„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025229
337
07/08/2025
ვებგვერდი, 08/08/2025
300160070.10.003.025229
„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2025 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:

1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოქმედი იმპორტიორი – პირი, რომელიც ბოლო გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ახორციელებდა 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტს, რაც დასტურდება შესაბამისი საბაჟო ოპერაციების განხორციელების დამადასტურებელი საბუთების სააგენტოსთვის წარდგენით.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ ტექნიკური  რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ექსპორტზე გაცემული ნებართვა, კონკრეტული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება, დეტალური აღწერით, რაც მოიცავს ნივთიერების მოხმარების აუცილებლობასა და უალტერნატივობას, კონკრეტული მიზნებისა და შედეგების დასაბუთებასა და სააგენტოს მიერ საჭიროების მიხედვით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

5. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად, განცხადებები სააგენტოს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. ნებართვა გაიცემა განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა“ (დანართი №8), სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ერთზე მეტი ნივთიერება და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების შედეგად ნებართვის მაძიებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე ნაკლები, იგი 15 ნოემბრამდე ნებართვის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტოს წარუდგენს ახალ წერილობით განცხადებას, მისი წილი კვოტის (ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ ტონაში) ფარგლებში კონკრეტული ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის (კგ) დაზუსტების მიზნით. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენამდე ჩერდება ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წარმოების ვადის დინება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტის ნებართვის მფლობელი წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას (გამოყენებას) არ გეგმავს, ამის შესახებ არაუგვიანეს 15 მაისისა უნდა აცნობოს სააგენტოს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას აცნობებს იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, იმპორტის ნებართვის მფლობელი, დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტოს მიმართავს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.“;

გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საიმპორტო წლის 15 მაისის შემდეგ იმპორტის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში აწვდის იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და მოქმედი იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, განცხადებები მიიღება სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის განხორციელებამდე, სააგენტოდან შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

ა.ა) ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მწარმოებელი ქვეყანა;

ა.ბ) ნივთიერების რაოდენობა (კგ), დასახელება და შემადგენლობა;

ა.გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

ა.დ) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორისა და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, იმპორტიორისათვის − აგრეთვე საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის /დოკუმენტაციის მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ თანხმობა არ გაიცემა.

4. „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ან ექსპორტის შესახებ ელექტრონულ განაცხადს სააგენტო განიხილავს 15 სამუშაო დღის ვადაში და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასცემს შესაბამის თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, რაც წარედგინება სსიპ − შემოსავლების სამსახურს. შესაბამისი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება, განახორციელოს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი/ექსპორტი.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ შემთხვევაში, თუკი არ გეგმავს წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 15 მაისისა, სააგენტოს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს არსებული ნებართვის ცვლილება ან გაუქმება, კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუკი საიმპორტო წლის 1 ნოემბრამდე არ განუხორციელებია წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისება, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 1 ნოემბრისა სააგენტოს აცნობოს ამავე საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი იმპორტის განხორციელების შესახებ და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი).“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახური სააგენტოს დაუყოვნებლივ წარუდგენს ინფორმაციას მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის საბაჟო ფორმალობების დასრულების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

 

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე