„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018189
81/ნ
01/07/2022
ვებგვერდი, 01/07/2022
430210000.22.022.018189
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2022 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების მიზნებისათვის:

ა) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აპლიკანტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ აპლიკანტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. ცენტრი უფლებამოსილია, დაცული ფორმით მიიღოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია იმ გამოსაცდელების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით;

გ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აპლიკანტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ვ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ზ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

თ) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი