დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024387 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის განხორციელებამდე სამინისტროდან შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:“. 2. დანართი №1 – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A და B დანართებით განსაზღვრული ნივთიერებები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დანართი №2 – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის C დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართი №6 – „მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების შემცველი ზოგიერთი ნარევი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, და B დანართებით განსაზღვრული ნივთიერებები
|
დანართი №2 „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის C დანართით განსაზღვრული ნივთიერებები
დანართი №6 მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების შემცველი ზოგიერთი ნარევი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები