წასაკითხი წარწერა, რომელიც იდენტურია კონტეინერის შეფუთვის ყუთზე არსებული წარწერისა და შეესაბამება კონტეინერში არსებულ მაცივარაგენტს. წარწერა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნივთიერების ქიმიური დასახელება;

ბ) მწარმოებლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) მაცივარაგენტის მარკა, ASHRAE-ს საერთაშორისო კოდირების მიხედვით;

დ) კონტეინერის დასაშვები გამოყენების ჯერადობა ან კონტეინერის ვარგისობის შემოწმების თარიღი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთჯერად კონტეინერზე დატანილი უნდა იყოს კონტეინერის კორპუსის დაუზიანებლად ძნელად წასაშლელი საშუალებით.

3. ერთჯერადი კონტეინერის ფერი უნდა შეესაბამებოდეს მასში მოთავსებული მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდს ან კონტეინერი უნდა იყოს რუხ-მწვანე ფერის და მასზე დატანილი წარწერა უნდა შეესაბამებოდეს მასში მოთავსებული მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდს. მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდები განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №7-ით − „მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდები და შეფერილობა“.

4. ერთჯერადი მოხმარების კონტეინერში მაცივარაგენტის ხელმეორედ ჩატვირთვა აკრძალულია.

მუხლი  10. პასუხისმგებლობა

ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.