„ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025085
193
03/06/2025
ვებგვერდი, 04/06/2025
300160070.10.003.025085
„ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2025 წლის 3 ივნისი

   ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) მოქმედი იმპორტიორი − პირი, რომელიც გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ახორციელებდა 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტს, რაც დასტურდება შესაბამისი საბაჟო ოპერაციების განხორციელების დამადასტურებელი საბუთების სამინისტროსთვის წარდგენით;

თ) ახალი იმპორტიორი − პირი, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად არ განუხორციელებია 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტი.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული კვოტირებული ნივთიერების იმპორტის შემთხვევაში, გასული სამი წლის განმავლობაში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის 80% ნაწილდება მოქმედ იმპორტიორებზე, ხოლო 20% − ახალ იმპორტიორებზე. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ნებართვის მისაღებად მოქმედი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა აღემატება საიმპორტო წლიური კვოტის 80%-ს, წლიური კვოტის ეს წილი ნაწილდება მოთხოვნილ ჯამურ ოდენობაში, თითოეული განცხადებით მოთხოვნილი ოდენობის პროცენტული წილის შესაბამისად. ამავე პრინციპით ნაწილდება საიმპორტო წლიური კვოტის 20%, იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ნებართვის მისაღებად ახალი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა აღემატება საიმპორტო წლიური კვოტის 20%-ს. არ შეიძლება, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი იყოს წლიური საიმპორტო კვოტის ჯამური რაოდენობის 40%-ზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ კვოტირებას დაქვემდებარებული, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ახალი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი რაოდენობა ნაკლებია ახალი იმპორტიორებისთვის განკუთვნილი კვოტის რაოდენობაზე (საიმპორტო წლიური კვოტის 20%), დარჩენილი კვოტა გასანაწილებლად დაემატება მოქმედი იმპორტიორებისთვის განკუთვნილი კვოტის რაოდენობას (საიმპორტო წლიური კვოტის 80%-ს) და პირიქით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, გამოუყენებელი კვოტა გაუქმებულად ითვლება.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტის ნებართვის მფლობელი წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას (გამოყენებას) არ გეგმავს, ამის შესახებ არაუგვიანეს 15 მაისისა უნდა აცნობოს სამინისტროს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას აცნობებს  იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, იმპორტის ნებართვის მფლობელი, დაინტერესების შემთხვევაში, სამინისტროს მიმართავს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საიმპორტო წლის 15 მაისის შემდეგ იმპორტის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო 5 სამუშაო დღის ვადაში აწვდის იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, იმპორტის ნებართვის მფლობელი, დაინტერესების შემთხვევაში, სამინისტროს მიმართავს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 − მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ან ექსპორტის შესახებ ელექტრონულ განაცხადს სამინისტრო განიხილავს 15 სამუშაო დღის ვადაში და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასცემს შესაბამის თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, რაც წარედგინება სსიპ − შემოსავლების სამსახურს. შესაბამისი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება, განახორციელოს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი/ექსპორტი.

5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, იმპორტირებული ნივთიერებების გასხვისება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებულ პირებზე.

6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) ყოველი მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახოს მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუკი არ გეგმავს წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 15 მაისისა სამინისტროს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს არსებული ნებართვის ცვლილება ან გაუქმება, კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუკი საიმპორტო წლის 1 ნოემბრამდე არ განუხორციელებია წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისება, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 1 ნოემბრისა სამინისტროს აცნობოს ამავე საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი იმპორტის განხორციელების შესახებ და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი);

დ) წლის განმავლობაში მისი იმპორტის ნებართვის ფარგლებში განახორციელოს კვოტირებული ნივთიერებების, სულ მცირე, 70%-ის (ოზონდამშლელი ნივთიერების მეტრულ ტონაში, ხოლო დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების შემთხვევაში − ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტურ ტონაში) იმპორტი.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის მფლობელი მომდევნო წელს ვეღარ მიიღებს მიმდინარე საიმპორტო წლის განმავლობაში იმპორტირებული და მიმდინარე საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ჯამურ ოდენობაზე მეტის იმპორტის ნებართვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე