საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018150
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42/ნ
21/03/2022
ვებგვერდი, 22/03/2022
430210000.22.022.018150
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2022 - 25/03/2022)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №42/ნ

2022 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის პირველის პუნქტის 8 და 9 ქვეპუნქტების, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებულიმასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის“ მე-3 მუხლის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის N193/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

  საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი

  თავი  I

ზოგადი   დებულებები

მუხლი  1.  რეგულირების   საგანი

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი (შემდგომწესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირისშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომცენტრი) მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

  მუხლი  2.   ტერმინთა   განმარტება         

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) აპლიკანტიამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემაცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

) გათანაბრებული ქულათითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

) გაიგივებული ქულათითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;

) პროცენტული რანგიარითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე აპლიკანტის პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე აპლიკანტთა პროცენტულ რაოდენობას შორის;

) ნაშრომიტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხები;

) საგამოცდო ბარათიამონაბეჭდი ტესტირებაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის – online.naec.ge (შემდგომრეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება ტესტირებაზე;

) საგამოცდო ცენტრიტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

) საგამოცდო სექტორისაგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

) საგნობრივი კომისიატესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

) საპრეტენზიო კომისიატესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

) საცდელი ტესტირებატესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი);

) ტესტისაგნის ან პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერეროვნული სასწავლო გეგმისა“  დამასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;

) ტესტის ვარიანტითითოეული საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა, განსაზღვრული ტესტირებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით;

) ტესტირებასაგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებისათვის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

) ტესტირების პრაქტიკული ნაწილიპროცესი, რომლის დროსაც აპლიკანტი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

) ტესტირების წერითი ნაწილიპროცესი, რომლის დროსაც აპლიკანტი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით, პასუხების ფურცლის გამოყენებით;

) შეფასების ზოგადი კრიტერიუმიამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტესტის მიხედვით, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

) შეფასების სქემაცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება.  

მუხლი  3.  ტესტირების   ენა

1. ტესტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთშიაგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. ტესტირება მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის ტარდება სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, საგნის შესაბამისად.

3. უსინათლო აპლიკანტებისთვის, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტისთვის, გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

  თავი  II

ტესტირება  

მუხლი  4.   ტესტირება

1. ტესტირება ტარდება:

) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:

.) ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

 .) მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

.) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

.) ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);

.) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

.) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

.) მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

.) საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

..) ისტორია;

..) გეოგრაფია;

..) სამოქალაქო განათლება.

.) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

..) ფიზიკა;

..) ქიმია;

..) ბიოლოგია.

.) უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

..) ინგლისური;

..) გერმანული;

..) ფრანგული;

..) რუსული.

.) ესთეტიკური აღზრდის საგნები:

..) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

..) მუსიკა.

.) სპორტი;

.) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;

ა.ო) მშობლიური ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.ო.ა) სომხური ენა;

ა.ო.ბ) აზერბაიჯანული ენა.

) პროფესიულ უნარებში.

2. ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

  მუხლი  5 ტესტირებაში   მონაწილეობის   უფლება

1. საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით ტესტირებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლობის მსურველს

2. პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის არანაკლებ 50%-ანი შედეგით დადასტურების თაობაზე.

4. პროფესიული უნარების გამოცდაში მონაწილეობის უფლების განსაზღვრის მიზნით, სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია უფროსი მასწავლებლებისა და წამყვანი მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მასწავლებლის სტატუსის სახე, ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი), ხოლო სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ უფროსი მასწავლებლების შესახებ, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი).

5. თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

  მუხლი  6 ტესტირების   საფასური

1. ტესტირების საფასური მოიცავს:

) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც საგნის გამოცდისათვის თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს, ხოლო პროფესიული უნარებისათვის – 100 ლარს;

) აპლიკანტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი პირი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლოქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აპლიკანტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლოქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენატესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ამავე ვადებში ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადების წარდგენაც. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.

  მუხლი  7.  ტესტირების   ჩატარებაზე   პასუხისმგებელი   ორგანოები

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომსამინისტრო).

2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომრესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.

  თავი  III

ტესტირების ორგანიზება

მუხლი  8.  ტესტის შეფასების   ზოგადი   კრიტერიუმებისა   და   შეფასების   სქემის   მომზადება

1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

3. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

) ტესტის საბოლოო ფორმატი;

) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

) ტესტზე სამუშაო დრო.

4. ტესტირების ჩატარების შემდეგ თითოეული საგნის/პროფესიული უნარების შესაბამისად, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ.

 

მუხლი  9.  ცენტრში   რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა – www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს აპლიკანტს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) პირად მონაცემებს (პირადი ნომერი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი საგანი;

) სასურველ საგამოცდო ქალაქს;

) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს აპლიკანტის პერსონალურ მონაცემებს).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

7. აპლიკანტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

8. აპლიკატები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

9. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, აპლიკანტმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

10. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია არჩეული საგამოცდო საგნის შესახებ) აცნობოს სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

12. ცენტრი უფლებამოსილია აპლიკანტისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენოს აპლიკანტის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ტელეფონის ნომერი).

 

მუხლი  10.  მონაცემთა   ელექტრონული   ბაზა   და   აპლიკანტის   საგამოცდო   ბარათები  

1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.

2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციისა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი პირის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ფოტოსურათი და მუნიციპალიტეტი, სადაც რეგისტრირებულია პირი).

3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:

) აპლიკანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;

) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;

) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს აპლიკანტის პერსონალურ მონაცემებს).

 

თავი  IV

ტესტირების   პროცედურა

 

მუხლი  11.  ტესტირების   ჩატარების   დრო   და   ადგილი

1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება შესაბამის საგანში/პროფესიულ უნარებში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება ერთ საგანში შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილი

 

მუხლი  12.  ტესტირების   მიმდინარეობის   პროცესზე   დასწრება

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

 

მუხლი  13.  საგამოცდო   ცენტრში   რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია:

) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

) თან იქონიოს:

.) საგამოცდო ბარათი;

.) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

.) სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, აპლიკანტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

 

მუხლი 14. სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა

1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციონალური დარღვევის/ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს. კომისიის საქმიანობის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ცენტრის დირექტორი,   რეკომენდაციების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი აპლიკანტებისათვის სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ აპლიკანტების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. აპლიკანტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა.

 

მუხლი  15.  ტესტირების   მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ტესტირების დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ცენტრი ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, თითოეული ტესტისთვის.

4. ტესტზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

5. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:

) წყალი;

) პირადი ჰიგიენის საგნები;

) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით;

) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (.. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.

6. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება:

) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

) ტესტირებაზე დამხმარე მასალისსახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა ფლობა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ..) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

) ტესტირების წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა;

) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

7. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

 

მუხლი  16.  ტესტირების   მიმდინარეობის   წესის   დარღევევა

1. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას:

) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,და ,,“ – ,,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აპლიკანტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

 3. ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტისდა“– ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

4. ტესტირებიდან აპლიკანტის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,და ,,ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;

 ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

6. აპლიკანტი ტესტირებიდან შესაძლოა მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ აპლიკანტი შესაძლოა ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

7. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში აპლიკანტის ნაშრომი არ გასწორდება.

 

მუხლი  17.  ტესტური   დავალებებისა   და   მათი   პასუხების   გამოქვეყნება

ცენტრი, ტესტირებების სრულად დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს გამოყენებული ტესტური დავალებებისა და შეფასების სქემების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

მუხლი  18.  ნაშრომების   განადგურება

ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ, ცენტრი უზრუნველყოფს ნაშრომების განადგურებას.

 

თავი  V

ტესტირების   შედეგები

მუხლი  19 ნაშრომების   გასწორება   და   ტესტირების   შედეგები

1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.

3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

 ) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

 ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად  ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

4. არ გასწორდება:

) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

თავი  VI

  ტესტირების   ფარგლებში   წარმოშობილი   პრეტენზიების   წარდგენა   და   განხილვა

 

მუხლი  20.  საპრეტენზიო   განაცხადის   წარდგენის   უფლება  

აპლიკანტს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით.

მუხლი  21.  საპრეტენზიო   განაცხადის   მიღებაზე   უფლებამოსილი   ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის (www.naec.ge) ან/და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

 

მუხლი  22.  საპრეტენზიო   განაცხადის   ფორმა   და   მისი   წარდგენა

1. აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. აპლიკანტი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მუხლი  23.  საპრეტენზიო   განაცხადის   წარდგენის ვადა

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა, საგამოცდო ცენტრში, რომელშიც ჩააბარა ტესტირება, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

2. აპლიკანტი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

 

მუხლი  24.  საპრეტენზიო   განაცხადის   განხილვაზე   უფლებამოსილი   ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს აპლიკანტის ვინაობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელი.

 

მუხლი  25.  ტესტირების   პროცედურის   დადგენილი   წესის   დარღვევა

ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ;

) სხვა აპლიკანტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და .).

 

მუხლი  26.  საპრეტენზიო   კომისიის   გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისასმისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

) აპლიკანტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისასმისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრის დირექტორი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აპლიკანტისთვის გაცნობას.

 

მუხლი 27. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი   კომისიის   გადაწყვეტილება

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ;

) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ;

) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

 

თავი  VII

ტესტირების საბოლოო   შედეგები

 

მუხლი  28.  ტესტირების   საბოლოო   შედეგები   

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა;

) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა;

გ) იმ წამყვან მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა;

დ) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა.

2. საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომმინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას, ამასთან:

ა) უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

ბ) წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

3. აპლიკანტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მიეთითება აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მიღებული ქულა და მიღებული ქულის პროცენტი შესაბამისი საგნის მაქსიმალურ ქულასთან მიმართებით.

5. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტისა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის, უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის – სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

6. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიებს უგზავნის სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდე.

 

მუხლი 29. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები

1. ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება მუდმივად.

2. აპლიკანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით.

3. ცენტრში აპლიკანტებთან დაკავშირებით არსებული სხვა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.

 

თავი VIII

    გარდამავალი   დებულებანი

 

მუხლი  30.  2022 წელს ორგანიზებული ტესტირების ენა

2022 წელს ორგანიზებული ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

 

მუხლი  31.  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის გარეშე გაიაროს რეგისტრაცია 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე არ ვრცელდება ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ზღვარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

4. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში, გამოცდაზე მიღებული შედეგის მითითებით.

5. ცენტრი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სიას უგზავნის სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. საგნის გამოცდის შედეგების საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად, სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

მუხლი  32.  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ორგანიზების თავისებურებები

1. 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან.

3. 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებისმიზნებისათვის:

) ის აპლიკანტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

) ცენტრი ამ პუნქტისდაქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით შესაბამისი გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს აპლიკანტთა   თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს სსიპ – . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აპლიკანტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში;

) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აპლიკანტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

) ამ პუნქტისქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტისქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

) ამ პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია აპლიკანტისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას აპლიკანტი;

) ამ პუნქტისდაქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

.