დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025269 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.“. 2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტის აკრძალვა 1. აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა). 2. პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.“. 3. დანართ №8-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №9. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
„დანართი №9
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები