დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018300 |
|
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს „ა.კ.დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.კ.ე“ ქვეპუნქტი: „ა.კ.ე) იტალიური.“; 2. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2023 წელს საგნის გამოცდა იტალიურ ენაში ჩატარდეს შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით: ა) იტალიური ენის ტესტური დავალებების შემუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და გადასცემს ცენტრს ტესტირებამდე არაუგვიანეს 1 თვისა; ბ) იტალიური ენის ტესტისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროსა და მაქსიმალურ ქულას ცენტრი ადგენს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით; გ) იტალიური ენის ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით, ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით; დ) იტალიური ენის გამოცდაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; ე) იტალიური ენის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები ცენტრს წარედგინება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით; ვ) იტალიური ენის ტესტირება ჩატარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმატით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები