დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018495 |
|
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტესტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ტექნოლოგიებში ტარდება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“. 4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას, ამასთან: ა) უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს; ბ) წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები